ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2017


***


რაღაცას უკრავს ეს ონკანი,
რაღაცას მღერის, -
აურია შვიდივე ნოტი.
სხვაც იყო ერთი - წვეთი წყალი არ მოდიოდა.
და წვიმის ღმერთი დავიბრუნეთ წარმართებივით.
წამოვიდა ტყვიების წვიმა.
დავაყენეთ ტყვიის ნაყენი.
(სიტყვა „ომი“ - შაქარყინული).
ბებიაჩემი დღემდე ალტობს შიგ ორცხობილას.
მეც...
მერე რა, რომ
ბავშვობიდან
არ მიყვარს
ჩაი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს