ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2017


მირაჟი

გადაგიბირეს სიყვარულო!..
სულ მთლად დაგავიწყეს გამჩენი,
სული წაგიბილწეს, გაგიძარცვეს,
ხორცი დაგიტოვეს "სარჩევი".
დღეს ფასი გადევს სიყვარულო
ნივთად ქცეულხარ და გყიდიან,
ვისი ჯიბეც უფრო სქელი არის,
მათი "გრძნობაც" სხვაზე დიდია.
კაბაშეკეცილ სხეულთათვის
"ბრენდებს" სულ სხვა ფერის ვიდი აქვთ,
"მოდა" გაგხუნვია სიყვარულო
ახლა შენზე ზრუნვა ფლიდია.
ახლა წამწამნი ვეღარ მალავს
მზერას ცოდვიანს და ნიღბიანს,
ცუდ გზას დადგომიხარ სიყვარულო,
ფეხი მცდარ ბილიკზე გიდგია...
გადაგიბირეს სიყვარულო!..
გთელეს, შეგირაცხყვეს გამჩენი,
სული მდიდარ ვნებას ანაცვალეს,
გრძნობა გაგიხადეს სარჩევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები