ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2017


თუ არ მეყვარები

განა ვერ გავუძლებ ამდენ
უხალისობას და ნისლებს,
როცა სევდა ადის ცამდე
და გულს ჯანღი ფარავს ისევ.
განა ვერ გავფანტავ დარდსაც:
ერთს ხელს ავუქნევ და... მორჩა.
მერე რა, თუ ჩუმად დამდევს
და სულ შორიახლოს მოჩანს.
ასე გადავივლი ნისლებს,
ასე გადავსერავ ველებს
და არ გაგიკვირდეს ისევ
თუ არ მეყვარები მერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები