ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: იუმორისტული
9 ოქტომბერი, 2017


თლა სააქაო არა მაქვენ მარა იყვენ

გავკარი რითმას... მაინც ვერ ვშვრები
გრძნობას მივანდომ შემდეგ სტრიქონებს
ვიცით მოკვდებით მაგრამ რატომღაც
ეს წამიერი ვნება გვიმონებს..
გვიმონებს ფული,თუნდაც დაგროვდეს
ბევრი... სამყაროს მთელი ქონება
გძნობას იყიდის?? ან იმ გრძნობისგან
შობილ პატარა ,,გამოგონებას?!''
სიტყვა არ მყოფნის...ვერ ვამბობ სათქმელს
ამიტომ ვგიჟობ,ან თუნდაც ვაფრენ
ვეფერები და ვკოცნი ვეხვევი
მაგრამ არ ვიღებ სანაცვლოთ არცერთს...
რამდენს მოვითმენ?! მითხარი კაცო...!
რად გგონიათ რომ ქვა მიდევს მკერდში?
მინდა თქვენ ის ქნათ რაც ვერ შევძელი
არ ვარ აჩრდილი... ნუ გამრევ სხვებში..
ნეხვში ჩავეფლე,ავყროლდი მაგრამ
წყალიც დავღვარე არ მსურს განწმენდა
არ ვიცი რა მსურს... დინებას მივდევ
რას ვიმკი? ჩემი ცოდვის ნათესს და
მორწყულს შემშრალი ცრემლების ღვარით
მიყვარხართ ხალხო, და მეზარება
ამ სიყვარულის გადმოღვრა თქვენზე
არ მეშინია არ დავნებდები არ მე-ზარება....
არ ვიცი რა ვთქვი... თუ ვცადე მეთქვა
არ ვიცი როგორ შეხედავთ სხვები
მაგრამ ვიცი რომ ისედაც შტერი
სულ მალე სუმთლად გამოვშტერდები..
მაგრამ არ ვღელავ,როგორც აქლემი
ზოოპარკში რომ აგრძელებს ძოვას
არც ზორო მინდა არც სუპერმენი
როცა ვიცი რომ გუგავა მოვა...
ყველაფერი რომ კარგად იქნება
ეს ვიცი.. არც ღირს ამაზე დავა
რადგან დებატებს თუ ვერ მოვიგებ
შემომაშველებს სიტყვას გუგავა..
სერიოზულად დავიწყე ლექსი
და შეურიე ბოლოს ხუმრობაც
დროშას ვერ კიდებს ჩვენი მთავრობა
აი ესაა უბედურობა..
უმცირესობას მიყავს პარადი
უმრავლესობა მონობაშია
და თურმე ძალა და შველა ჩვენი
ღმერთში კი არა ევროპაშია..
როგორც ეჩვევა ტვალეტში ცუდ სუნს
კაცი და მერე ვეღარ გრძნობს..ხო და
ასე ვეჩვევით ჩვენც გახწნილობას
და შემდეგ ამას ვეძახით მოდას..
გეხუტუნეთ თქვენ.. მთვრალი არა ვარ
პროსტო მომბეზრდა თამაში,ძილი
გავერთობი-თქო ვიფიქრე მაგრამ
ქე გამიგძელდა ეს დაწერილი..
კაი ..აბა ჰე ...წარმატებები
გეფიცებით რაა.. მიყვარხართ ყველა
გაჭირვების დროს... ას თორმეთს არა
ჯობია უფალს რომ ვთხოვოთ შველა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები