ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ოქტომბერი, 2017


გაუმარჯოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ირწმუნეთ ჭეშმარიტი რწმენა, მორწმუნეებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, იმათ საყურადღებოდ

გაუმარჯოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ირწმუნეთ ჭეშმარიტი რწმენა, მორწმუნეებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, იმათ საყურადღებოდ



მორწმუნეებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, იმათ საყურადღებოდ:

ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ პირველი ევროპელი ქართველია, ხომ? 1,7 მილიონი წლის უკან უკვე არსებობდა, საქართველოში, დმანისის ტერიტორიაზე, ხომ?

ისე, სხვათა შორის, შეგახსენებთ, ვისაც ბიბლია წაკითხული გაქვთ, ვისაც არ გაქვთ წაკითხული, ასეთები კი აბსოლუტური უმრავლესობა ბრძანდებით, გაცნობებთ, რომ ბიბლიის მიხედვით, სამყარი ქრისტეს შობამდე 5 000 (ხუთი ათასი) წლის წინ გაჩნდა, ანუ დღეის მდგომარეობით 7 000 (შვიდი ათასი) წლის წინ.

ჰოდა, ვინც თავის თავს მორწმუნეს ეძახის, როგორ უნდა თქვას, რომ 1,7 მილიონი წლის უკან ადამიანის არსებობის სჯერა, ანუ დღეის მდგომარეობით  7 000 (შვიდი ათასი) წლის წინ  სამყაროს შექმნის ბიბლიური თქმულების არ სწამს?

თუნდაც რომ ვივარაუდოდ, რომ თითქოს, ვითომ, ბიბლიის ენაზე, 5000 წელი არის იგივე 5 მილიარდი წელი მეცნიერების ენაზე, თუმცა ასეთი რამ  ბიბლიაში არ სწერია, ეს ფანტაზიებია, მაშინ ხომ, ამ ლოგიკით, 1,7 მილიონი წელი რამდენი გამოდის? 1,7 წუთი, თუ 1,7 წამი? მაშინ ხომ არასაკმარისად ღრმად მორწმუნეების, მათ შორის არასაკმარისად ღრმად მორწმუნე სასულიერო პირების,  მიერ აზიის ტერიტორიაზე (დიახ, დიახ, მაშინ აზია ერქვა, ეს ახლა, მე-20 საუკუნის ბოლოს გამოაცხადეს აზია ევროპად, პოლიტიკური მიზეზების გამო, თუმცა ამის გამო გეოგრაფია, გეოგრაფია მეცნიერებაა,  პოლიტიკად, არამეცნიერებად,  ვერ გადაიქცევა, ისევე როგორც აზია ვერ გადაიქცევა ევროპად) მყოფი, საღვთო წერილის საწინააღმდეგოდ, ხოლო ჩარლზ დარვინის ევოლუციური თეორიის თანახმად ვითომდა 1,7 მილიონი წლის ასაკის ადამიანის ვითომდა წინაპარი ნახევრადადამიან-ნახევრადმაიმუნების ე.წ. ”პირველი ევროპელების” მზიას და ზეზვას პირადად ნახვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი, დღეს, პირდაპირ ახლა, ხომ? ნახეთ? არა. 

იმავე ”ლოგიკით”, ძალიან მალე, 3000 წლის შემდეგ,  დედამიწის ასაკი გადააჭარბებს მეცნიერების მიერ დადგენილ 5 მილიარდი წლის ასაკს დაახლოებით ორჯერ, როგორ? ფანტაზიორების აზრით,  5000 წელი ქრისტეს შობამდე  ხომ ვითომ უდრის მეცნიერების მიერ დადგენილ 5 მილიარდ  წელს გამოკლებული ქრისტეს შობის შემდეგ 2000 წელი. დღეის შემდეგ რომ 3000 წელი გავა, ანუ ქრისტეს შობიდან 5000 წელს,  ფანტაზიორების აზრით,  რამდენი იქნება  დედამიწის ასაკი? იქნება 10 მილიარდი წელი გამოკლებული  2000 წელი. დღეის შემდეგ რომ 8000 წელი გავა, ანუ ქრისტეს შობიდან 10000 წელს,  ფანტაზიორების აზრით,  რამდენი იქნება  დედამიწის ასაკი? იქნება 15 მილიარდი წელი გამოკლებული  2000 წელი. დღეის შემდეგ რომ 13000 წელი გავა, ანუ ქრისტეს შობიდან 15000 წელს,  ფანტაზიორების აზრით,  რამდენი იქნება  დედამიწის ასაკი? იქნება 20  მილიარდი წელი გამოკლებული  2000 წელი.ფანტაზიორების აზრით,  მაგარი ლოგიკაა, ხომ? ქვას გახეთქავს. საღ აზრამდე მაინც ვერ მივა. რაც არ არის, იქამდე როგორ უნდა მივიდეს.

ხოლო ფანტაზიორების აზრით,  დედამიწის ასაკი რამდენი იქნება? სწორია, იქნება მაინც 5000 წელი და კიდევ რამდენიმე დღე, ან თვე. მაგარი ლოგიკაა, ხომ? ქვას გახეთქავს. საღ აზრამდე მაინც ვერ მივა. რაც არ არის, იქამდე როგორ უნდა მივიდეს.

მორწმუნეებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, იმათ საყურადღებოდ: დააკვირდით, რას ვამბობ. მე ვამბობ, ირწმუნეთ მეთქი ჭეშმარიტი რწმენა. თუ რწმენა გეუბნებათ, რომ დედამიწა ბრტყელია, და არა მრგვალი, ირწმუნეთ. თუ რელიგია ეწინააღმდეგება მეცნიერებას, ირწმუნეთ რელიგიის. ორივეს ერთდროული რწმენა კი უცნაურია, ეს, რბილად, თავაზიანად რომ ვთქვათ.

გაუმარჯოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
17.10.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს