ნაწარმოებები



ავტორი: ხულორდავა96
ჟანრი: თარგმანი
14 ოქტომბერი, 2017


თანამედროვე სპარსული მინიმები

* * *
არასდროს
წამოგყვები
ყვავილნარში.
ვიცი, იქ
უსათუოდ დაგკარგავ.
ყველაზე რთული საქმე
ამქვეყნად,
ყვავილთა შორის
შენი პოვნაა.

ჰოსეინ თაბათაბაი
با تو
هيچ وقت
به گلزار نمي روم
مي دانم
آنجا
تو را
حتما گم مي كنم.
سخت ترين كار
يافتن تو
در ميان گل هاست!

حسين طباطبايي

* * *
სიკვდილი
ჩიტს არ ათავისუფლებს.
ის მხოლოდ გალიას აცარიელებს,
სხვა ჩიტის სიკვდილისთვის.

ჰასან აზარი
مرگ
پرنده را رها نمي كند
فقط قفس را خالي مي كند
براي مرگ پرنده اي ديگر

حسن آذري

* * *
მარტოობა-
ეს ერთი ხის ტოტია ჩემს ფანჯარასთან.
ზოგჯერ ფოთლებით იმოსება,
ზოგჯერ-თოვლით,
მაგრამ არასდროს უჩინარდება.

რეზა ქაზემი

تنهايي
شاخه درختي است پشت پنجره ام
گاهي لباس برگ مي پوشد
گاهي لباس برف
اما هميشه هست.

رضا كاظمي

* * *
ზღვა
შტორმის დროს
ამბობს სიმართლეს.

ზია მოვაჰჰედი

دريا
وقتي طوفاني است
راست مي گويد

ضياء موحد


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები