ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 ოქტომბერი, 2017


გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას. პასუხი 1980-იანი წლების საქართველოს დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” დემაგოგიას

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას. პასუხი 1980-იანი წლების საქართველოს დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” დემაგოგიას


1) გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას.

2) გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, და გაზრდას, რომელიც მანამდე იყო.
გაუმარჯოს საყოველთაო დასაქმებას, უფასო მედიცინას, უფასო განათლებას, სახელმწიფოს მიერ უფასო საცხოვრებელი სახლების ჩუქებას ხალხზე, დაბალ ფასებს, გაუმარჯოს ეკოლოგიურად ჯანსაღ პროდუქტს, აიკრძალოს გენმოდიფიცირებული პროდუქტები, გაუმარჯოს ყოველივე კარგს ყოველივე ცუდის წინააღმდეგ.
ვინ არის კარგის მტერი?
ვინ ეწინააღმდეგება კარგობას?
ვპასუხობ კითხვას: დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტები”.
ისინი დასავლეთის გეგმას ასრულებდნენ და ასრულებენ.
დასავლეთის მიზანი კი ქართველი ხალხის ქონების მითვისება იყო და არის.

3) საუბარი საბჭოთა პერიოდში ვითომდა საყოველთაო კორუფციის შესახებ ტყუილია.
სწორედ მაშინ კორუფცია გაცილებით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე საბჭოთა პერიოდის შემდეგ.
ხოლო ვინც ამბობს, რომ რახან კორუფცია არის, და ამიტომ, ვიმეორებ, მხოლოდ ამიტომ, უნდა დაინგრეს არსებული წყობა, როგორიც არ უნდა იყოს ეს წყობა, კარგი თუ ცუდი, ვინ არის?
ვპასუხობთ კითხვას: არის გიჟი.
წარმოიდგინეთ, გიჟი ამბობს, უფასო მედიცინის პირობებში ზოგიერთი ექიმი პაციენტისგან ქრთამს იღებდაო, ამიტომ რაო? გიჟის აზრით, ამიტომ უნდა გაუქმდეს უფასო მედიცინა.
როცა იგივე გიჟს ეკითხებიან, ფასიანი მედიცინის პირობებშიც რომ ზოგიერთი ექიმი ქრთამს სძალავს პაციენტს, მაშინ ფასიანი მედიცინაც უნდა გაუქმდეს?
რა კითხვაზე გიჟი ვერ პასუხობს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც ამბობდა და ამბობს, რომ რახან კორუფცია იყო და არის, და ამიტომ, ვიმეორებ, მხოლოდ ამიტომ, უნდა დანგრეულიყო და უნდა დაინგრეს არსებული წყობა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო და როგორიც არ უნდა იყოს ეს წყობა, კარგი თუ ცუდი, ვინ არის?
ვპასუხობთ კითხვას: არის გიჟი.
განვმარტავ,
სიტყვა ”კორუფცია” არის სიტყვა, რომლის საშუალებით აფერისტები ადრეც ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ არსებული წყობის დამხობას, როგორიც უნდა იყოს ეს ხელისუფლება, კარგი თუ ცუდი, ადრეც ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, და ქართველი ხალხის ქონების, რაც დარჩა, იმის მითვისებას.
ხალხო, შეიგნეთ, ამ აფერისტებს ”კორუფციის” წინააღმდეგ ბრძოლა კი არ უნდოდათ ან კი არ უნდათ, არამედ ის უნდოდათ და ის უნდათ, რომ თქვენი ქონება მიითვისონ, თქვენ კი შიმშილში გაგწყვიტონ.
ჩემო ბრძენო ქართველო ხალხო,
გაიხსენეთ, 1980-იან წლებში, ე. წ. ”დისიდენტურ წრეებში” მოდაში იყო გამოთქმა: ”ეს ისეთი კომუნისტია, ქრთამს არ იღებსო”. ვითომ დასცინოდნენ. მათი ჭკუით. ხომ დასცინეს. საკუთარ თავს. საკუთარ ხალხს. ხომ მიიყვანეს საკუთარი ხალხი შიმშილით გაწყვეტამდე.
ჩემო ბრძენო ქართველო ხალხო,
გაიხსენეთ, სწორეთ ეს ე. წ. ”დისიდენტები” გადაიქცნენ ვითომდა ”კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლებად”.
ჩემო ბრძენო ქართველო ხალხო,
გაიხსენეთ, სწორეთ ამ ე. წ. ”დისიდენტებმა”, ვითომდა, მათი ჭკუით, კომუნისტებს რომ დასცინოდნენ სიტყვებით ”ეს ისეთი კომუნისტია, ქრთამს არ იღებსო”, მოგვიანებით ვითომდა ”კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლებად” გარდაქმნილებმა, პირველი, რაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთეს, ის იყო, რომ ფინანსური პოლიცია (მაშინ ”ობხსს” ერქვა) გააუქმეს.
რატომ?
აბა, კარგად დაფიქრდით.

4) ჩემო ქართველო ხალხო, საუდის არაბეთში თურმე იმაზე უფრო მაღალი ცხოვრების დონე ყოფილა, ვიდრე გერმანიაში არის. და მერე რა? უნდა დაუჯეროთ იმათ, ვინც შარიათის კანონების შემოღებას ითხოვს? არა? კი მაგრამ, რატომ დაუჯერეთ იმათ, ვინც გითხრათ, აგერ, გერმანიაში უფრო მაღალი ცხოვრების დონე არის, ვიდრე საქართველოშიო, და რაც გაქვთ, ისიც გაანადგურეთო? რატომ?
გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ამ დამოუკიდებელ საქართველოში საარსებო წყარო საკუთარი ხელებით რატომ მოისპეთ? ყოფილიყო ის სიკეთეებიც, რაც დამოუკიდებლობამდე იყო. მაგრამ არა, დასავლეთის აგენტი ე. წ. ”დისიდენტები” დასავლეთის გეგმას ასრულებდნენ და ასრულებენ. დასავლეთის მიზანი კი ქართველი ხალხის ქონების მითვისება იყო და არის.


5) ბრძენო ქართველო ხალხო, დემოკრატია კარგია რამეა. 1990 წელს საქართველოში სსრ-ში ჩატარდა მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნები. გახსოვთ? 1990 წელს ცხოვრების დონე 10-ჯერ უკეთესი იყო, ვიდრე ახლა არის, და 10-ჯერ მეტი დემოკრატიაც იყო. 1990 წელს მრავალპარტიული გაუყალბებელი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, ხომ ასეა, ე. წ. ”დისიდენტებო”, ხომ? ხომ არ გაგიყალბებიათ არჩევნები, არა, ხომ? არ თქვათ ახლა, 1990 წელს გაყალბებული არჩევნებით მოვედითო ხელისუფლებაშიო. თუ გაუყალბები არჩევნებით მოდით, ესე იგი, ტარდება თურმე 1990 წელს საქართველოს სსრ-ში თავისუფალი, მრავალპარტიული, გაუყალბებელი არჩევნები. ყოფილა დემოკრატიაც, და ცხოვრებიც მაღალი დონეც, იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს არის. გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას. და ამ დამოუკიდებელ საქართველოში რომ დემოკრატია იყოს, ანუ თავისუფალი და გაუყალბებელი არჩევნები ტარდებოდეს, და თან ცხოვრების მაღალი დონეც იყოს, იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს არის, თუნდაც ისეთი, როგორიც 1990 წელს იყო საქართველოს სსრ-ში, არა? არ გამოდის? რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ დასავლეთის აგენტი ე. წ. ”დისიდენტები” დასავლეთის გეგმას ასრულებდნენ და ასრულებენ. დასავლეთის მიზანი კი ქართველი ხალხის ქონების მითვისება იყო და არის.



6) რას ნიშნავს უცხოური წარმოშობის სიტყვა ”დისიდენტი”? ვისაუბროთ ქართულად, ნუ ვამბობთ ”საქართველოს დისიდენტები”, უნდა ვთქვათ ”საქართველოს მწვალებლები”


სიტყვა ”დისიდენტი” უცხოური წარმოშობისაა, არაქართულია. მოვძებნოთ ამ უცხოური, არაქართული სიტყვის ზუსტი ქართული შესატყვისი.


უცხოენოვანი სიტყვა ”დისიდენტი” ნიშნავს ”რელიგიურად განსხვავებულად მოაზროვნეს”, ”სხვაგვარად მოაზროვნეს, ადამიანს, ვინც საეკლესიო მოძღვრების, ღვთისმსახურების ან ეკლესიის მოწყობის საკითხებში განუდგა გაბატონებული კონფესიის ოფიციალურ თვალსაზრისს”.

ასეთ ადამიანებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ”მწვალებლებს” უწოდებს.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასეთ ადამიანებს არა მარტო წარსულში უწოდებდა ”მწვალებლებს”, არამედ დღესაც, პირდაპირ ახლა, უწოდებს ”მწვალებლებს”.

ინგლისურად ”დისიდენტი”,  ქართულად ”მწვალებელი”. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზუსტად უწოდა. ვეთანხმები. გაუმარჯოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.


ანუ უცხოენოვანი სიტყვა ”დისიდენტი” ქართულად ითარგმნება როგორც”მწვალებელი”.

ანუ, სიტყვები ”საქართველოს დისიდენტები” ითარგმნება როგორც ”საქართველოს მწვალებლები”.

ვისაუბროთ ქართულად, ნუ ვამბობთ ”საქართველოს დისიდენტები”, უნდა ვთქვათ ”საქართველოს მწვალებლები”.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი აჭარა
21.10.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს