ნაწარმოებები



ავტორი: ხულორდავა96
ჟანრი: თარგმანი
11 ოქტომბერი, 2017


სერგეი ესენინი

* * *
ერთ სოფელში იყო ერთი კოხტა ტანიუშა,
ეცვა თეთრი ზედატანი, აყვავებულს ნუშად.
ერთ საღამოს ორღობეში გამოსულა უხმოდ,
მთვარე ცაში დაეძებდა ღრუბელს წინაუკმო.

ერთი ბიჭი, თმახუჭუჭა, გამოვიდა მარდად:
„მაპატიე, ჩემო კარგო, სხვა რომ შემიყვარდა“.
გადაფითრდა, ვით სუდარა, ჩამოემხო ზეცა
და გველივით დალალები უკან მოეკეცა.

არც იხტიბარს გაიტეხს და მშვიდად ნაბავს თვალებს:
„ბიჭო, ბიჭო ლურჯთვალაო, სხვას მივყვები მალე“.
ცისკრის ზარი არ გეგონოთ საქორწილო ხმები,
მაგრამ, ღმერთო, რად მალავენ სახეს ცხენოსნები.

არც გუგულთა კვნესა არი, ასე მოთქვამს ყველა,
რომ ტანიამ საფეთქელი დანით დაისერა.
სისხლი შუბლზე შეხმობია. დღე ღამდება ქუშად...
ერთ სოფელში იყო ერთი კოხტა ტანიუშა.
* * *
Хороша была Танюша, краше не было в селе,
Красной рюшкою по белу сарафан на подоле.
У оврага за плетнями ходит Таня ввечеру.
Месяц в облачном тумане водит с тучами игру.

Вышел парень, поклонился кучерявой головой:
"Ты прощай ли, моя радость, я женюся на другой"
Побледнела, словно саван, схолодела, как роса.
Душегубкою-змеею развилась ее коса.

"Ой ты, парень синеглазый, не в обиду я скажу,
Я пришла тебе сказаться: за другого выхожу".
Не заутренние звоны, а венчальный переклик,
Скачет свадьба на телегах, верховые прячут лик.

Не кукушки загрустили — плачет Танина родня,
На виске у Тани рана от лихого кистеня.
Алым венчиком кровинки запеклися на челе, -
Хороша была Танюша, краше не было в селе.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები