ნაწარმოებები



ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2017


^^^

ჩამოწვა ჟამი სევდისფერი და მარტოობა
თავზე მევლება როგორც ნისლი მაღალ ჭიუხვებს.
ეს მოლოდინი თუნდაც მხოლოდ ერთი ღიმილის,
უფალს ვავედრებ გადამექცეს გრძნობის სიუხვედ.
სადღაც ღრუბლები უმღერიან ძილის წინ ნანას
და სთვლემენ მთები ბარისახოს ანდაც შენაქოს.
უშენოდ ისევ ობოლი ვარ,ვატარებ ძაძას,
სურვილი მახრჩობს ჩემი ტუჩი შენს თვალს შევახო.
და მოგიმღერო სევდიანი ლექსები ჩემი,
ან შენი სულით გავიტანო ჟამ და ჟამ ყოფა.
რომ აღარ იყოს ასე ძნელი ბარში ან მთაში
ატკივებული ჭრილობების სასმელით ლოკვა.
რაღა დროს მოვა სინანული აუტანელი.
როდის დაფერავს იანვარი მაღალ ჭიუხვებს.
რომ გადნეს სული აქამომდე მიუწვდომელი
და წარიტაცოს მარტოობის მწარე სიურვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები