ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თამუ
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2017


ვიცი რომ მარტო ვარ.

შლეგი დგაფუნით ეხეთქება სულის კედლებს, შენი მონატრება,
შენმა სურვილმა ურცხვად გამაშიშვლოს უნდა,
სევდა გაბუტული ბავშვივით მოვარდება
უნდა დავუყვავო,
უნდა მოვეფერო, ნეტა?
მერე ატირდება, არც კი მიმიკარებს, მის თვალთმაქცობას
მე ვეღარ ვენდობი,
სარკმელს მივკეტავ და ფართოდ გავხსნი კარებს,
მოვალ თავს დაგადებ და ფრთხილად დაგეყრდნობი.
არც კი შემომხედავ, შენმა სიჯიუტემ ლამის გამათავოს ლამის,
სული შემიბერე, ხედავ?
მაკანკალებს, შეძელ შეჩერება წამის.
და სანამ მხედავ და შენთან ვარ სანამდის,
სანამ იმედებმაც
მარტო არ დამტოვა
ხელი შემომხვიე, მითხარი, ნახვამდის.
ნუღა გამახსენებ,
ვიცი რომ მარტო ვარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები