ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ინაგადადავიდა
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2017


სკანდალი

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტები მისაღებში არსებული სიცივს გამო,უფროსის არყოფნაში,დაუკითხავად შევიდნენ მის კაბინეტში მოსაცდელად. შემდეგ ერთ-ერთ მათგანს ცნობისმოყვარეობამ სძლია და სამუშაო კომპიუტერთან მივიდა. იმ საღამოს ტელევიზიის მეშვეობით მთელ რაიონს მოედო ამბავი,რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი სამუშაო საათებში პორნოგრაფიას უყურებდა. ამის ამსახველი ვიდეო კადრებიც კი გაუშვეს. ხალხს ამდენი პრობლემა აქვს,მათ მოგვერებაზე პასუხისმგებელი პირი კი ამ დროს…

ამბავს იმაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდრე თავად ჟურნალისტები ელოდნენ. მთელი ეს პატარა ქალაქი,რომელსაც თითქოს განსასჯელი თემები ამოეწურა და სწორედ ამ ამბავს ელოდაო,განრისხებული დაიძრა ჩინოვნიკის კაბინეტისკენ. მას ლანძღავდნენ,დასცინოდნენ,ერთი-ორმა საცემრადაც კი გაიწია. საბოლოოდ მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისი თანამდებობიდან გადაყენების ბრძანება დაწერა,პირად საუბარში კი უთხრა-ძმებად დავრჩებით,უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს,შენც კარგად ხვდებიო. მთელი ის კარიერული გეგმები რასაც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ აგერ მესამე წელია აწყობდა წყალში ჩაეყარა. ქალები მასზე ჭორაობდნენ მანიაკიაო და განურჩევლად ასაკისა ყველა ერთნაირად შორს იჭერდა თავს მასთან ურთიერთობისგან. თვითონ კი საშინლად განრისხებული იყო. ერთი პირობა იმ ჟურნალისტის ცემაც კი დაგეგმა მაგრამ მიხვდა,რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა და მეტი არაფერი. ახლა ის კარგა ხანს იქნებოდა ქალაქში მთავარი სახუმარო თემა.პატარა ქალაქში კი სადაც ყველა იცნობს ერთმანეთს ეს ორმაგად მტკივნეულია.

არ ესმოდა რატომ გასწირეს ასე. ეს ხომ ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივი ამბავია. პორნოგრაფიას ყველა უყურებს,ნუ უმეტესობა მაინც. ამ დაწყვლილ ქალაქის მუციპალიტეტში სულ 4 ქალი მუშაობს,აქედან სამი მათგანი თითქმის პენსიონერის ასაკშია,ნებისმიერი ქალი კი ვისთანაც სექსი მოგინდება ან შენი ნათესავი გამოდგება,ან ახლობელი ან ბოლო-ბოლო თანამშრომლის ბიძაშვილი. თითქოს მთელი ქალაქი ერთი პატარა ჩაკეტილი წრეა სადაც ვერაფერს გააკეთებ შენ გემოზე. ყველა გამადიდებელი შუშით გაკვირდება. აბა სხვა რა გზა აქვს ასეთ დროს 43 წლის მარტოხელა კაცს? დარწმუნებულია ეს გამგებელიც,ქლესა ღიმილით რომ იჩეჩავდა მხრებს-მე არაფერ შუაში ვარო,თავისუფალ დროს პორნოგრაფიასაც უყურებს და ანძრევს კიდეც. ეს ხომ ნორმალურია. კაცების 99 პროცენტი ანძრევს.თუმცა ამის ახსნა-განმარტება რომ დაეწყო იმ ხალხისთვის ვინც დასცინოდა ალბათ სამუდამოდ გაწირავდა თავს დასაღუპად. ამ ქალაქში ცხოვრება მისთვის დღითიდღე არაკომფორტული ხდებოდა. საჯარო სამსახურს-სადაც ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ახლოს აღარავინ აკარებდა. ეთაკილებოდა,რომ მუდმივად ოფიციალურსა და თანამდებობაზე მყოფ პირს ახლა რიგითი სამუშაო დაეწყო,იმათ გვერდით-ვისაც ყოველ დღე ალოდინებდა კაბინეტის მოსაცდელში და მკაცრად,დისტანცირებულად ესაუბრებოდა. ამ თემაზე ფიქრები მორალურად ანადგურებდა. იმაზეც კი დაფიქრდა,რომ სხვა ქალაქში გადასულიყო საცხოვრებლად,მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერც ამ საკითხზე მიიღო. ჯერ ერთი,ეს შავი ლაქა მოუშერებელი იყო და ყველგან გაჰყვებოდა თან. ამასთანავე ამ გადაწყვეტილებას გაქცევად და სისუტედ ჩაუთვლიდნენ. მხდალი და სუსტი ადამიანი კი არავის სჭირდება. რაც უფრო ბევრს ფიქრობდა ამ თემაზე მით უფრო მეტად უჭირდა გადაწყვეტილების მიღება,იხლართებოდა გზები,ერთმანეთს ებრძოდა თავმოყვარეობისა და კარიერული წინსვლის სურვილი,საბოლოოდ ამას ისიც დაემატა,რომ მატერიალურადაც გაუჭირდა. ერთხელ კიდევ სცადა,რომ მუნიციპალიტეტში თავისი კანდიდატურა შეეთავაზებინა მოახლოვებული არჩევნებისთვის,მაგრამ მტკიცე უარის მიღების შემდეგ,გაბრაზებული გამოვარდა გარეთ. თავმოყვარეობა შელახული და გაცეცხლებული დაღლამდე ურტყამდა წიხლებს ერთ მეტრამდე სიმაღლის თოვლს ქუჩებში. იმ საღამოს ცრემლებიც კი წამოუვიდა,სიმწრისგან.



ჩაიარა იმ ზამთარმა… დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ყველამ დაივიწყა ეს ამბავი,არავინ ახსენებდა ან დასცინოდა იმ ფაქტის გამო. ყოფილმა კოლეგამ სამსახურიც კი შესთავაზა თავის ახალგახსნილ სუპერმარკეტში მენეჯერის პოზიციაზე. თითქოს იმ უცაბედად წარმოშობილმა საშინელმა ტალღამ გადაიარა და ყველაფერი ჩაწყნარდა,თუმცა იგი მაინც ვერ ისვენებდა. ამ დროის განმავლობაში მასში ჩაბუდებული ზიზღისა და შურისძიების სურვილი ნელ-ნელა იზრდებოდა. ყოველ დღე სიძულვილით სავსე მზერას აყოლებდა ახალგაზრდა გამგებელს,რომელიც რამდენიმე თვის წინ დანიშნულიყო ამ ადგილზე. არადა დარწმუნებული იყო,რომ გამგებელი  სწორედ თვითონ გახდებოდა თვითმმართველობის არჩევნებზე,რომ არა ეს უბადრუკი „სკანდალი“. ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ დასთანხმა თავის მეგობარს სუპერმარკეტში მუშაობაზე. ეს უფრო იმიტომ,რომ დაგროვებული სესხების გასასტუმრებლი ჰქონდა. წლები გადიოდა,ის კი მთლად დაჩიავდა და გახდა. საერთოდ აღარ გავდა იმ წარმოსადეგ,მხარბეჭიან კაცს,რომელიც ერთ დროს ქალაქის სოციალური სამსახურის უფროსი და პერსპექტივაში გამგებლის პოზიციაზე ყველაზე რეალური კანდიდატურა იყო. იგი ჩამოხმა და გაძვალტყავდა. ტოტალიზატორში სიარულიც კი დაიწყო და ვალები გაეზარდა. ქალაქის ბაზრობის პირდაპირ მდგარი ჭარმაგი ტაქსისტები,რომლებსაც ქალაქში მომხდარი ყველა მსგავსი ისტორია კარგად ახსოვდათ, სიბრალულით თვალს გააყოლებდნენ ხოლმე ყოველ დილით სამსახურში მიმავალ გამხდარ,დადაბლებულ,შავ,გაქექილ კოსტუმში ჩამალულ ყოფილ ჩინოვნიკს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები