ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2017


მ ი რ ჩ ი ე რამე

სამყაროში ყველაფერი კანონზომიერია: ფერები, სიყვარული, სიძულვილი, დავიწყება, ახლის შეძენა, თვით ცვლილებებიც კი.

გ ა დ ა ვ ი რ ჩ ი ნ ო თ ა ვ ი

გადაგივიწყო უნდა,
გადაგეჩვიო უნდა,
მექცეს წამებად სულის,
მუდმივ ტკივილად თუნდა,
მეყო აქამდის გული,
მხოლოდ შენთვის რომ წუხდა,
მოსაჩვენებლად ცრუთა,
გრძნობა შეშლამდე ქუხდა.
რა სიბრიყვეა ყველა,
რაც მოჩვენებით ელავს,
დაიჯერებ და ვაი,
გვიან იქნება შველა.
ხეზე არასდროს რჩება,
ხმელი ფოთლები ნედლად,
ქარი დაჰბერას როგორც
და ყველას დაბლა ფერთხავს.,
არწივი ბუდობს კლდეზე,
ვერ საშველი აქვს ბეჩავს.
სიტყვა ორპირი კაცის,
სიბრძნეს შუაზე ხლეჩავს.
ფუტკარი უწყინარი,
ავკაცს უთქმელად ნესტრავს.
ვარდი ლამაზი გვატკბობს,
მაგრამ მომჭრელებს ეკლავს.
რად ერიდება ხალხი,
ვერაგს და მასთან შეხლას.
ვუარყოფ ასეთ პირებს,
ჯაჭვის პერანგიც ეცვას,
თუმცა ერთი მე მარტო,
ვერ შეძლებ მსგავსის შეცვლას..
მეც, უშედეგოვ ვცდილობ,
შენთან შეხვედრის შეცვლას..
ვინ ვარ, ან/და რას ვცდილობ,
ადამიც, ევაც, შეცდა.
ცა უვარსკვლავებო, დარიც,
ვცდილობ რის,,რითი შეცვლას.
ღამე უმთვარო არის,
დღეს კაეშანი ეცვა..
გადაგივიწყო ის ჯობს,
გადაგეჩვიო მეც და
შევინარჩუნო რაც მაქვს,
დავრჩე გულწრფელი ვფიქრობ,
უარგყოფ, წამსვე გნატრობ,
ჩემს უნებურად მიპყრობ.
ჩემო მაისო, მარტო,
სხივმფენო მზეო, ფიცხო,
შეგინარჩუნო? დაგთმო?
მერმისი, საით ნამყო.,
გადაგეჩვიო იქნებ,
გადაგივიწყო იქნებ.
მაგრამ ნაბიჯი მისწრებს
გავეკიდები ნისლებს.
გზებიც ამებნა, გზები,
აღარაფერი  ვიცი,
ისევ მაწუხებს ის, რომ,
ვაი  თუ,  შენაც  მიცდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები