იცით როგორ ქალაქში მინდა ვცხოვრობდე?– წვიმიან,მოღრუბლულ ქალაქში. ჩემი საყვარელი ქალაქი დუბლინია,თუმცა ის არასდროს მინახავს. მაგრამ არა! რა გამაჩერებდა ისეთ ქალაქში, სადაც ქართული არ ისმის, ქართულად არ ესმით, არ მეტყველებენ. ამიტომაც –ისევ საქართველოს წვიმიან ქალაქებზე ვფიქრობ. მოდი, გავყიდი ამ თბილისის სახლს,საიდანაც სამსახური 12 კმ–ზეა და ყოველთვის მანქანით მივდივარ. ისეთ ქალაქში მინდა ვცოვრობდე,სამსახურში რომ ფეხით ვივლი. დღის ბოლოს, გზადაგზა ,,საღამო მშვიდობისებს ,, დავარიგებ და სახლში მისვლამდე: ან მე ვინმეს,ან პირიქით ,ვინმე მე გამომიჭერს, შევალთ ღია კაფეში,დავსხდებით და სანამ რამეს მოგვიტანდნენ,არაყს გადავკრავთ. ვილაპარაკებთ ადამიანებზე– ამაზე, იმაზე, იმის დეიდაშვილზე, მამიდაშვილზე, მასწავლებელზე, სკოლაზე, ფეხბურთზე, ამინდზეც– კი! ისეთ ქალაქში მინდა ვცხოვრობდე,სადაც მანქანას გავყიდდი. ისეთ ქალაქში მინდა ვცხოვრობდე,სადაც გინებას გადავეჩვევოდი არარსებული საცობების გამო. ისეთ ქალაქში მინდა ვცოვრობდე,სადაც ერთი თვის უნახავი მეგობრები არ მეყოლება. ისეთ ქალაქში მინდა ვცხოვრობდე,სადაც არ ეგონებათ, რომ კარგად ვცოხვრობ. ისეთ ქალაქში მინდა ვცოვრობდე,სადაც მარტო ხუმარა კაცად არ მიცნობენ. ისეთ ქალაქში მინდა ვცოხვრობდე,ჩემში სავდასაც რომ დაინახავენ. ისეთ ქალაქში მინდა ვცოხვრობდე, პატარა ქალაქში, როცა მოვკვდები, შეიცხადონ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გაუცხოება თბილისელებსაც კი გვაწუხებს, ვისაც ბავშვობაში, გვახსოვს მისი სითბო, როცა დედაქალაქი თავის სახელს ამართლებდა, და პატარა ქალაქის მკვირდნი რას იგრძნობენ? მაგრამ, რაღაცნაირად, უნდა მოვიცალოთ ერთმანეთისთვის... კარგი იყო, აქტუალური... +5 გაუცხოება თბილისელებსაც კი გვაწუხებს, ვისაც ბავშვობაში, გვახსოვს მისი სითბო, როცა დედაქალაქი თავის სახელს ამართლებდა, და პატარა ქალაქის მკვირდნი რას იგრძნობენ? მაგრამ, რაღაცნაირად, უნდა მოვიცალოთ ერთმანეთისთვის... კარგი იყო, აქტუალური... +5
3. ოცნებას კაცი არ მოუკლავს. არაპოლიტიკური კომენტარი:))))) ოცნებას კაცი არ მოუკლავს. არაპოლიტიკური კომენტარი:)))))
2. ეგ რა პრობლემაა?! - საქართველოში პატარა ქალაქების მეტი რა არის?!... ამოირჩიეთ და აისრულეთ ოცნება... ;) ეგ რა პრობლემაა?! - საქართველოში პატარა ქალაქების მეტი რა არის?!... ამოირჩიეთ და აისრულეთ ოცნება... ;)
1. კი გქონდა(თ) მასეთი ქალაქი იქვე და არ გაჩერებულხარ(თ) და... :)
მეც მიყვარს პატარა, წვიმიანი ქალაქები.
კი გქონდა(თ) მასეთი ქალაქი იქვე და არ გაჩერებულხარ(თ) და... :)
მეც მიყვარს პატარა, წვიმიანი ქალაქები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|