ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2017


სიცოცხლის სუნი

შუბლდაცვარულს გამოეღვიძა... რამოდენიმე წამი ისევ სიზმრისფრად ღელავდა... თავი ვერ დააღწია უცნაურ ზმანებას...ნელ-ნელა, მეტისმეტი სიფრთხილით გაშალა გულზე მაგრად მიჭერილი თითები, ოდნავ მიუშვირა მზეს წამწამს ქვეშ მიმალული სილურჯე და ამოისუნთქა...ხმაურიანად...გაახსენდა...
ტრიალ მინდორზე მიიჩქაროდა  ლაბადას შეფარებული სხეული...თავისი ცოლი ამოიცნო... მეხის ყოველ გავარდნაზე პირჯვარს იწერდა ქალი და...  ეძებდა...ალბათ გზას... სახლამდე მისასვლელს, ანდაც იმედს... ლურჯთვალება იმედს...არცერთი არ ჩანდა... მწვანე "ნაბადს" დაეფარა ყველაფერი, ცაც კი ჭაობისფრად აცეკვებდა წვეთებდასუქებულ წვიმას. მერე თანდათან სითეთრე შეეპარა მთებს, დედამიწამ კი ვარდისფერი კაბა მოირგო...გაზაფხულში მოგზაურობდა ქალი... ექოსავით ისმოდა ხმები ცრემლით დანამული ღიმილების...ვიღაც ბავშვი ცისარტყელას ფერებს უთვლიდა, იქნებ და მერვეც დაგემატაო...სიფერადეში, სიცელქეში დაეკარგა ცოლის სახე...ვეღარ შენიშნა, ვეღარ იპოვა, თითქოს თავად ქალი იქცა ფერებად...
შუბლდაცვარულს გამოეღვიძა... რამოდენიმე წამი ისევ სიზმრისფრად ღელავდა...დაურეკეს...ათასობით კილომეტრის იქიდან ესმოდა პატარა ბიჭუნას  ტირილნარევი სუნთქვის ხმა, ათასობით კილომეტრის იქიდან გრძნობდა პირველი სიხარულის შეუცვლელ სურნელს...ეტკინა...ყველაზე მძაფრად ეტკინა "უსამშობლობა"...
გაზაფხულში მოგზაურობდა ქალი...ფერებაკისკისებულ სამოთხეში...თავად სიცოცხლე ერტყა ალყად...გაზაფხულაფეთქებული სიცოცხლე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები