ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2017


წასაშლელი ქრონიკები

თავი პირველი
დილა
ცამ ფერი დაკარგა. მცივა.
მეძინება. ცოტა ხნით ვხუჭავ თვალებს, ზედა ქუთუთო ქვედას ეკრობა, მათი განცალკევება მიჭირს.  მუსიკას იმხელა ხმაზე ვუსმენ, რომ მინდა საკუთარი ხმა  ჩავახშო, რომელიც გამუდმებით მიმტკიცებს რომ ასე  გაგრძელება ბოლოს მომიღებს. მესმის მისიც, სიკვდილი არ სურს.  იცის რომ მიწაში ყინავს, სათბილობლებს იქ არავის არ ატანენ. აზრიც არ აქვს, გაყინული სისხლის გათბობა შეუძლებელია.
გარეთაც ცივა.
მოვწევ. ნემსივით წვრილი და ბასრი სიტყვა - სიგარეტი. გაქუცულ ჩანთაში ჩაჭყლეტილ ღერს ვპოულობ.
მომიკიდე - ვანიშნებ, ტროტუარზე ჩამომჯდარ გაბურძგნულ ბომჟს. გულში ვფიქრობ რა კარგია ბომჟობა. თავისუფლობა.  წესების დარღვევა. წრის იქით გაქცევა.
თეთრი კაბა ფეხებში მებლანდება
ნაცრისფერი ხეები კადრებივით გარბიან
ნაკვალევი სისხლიანია.
თმა.  გაწეწილი, დაგლეჯილი. უსიცოცხლო.
ძონძების გროვა მიცინის. ყვითელი კბილები.
აჰაა.
კვამლი ფილტვებამდე აღწევს. უკან გამოშვება მეზარება. იქნებ დავიტოვო, ამ გამოცარიელებულ სხეულში კვამლი მაინც დარჩეს. მაგრამ არა. ხველებით და ფურთხებით უკან ვუშვებ. თან დაღლას ვაყოლებ.
ვალდებულებები.
როგორი სიტყვაა გულის ამრევი. მთელი ღამე სმის მერე რომ აღებინებ და აღებინებ, მძაფრ სუნიან წინა დღით ნაჭამს, კუჭის წვენში შეზავებულს. საზიზღრობაა. როგორც ვალდებულება. სამსახური და მსგავსი გულისრევები.
ხეებო, ასე რა მიგარბენინებთ
მიჭირს სიმზმრებიდან თავის დაღწევა. ხატებით გაძეძგილ სამარშრუტო ტაქსშიც მომყვება წლების წინ გარდაცვლილი ბებიაჩემი.
მაპატიე რომ უჩემოდ მოკვდი.
მგზავრები გაოცებით მაშტერდებიან. ჰო, გიჟი ვარ. მკიდია რომ გგონიათ  გიჟი ვარ, იმიტომ რომ სიზმრები. ჰო, სიზმრები.
მაპატიე.
მომენატრე, იასამნები ძალიან ბევრია აქ. ოღონდ თეთრები. სულ თეთრები.
ვიღიმი. როგორ მიყვარდა იასამნები. თეთრები.
ვიცი რომ ჩემმა ტვინის რომელიღაცა ნაწილმა გამოიდო თავი, რომ დამარწმუნოს „რაღაც“ არსებობს. ამის დედაც, ყველაფერი ტყუილია. არაფერიც არ არსებობს. ილუზიების ილუზიებში ვცხოვრობ. 
პაპაჩემი სანამ გახდებოდა მოტირალი მოხუცი, ამბობდა რომ ყველაფერი სისულელეა. რომ მხოლოდ ქიმია არსებობს - სხეულის დაშლის და მიწის განოყიერების ქიმია.
მოხუცდა და დაიწყო ღმერთების ძებნა. აფორიაქდა. ტირილი დასჩემდა. საკუთარ თავში რომ ვერ მონახა, მიადგა წიგნებს კრშნასა და ბუდას, ალაჰსა და იეჰოვას. დაიჯერა რომ იპოვა. მშვიდად დაელოდა სიკვდილს. ერთ ღამესაც მოვიდა. ალბათ თავისი ღმერთებით და ანგელოზებით. ტკივილებითა და სასოწარკვეთით. სიკვდილისწინა ხრიალით და შიშით.
შიში.
თეთრი კაბა მოლანდებაა
იქნებ.
როგორი შავია მიწა.
წვიმს. ქუდს ვიფარებ ბოლომდე და გადმოვდივარ ტრანსპორტიდან. საფასურს ვიხდი. თვალში მხვდება მძღოლის მტევანი. მწვანე ძარღვები. შავი ფრჩხილები. პაპაჩემს მტევანი არ ქონდა. მხოლოდ უშნო ტაკვი ნაიარევით.
რა გაიყავნს ამ დღეს. შენობას ვუახლოვდები.  როგორი ცივია რკინის კარი და სველი. ისევე როგრც სოფლის სასაფლაოს მესერი, ზედ წვეთებ მიყინული და მივიწყებული. ისევე როგორც. ისევე როგორც. აკვაიტებული სიტყვები, როგორც აკვიატებული სიზმრები. სიტყები როგორც საგნები და მატერიები. სასაფლაო - ღრუბელი, იასამანი - მიცვალებული. შიში -სიკვდილი. რა ბანალურია ეს უკანასკნელი. პირში ნიკოტინის გემო მაქვს, ვერ ვიშორებ. მოურიდებლად ვაფურთხებ. მკიდია ესეც თუ დამინახავენ. იქნებ გამომაგდონ და ამ ვალდებულებებსაც ბოლო მოეღოს. დილის ექვსი საათია.
საპირფარეშოს სარკეში გაფითრებული მე მიყურებს და მეუბნება, რომ მივუახლოვდი. დასასრულს. რომ თვალები ჩამომეწელა, ღაწვები ჩამომეშვა. რომ თმებიც.. აღარ ვასრულებინებ. და ვუყვირი რომ მოკეტოს. დამღალა სულ რაღაცეების ჩიჩინით. ვიცი რომ თმები მცვივა. ვიცი რომ გავთეთრდი.  ვიცი რომ დასასრული ახლოსაა. და ეს ყველაფერი უკვე სულერთია. არ ვაპირებ ბრძოლას. სარკიდან მე სევიდანად მიღიმის. სულ ცოტაც და ატირდება.
იქნებ თეთრი კაბა არ არის მოლანდება
ან გაწეწილი თმები რეალურია.
არა მაინც, რა სიზმრები დამჩემდა ამ ბოლო დროს. როგორ ამერია ცხადში. შენც რომ სულ გხედავ, ღამით რომ სულ ჩემთან ხარ უწინდელივით. რატომ არ შემეშვები ჰა?  როგორ უნდა მოგიშორო ნეტა.  როგორი გამჭვირვალე ხელები გაქვს თან, რგორი ნაღვლიანი გამოხედვა. რა გინდა, რა ჩემგან. გეტყოდი რომ მალე შეგხვდები, მაგრამ შენც ხომ იცი ეს ყველაფერი როგორი სიულელეა. ვერასდროს ვეღარ გნახავ. დაივიწყე. შენ აღარ არსებობ. მხოლოდ ჩემს მეხისერებაში. მხოლოდ ჩემს მოგონებებში. სხვა ყვლეაფერი ტყულია, ტყუილი და ცრუ რწმენა.
კომპიუტერის ცისფერი ეკრანი მაიძულებს, რომ თვალები ბოლომდე გავახილო. გასაკეთებელი საქმეების ყვითელი ბარათი ეკალივით მესობა.
სახელოებს ვიკაპიწებ, თითებით კლავიატურას ვეხები. და ვიწყებ. სოფლის მუსიკალური სკოლა. ეზოში ფიჭვები. ნაძვები. თაღები. შორეული ხმები - კლავიშებთან შეხების და ამღერების.

სავარაუდოდ გაგრძელება უნდა იყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები