ნაწარმოებები



ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2017


ფანტასტიური ლექსები







________________________________________



                    ფენეკი-აღგზნებადობა
სწრაფ სივრცეების ძებნით: საით არავინ უწყის
შემოვხვდებოდით ხეებს ვეება ხის ნეშტთ ხენეშთ
და იწყებოდა ღელვა გაჩენჩოების უტყვი
ხესთან ფენეკის პულსით აუწერელი ენით-
-უცებ სიცივის მათრახს აელჭექებდა ვიღაც
და გაყინულ სისხლს ხვრეპდა. კლავდა ხის ტოტებს ბასრი-
-მთვარის ნაჯახი. ვიღაც მათრახს უქნევდა ნიღაბს
ჩვენს წამითწამად ნიღაბს უმანკოებით დასვრილს.


              ზარბაბი
და სამურაბედ მწიფდა უნაბი
გოგო, გოდრებით დადგა გულაბი
მე გიწესებდი ვით ხამურაბი
შენ უწესობდი ვით მესალინა-
-კანონის ძალით დრო გახდა რაბი
ხოლო უნაბი იქცა მურაბად
შენ მესალინად დარჩი. მოვაბი
თავი ვერაფერს კვლავ ხამურაბად
დრომ მუცლად იღო გომორ, მოაბი,
რომი, ხუნანი, ათონი, სინა...
მე თავს ვიმტვრევდი ვით ხამურაბი
შენ ხარხარებდი კვლავ მესალინად.

(უცებ ამ ვაი ორომტრიალში:)

მზეს ცაშკიბულზე რჩება ზარბაბი
ამ წუთისოფლის შუქად, საიმად
ზარბაბი არი ლექსის საბაბი-
და არა მეფე და მესალინა.
აქ თვალებია?! მრეში, უნაბი
აქ ფესვებია?! გველს ემარგვლინა
კალოს ხარია აქ ხამურაბი
უღელს აგრილებს აქ მესალინა.



ლექსები  იკითხება სიტყვების როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური თანმიმდევრობით
                                 
                                                             
(შეყვარებული ერთგულების საფლავთან)

თვალებში        მწვანე        ჩუმი        ღამეა
გამქრალ      ქრიზოლთა  ქარიზმა    შორი...
ნაკვერჩხლის  ვერცხლში  იწვის      კამეა
წვეთებს        უნთიათ...  შანდალი    ორი...

(შობის მუსიკა)

მოგვების        დაფანტულ      ალმასში        აენთო
წვეთები          უდაბნოს          ცისფერი        წყალობა
წამოვა            ჩამოქნილ        ფლოქვივით    ლამაზი
დაუწრეტ        ალებად            ვიქცევი        წვალების...
ნატვრიდან    ჩაღვრილი      ცრემლების      მტევანი
დალეწილ    სინათლის          სიჩუმეს            შეება
ნოტებში        ნოტიო              ეტყობა          შობისცას
მორბიან        ცხენები            ელვათა      მშვენებად...



          (უცხო პლანეტა)

    ცაა...      ცრის      ქერქის        ჩრდილებს
    სხვა      მზის      დარდიან      დილას...
  ბეწვის  გადამწვარ  ლანდს          და
  ფიქრის    თივას        ვით            სილას...

                          ...
და ზღვის შხეფებში შეცურა ალმა
როგორც ელფებმა იციან ხოლმე...
და ზღვამ მღვრიე და მოღვრილმა ხალმა
ცვართა ქაშურით გაავსო მოლი...
ქალი გაიხდის სირცხვილს  და  ტალღის
ტალმაში შეშლილ ვარსკვლავეთს ითრევს...
ზღვიდან ამოდის შიშველი მთვარე
მთვარე შიშის და წითელი ფითრის...
და მერე ხვდები ღამისთვის ვინ თრთის
ვის სურს გაჩუქოს ალმეთი ქართა...
გავუკვირდებით ჩვენ ორნი მილეთს...
მოხვალ და მკითხავ: რა დაგვემართა?
                  ...
ცა გაცდა მწუხრს... თენება წუხს...
წამი წამს ჩადრს მოსტაცებს: შრიი...
სიშიშვლე ცის ცას ცრეცს და სუსხს
ფანტელში შვლის კამარად შლის...

                ...

ველი ველთა ლალებს და თქმას მიალალებს
ეგ ალივით თვალი მოლის ღვარით მთვრალი
მთის ბროლივით ვუსმენ ვით ბრიალა ღელეს
ალრაშების შხუილს ციურ წვეთთა თავლის...
უკამკამეს კვარით მზის გრიგალებს ვუნთებ
კალმარების კუდით გადარეულ მორევს...
ალაკანის ქარი ქორებს გაეკიდა
თრობის თეურგები მოურევენ ორეს...
ველურ რაშებს ავშლი და გამომშრალ შრეებს
შრეებს ღვთიურ ღვარით მორიდებით ჩავშლი...
შეშლილივით მზერენ ღველფურ შორრიდეებს
არ გიხდება რაშო, უმეცრება ავშრის...
ვით ბორიოს ზღვებზე მო მონიო ნავი
და ვით მშვიდ მიმოზებს მიმინოთა ქორო
ისე იმიზეზებს უმზეობას კავი
ოქროს კავი შენი რომ არ გამაქროლოს...
ალს ალთაშინ მოვრთავ ოფოფთა და ოფთა,
ალმასულევ მოლთა მიწას წვავდეს წვიმა...
რომ მე ვრწყავდე ბაღებს ქარვათა და ბროლთა
ცის ელვიან ბალთის ცეცხლიდან რომ ცვივა...
მარწყვის ველთა კალთამ ზავთი მიკალათა
და ოქროს გრაკალთა ბაღს გავღებავ ღველფით
საფირონის ველებს სადაფიანალთა
მოუხდება მთვარის ჩადრიანი ელფი...
„ეხ არაო, არა... მე სხვა მელის ნავი...
მარაოებს ქარი: წითელ ბროლის ურვას...
და მზის მეზღვაური: სხივის ბინადარი
ნახაძრალი მკლავით რიჟრაჟებში ცურავს...

                    ...
ძველ ბურუსობას გაჩენილ ჰომოს
ში ვშლეგობ, ვდილეგობ, ვსაარობ, ვხარობ:
რომ ამდენ ჭკვიან, უცოდველ ჰუმუსს
შენი ვერცერთი დაიტევს ხარო.
რომ იმდენს იზამს ბრძენ კაცთა ხროვა
ამოგაოხრებს შენდობის ოხვრით
ამიტომ ვითმენ (მორჩილად ვხოხავ)
მოსაკნეობას ამდენი ოხრის.
ყოველ დედააზრს ძეაზრით ვნიღბავ
შენს  ყველა სიტყვას ყელში გამოვჩრი
ოღონდ ურჩობაშერჩენილ მიღმარს
როგორ მივუხმო ღრმა ერთო, მორჩილ
მე ვკეტავ ჩემს თავს, ჩემივე ხელით
და შიგნით შენთვის დღედაღამ ვმკაცრობ
და აი ასე-ერთმანეთს ვშველით
და აი ასე- ერთმანეთს ვამცრობთ.

               
  მეტისი როქისა-შიშის ვერდიქტი.

მეთეოსეთა რეკავს რითმონი
ვერ გადავურჩი წყვდიად რითმიდებს
მეტისს, მცირედიც მერქანს მითორნის
ნაცვლად უკვალავ ბორკილს მითლიდეს...
და გადავშენდი, გავტყდი, გავმწარდი
ვშიმშილობ სიბრძნის ბოლო გოლემთან
და ეს სამყარო ცოდვის აზგარდი
მეცოდინეთა...  მეამბორეთა...
არადღა მყოფნის, ვყივი მიუგად
იყო ამაო ყველა ამბოხი
როგორც ნათელში ჩამტყდარი გუგა
როგორც დუმილით ჩამწყდარი ხორხი.
და დღეთა ნივთი მიაზრებს როკვით
და სულის ძარღვებს მაწყვეტავს ლექსი
და ვდგევარ როგორც სხვის ომში როქი
ვით სხვისი ლაქა, ვით სხვისი ლექი.

...
საღამო ვნებათა სიღრმეში იკივლებს
მზის წვეთი რადგან წვეთს ის ცეცხლი ვინც მისცა
ჰაერის ფერება, ბაგეთა სიგრილე
წითელი ბადახშის სასმისით ღვინის სმა.
სხეულის ფორმები ზომაზე დახრილი
სიმორცხვე ნდომაზე უძალო ლაჩარი
სუსტი ბრბო ბგერათა ერთმანეთს წახლილი
ღამე მოზეიმე და როგორც ანთარი
იწვოდა ბაგეთა კალოზე მკათათვე
კვდებოდა გრიგალი ანთებულ ნაკადის
იგრძენი? ღმერთებმა შუქურა აანთეს
შენ არც ერთ ელექტრონს არ ჰგავდი… არ ჰგავდი...

                                  ...
ვუსმენ უსმელ წყალთა ძველ მზისიერ ბგერებს
ხდება: რომ ბრგე მთა წყრთას წაგათოვებს ღიჭის
მისაქციელ დღეებს მოვაცილე ბრკე ვერ
რაც არ უნდა იყოს არაფერი მიჭირს.

...
რეკავს სიტყვის ლითონი
კვდება შიგნით პიიტი
ლიტანიობს პითონი
და აღდგომის სპირიტი
ვის ეწვევა, თვითონ ვის
ვინ იპოვოს, ვინ იტყვის...
როდის უნდა ითოვოს
ძმებო, ფერმა ქვირითის
თუ კვლავ დაითითოვებს
ქრისტეს მხედრებს ლილიტი...
როდის უნდა ვივლიდეთ
რასაც მარად ვივლიდით...
                                          ...
... მზე ბზინავს და გზებს მგზავრებს ქელენ ქარნი მქისენი
შროშანების შარიშურს მისდევს ტალღის ტაპირი
მე არაფერს ვაპირებ ამ ულურჯეს სისველით
ვეომები სტრიქონებს როგორც მოგვებს ფაკირი
ტბა სამყურა საკურებს ტალღებს გადააპკურებს
ქვათა მფქველი თქმაა და ოკრო-ბოკრო ნაპირი
როგორც ბერი ბერიკებს ვერეკები, დავყურებ
მწირი სიმაღლეებით უსულგულოდ ნაკირი...
ვით სოსანთა ოსანა - ქრის ფრთის ქარი ქორე ცის
შემაჩვენეს მგოსნებმა ძველი საგონისანით
დაე იყოს ღვთის ნება ხოლო მე რაც მოგეცით
გაცამტვერდეს, გაცარდეს უეცარი მყისარი
და ესოდენ სუროთა ესმათ ჩემი ალერსის
ესეოდნენ სიონი ჩემს მოლოცვილ სიონებს
წავალ მისან ლექსებზე ფხა მაქვს გამოსალესი
ჩემი ძმური მოკითხვა ბიჭებს-გალაქტიონებს

              ...
-არცა წარსული არც მომავალი
მხოლოდ მყობადის გიზგიზებს ალი
ვითა მრჩობლედი-კაცის მიწყივი-
დგა ყრმა ქუჩაში ქარებს მიჰკივის...
-ჩემი სიკვდილი არის მზის ბსკვნილი
და ყელში მიჭერს ცეცხლის საბელი
როგორც კაენი- აბელში ვსჭვივი
და როგორც კაენს-მსჭვალავს აბელი:
ვერას იგებდნენ...
ბრბო იზრდებოდა, ასტკივდათ თავი
და სცემეს ზურგში როგორც ყრმა დურგლის
როგორც თაგვებმა ღამურა თაგვის
ჩიტადშობილი პატარა ზურგი...
ინათა უცებ... მე დავინახე
შეშინებული დამფრთხალი ხალხი
უნდო, უშვერი, უგულო, მახე,
მაბოზარი და წმინდად ჩათლახი.
შემოირბინა მზერამ ზღვის კიდე
მთვარე ეწვინა აფრაში ანძას
ვიწრო შუკებში შემოეკიდა
ყორნისფერ ღამეს დედაბრის ძაძა...
ქარის ტოტებით სცემეს წარაფი
მეღვინე ღვინოს მიახრჩეს ჩარჩად...
ქუჩას კი ნიშნად... ნიშნად არაფრის
არავითარი კვალი არ დარჩა.

(საძმოში წაცდენილი)

თუ უტევების ვტეხე არტახი
დავდგი გოდების ხოდაბუნები
ძმაო, რად დამრჩა სული პარტახი
გაოგნებული არდაბრუნებით.
ჩაქვავდა წარში მლეთაც, უბისაც
სადმიკარგულს და ვისმიუსაფარს
ბჭენი მიყეფენ ბნელ ანუბისის
აკივლებულა ზარი საფარის.
ამ ძარღვდაწყვეტილ უძმო ნაყვირმალს
საძმო მიეცი ძმად რომ მიგეზღო
ვერა გაიგო ძმათა ნახირმა
ტყუილად ძმაო, ძმაო, იესო.
დარდმა იმეხა იავა დარდმა
დუმილს უყოფდნენ ბიჭები ერთურთს
ზარის კივილი ცივ სიკვდილს ჰგავდა
ნისლი ლესავდა გერგეთის ზეპურს.

                ... ბგერწერული ლაწანი
მისდევ ტბას და უკან იმ დევების კბოდეს
ეკიდება მთვარე და ლაქების რემით
ტკბილ, მზისფერებს იმდენს უკუაგდებ ოდეს
ავსულიერ ფერთა ველურ გადარევით
უღრან უღრან არღნის თუ გსმენიათ ღვარი:
საღამოთა ლანდში ალანძული ტემბრი
როგორ არღვევს თელებს მთვარით თეაქარი
მერე მე და თეა ტბაში როგორ ვხტებით
ამ ღამეთა ამბარს ამოვართმევ ამბავს:
რომელ ლამბით ვამბობ მთის ცისრიყულ არბენს:
ანუ ხარბად ათოვს შატილსა და არბოს:
ანუ ბგერა ბგერით ძველ ქონგურებს ვარბევ.
და თუ წვეთავს ჩარბად მარბიელი ესე
ავგურებო, ჩემო აგურ - აგურ ნუ კი...
არ უღირდა ამ გულს: სარანგს: გველთა მგესვლელს:
უთესველის მთესველს: მითქმის მთამსვლელს: უბირს:

ყველაფერზე დავა, (მითუმეტეს ჩხუბი:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები