ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2017


# # #


თვალებდახუჭულს შემიძლია შენი დანახვა.
მე მაგონდები გვირილებიანი კაბით -
რძისფერ ხეზე ასული,
მწიფე ხელებით რომ ჰკრეფდი ბჟოლას...
ქვემოთ კი იდგა შემოდგომა,
შემოდგომის წრეში შესული ბიჭებით,
შენი თითების ბრწყინვალე მტვერი რომ
ეფერფლებოდათ ფოთოლცვენისფერ
თვალებზე, თმებზე...
მე მაგონდები გვირილებიანი კაბით
რძისფერ ხეზე ასული...
რა დრო გასულა,
მერამდენე შემოდგომა ჩათავდა უკვე,
ეს ჩემი ფიქრის ბილიკია და ვხუჭავ თვალებს,
შენც ისევ აქ ხარ, გუგების ქვეშ და მე გამომდის -
წარმოვიდგინო - თუ როგორ გკრეფ, როგორ გაგროვებ...
თვალებდახუჭულს შემიძლია შენი დანახვა,
ვახელ თვალებს და... დგას ბჟოლის ხე,
შენ კი არა ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები