ნაწარმოებები



ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2017


მთვარის ჩასვლა

მთვარე აჯანყდა ცაზე გაკრული
იუკადრისა სხივთა კიალი,
ზეცა  მრისხანებს შუქთა ალმურით
და ემუქრება წაღვერს გრიგალით

ღელეს, ლელიანს მოედო  თქეში
და დედამიწა იკრავს თავსაფარს,
ორპირი მთვარე დამშვრალი ეშხით
აღარ ანათებს სოფლის კარდაკარ,

ირემიც სადღაც დაეძებს  თვისტომს
აკლდება შუქი, რქებზე  ციმციმებს
ტოვებს სინათლე  ,მოკეთეს  იხმობს
უფრო აწვება რქებზე    სიმძიმე

ტყეს შავი ჯანღი გადაეფარა
ცაში ტოროლა შეჰკრავს ირაოს,
წიფელი  გრიგალს ხვდება მედგარად
სურს მუხაც ძირში გაატიალოს

მოხუცი ჯოხით მოდენის  ფარას
ძლივსაღა აგნებს გზასა მოხვეულს,
მთვარის სინათლე თვალებში ჩაქრა
და ძლივსღა ახელს  სევდამორეულს

მიმალულ მთვარეს ძაღლმა შეჰყეფა
გავარდა მეხი, ამტვრევს დარაბებს
გადაუარა სოფლებს,  ეშერას
და თითქოს ზეცა ისვრის დამბაჩებს

ნარიყალაზე უკვე ღამეა
და ქარიშხალიც მინელდა თითქოს,
ტოროლა ჰყვება მწუხარ  არიას
და ორღობეში მოკეთეს იხმობს

ზეცა დაბნელდა შავი კუპრივით
და თითქოს მთვარეც შავად შეღებეს,
აღარ ხმაურობს ტყე  დაბურვილი
ყველა დაეძებს  თავის მოკეთეს

ნაღვლიან ბურანს  შეება მწუხრი
სურს მყუდროებამ დაისადგუროს
მოხუცი სახლში  დაღლილი მუხლით
მოჰყვება ლოცვას სამგლოვიაროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები