ნაწარმოებები



ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2017


J'espère le mourir

ვამჩნევ ღამეებს აღარ მოაქვთ ვნება ფარული,
აღარც დღეები თენდებიან ღიმილის დარად.
და უშენობა სულში მხეცად შემოპარული,
ამ იმედიან სიყმაწვილეს უჩუმრად მპარავს.
ასე მგონია, გავიარე უკვე სავალი
და ჩემი გზები საათებად შემმოკლებია.
და ველოდები სასთუმალთან სიკვდილის საბანს,
როდის მომხურავს საბოლოო მზე-მელოდია.
სულის მუსიკებს შეესისხლა უცნობი სევდა
და განვლილ წლების შეცდომების აღიარება.
უშენო დღეებს სათითაოდ გულში ვინახავ,
წავალ და მერე ტკივილებიც დამიამდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები