ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ხულორდავა96
ჟანრი: თარგმანი
8 ოქტომბერი, 2017


საადი შირაზელი. ფრაგმენტი "ბუსთანიდან"

ერთხელ, ახლად გათხოვილი ბრძენს ეახლა ქალი, ჰოდა,
თავის დარდს და გაჭირვებას ამ სიტყვებით შესჩიოდა:

ქმარი მყავსო გულარძნილი, გულში დარდი მიჭერს ამად,
მომიშხამა მთლად საწუთრო, მთლად ცხოვრება მომიშხამა.

განა სხვა კი ამ დღეშია, განა გულში ლახვარს ისობს?
მეზობლის კაცს თავის ცოლზე მზე და მთვარე ამოსდისო.

ერთურთს ისე ეწყობიან, რაღა გინდა უკეთესი,
გეგონება ერთ კაკალში გამოზრდილი ორი თესლი.

მე კი აბა სასიკეთო რა მინახავს, აბა რაო?
ეს კუშტი და უსახური მე რად შემომეყარაო?!

მოისმინა ბერიკაცმა მწარე სიტყვა ბევრზე–ბევრი,
ოღონდ, მართლა ბრძენი გახლდათ– გულთმისანი, ენამჭევრი.

და ქალს ტკბილად უპასუხა:  როგორც ამბობ, იყოს თუნდაც,
თუ მთლად გულში ქვა არ უდევს, რა ჩარაა, გაძლო უნდა.

მისგან პირი რომ იბრუნო, რა იქნება ცოდვის მეტი,
მის წილ სხვა კი ვერ იპოვო, გინდ– უჟმური, გინდ–ჩერჩეტი.

თუ ქედმაღალს ქედმაღლობის ჟინითა და ვნებით აჰყევ,
ბოლოს მაინც ერთად მოგსპობთ ეგ ცოდვილი სიამაყე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები