ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 ოქტომბერი, 2017


რას ნიშნავს უცხოური წარმოშობის სიტყვა ”დისიდენტი”? ვისაუბროთ ქართულად, ნუ ვამბობთ ”საქართველოს დისიდენტები”, უნდა ვთქვათ ”საქართველოს მწვალებლები”

რას ნიშნავს უცხოური წარმოშობის სიტყვა ”დისიდენტი”? ვისაუბროთ ქართულად, ნუ ვამბობთ ”საქართველოს დისიდენტები”, უნდა ვთქვათ ”საქართველოს მწვალებლები”


სიტყვა ”დისიდენტი” უცხოური წარმოშობისაა, არაქართულია. მოვძებნოთ ამ უცხოური, არაქართული სიტყვის ზუსტი ქართული შესატყვისი.

უცხოენოვანი სიტყვა ”დისიდენტი” ნიშნავს ”რელიგიურად განსხვავებულად მოაზროვნეს”, ”სხვაგვარად მოაზროვნეს, ადამიანს, ვინც საეკლესიო მოძღვრების, ღვთისმსახურების ან ეკლესიის მოწყობის საკითხებში განუდგა გაბატონებული კონფესიის ოფიციალურ თვალსაზრისს”.

ასეთ ადამიანებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ”მწვალებლებს” უწოდებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასეთ ადამიანებს არა მარტო წარსულში უწოდებდა ”მწვალებლებს”, არამედ დღესაც, პირდაპირ ახლა, უწოდებს ”მწვალებლებს”.

ინგლისურად ”დისიდენტი”,  ქართულად ”მწვალებელი”. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზუსტად უწოდა. ვეთანხმები. გაუმარჯოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ანუ უცხოენოვანი სიტყვა ”დისიდენტი” ქართულად ითარგმნება როგორც”მწვალებელი”.

ანუ, სიტყვები ”საქართველოს დისიდენტები” ითარგმნება როგორც ”საქართველოს მწვალებლები”.

ვისაუბროთ ქართულად, ნუ ვამბობთ ”საქართველოს დისიდენტები” , უნდა ვთქვათ ”საქართველოს მწვალებლები”.

კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
12.10.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები