ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2017


გიმნაზიაში

და ეს ამბავი დაიწყო ასე,
როცა სკოლაში (ფანჯრის  რაფიდან)
მკვდარი ფუტკარი მეექვსე კლასელ
ბიჭს მივასვი და უცებ გაფრინდა,
გაცოცხლდა მწერი,
მე რავიცოდი–
თუ მკვდარ მწერებსაც შეეძლოთ ფრენა?
ბიჭი  წაიქცა და მისი  ცოდვით,
ვიწვოდი  მე და იწვოდა  ყველა.
მახსოვს რომ  ქვაც კი,
უბრალო  კენჭიც
არ მისროლია ხეზე ჩიტისთვის,
დღეს მიყურებდა სუყველა ეჭვით,
რომ ვამზადებდი  სიკვდილს  ბიჭისთვის,
და მე  ვიყავი იმ წამში  მკვლელი,
და არამზადა უკანასკნელი!
მერე მოვიდა მასწავლებელი,
და მისი სამი –ოთხი მხლებელი.
ჩამომახიეს თეთრი პერანგი,
გამიძღეს ლოყა ალიყულებით.
და შევიწყალე  გულში მკვლელები
და ხალხისაგან გარიყულები.
ეს მოგონება  ახლა ლექსია,
იმ  ბიჭს კი სჭირდა ეპილეფსია.
ის გაიზარდა,ჯარში  წასულა.
მე შემახსენა  თავი წარსულმა.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები