 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2017 |
იანვრის სუსხი, თოვლჭყაპში ლანდი იძირება, ხმელი ხე კრთის...
წყალი ჩაუდგეთ, სახლს საკვამური გაეჩაროს, კანკალი შეწყდეს...
ქარის ბარბაცით, ფეხსაცმელს დაფერთხ, დაორქთლილ მინას ხელი დატალავს...
დღენასესხები დილა მოვა, შარფს შინ დატოვებ, ქურთუკს საყელოს დაუგრძელებ...
მხრებს აიწურავ, ღეროეკლიან საგულეს, მზის სხივს ანახებ...
ჯიბეს ამოყრი, პეპლებიან ფურცლებს აიკრეფ, გამოხუნებულს...
შუადღემ დაგშაშროს, თვალი გირჩივით დაგიობდეს, ღაწვალისფერი...
მთვარე მოცურდეს, ზღვამ მედუზები გამოყაროს, მადისაღმძვრელი...
ფოთლგულყვითელა, ლავიწზე სიო ჩამოგიჯდეს, ბუდე შეიკრას...
ღამე ჩამოწვეს, რუხგადაკრული, ბროწეულს ხლეჩდე...
ქუდი წაიძრო, ნიავქარს შუბლი შეუშვირო, ღრმად მოისუნთქო...
გზა ჩაიკეტოს, კვალი დაკარგო, მარხილით ნისლებს გაჰყვე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ყველას მადლობა. ყველას მადლობა.
4. ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
25 ოქტომბერი, 2017
ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
25 ოქტომბერი, 2017
3. აჰ, მგონი მივხვდი- "ღაწვალისფერი"- ანუ, ალისფერღაწვიანი, ხო ? :)
არადა, "ღაწვალი" მეგონა რაღაც ფერი :)
აჰ, მგონი მივხვდი- "ღაწვალისფერი"- ანუ, ალისფერღაწვიანი, ხო ? :)
არადა, "ღაწვალი" მეგონა რაღაც ფერი :)
2. ასე მგონია, სიტყვების სკივრი გაქვს, ჩაყოფ ხელს, ამოიღებ, დაყრი ფურცელზე და თავისით ლაგდება ასე :)
ღაწვალისფერი რა ფერია ?
ასე მგონია, სიტყვების სკივრი გაქვს, ჩაყოფ ხელს, ამოიღებ, დაყრი ფურცელზე და თავისით ლაგდება ასე :)
ღაწვალისფერი რა ფერია ?
1. ეს უნდა გათავფურცლდეს, აუცილებლად. ძალიან კარგია, ძალიან. ლექსიკურად მდიდარი და ზუსტი შეგრძნებებით. არაფერი ზედმეტი. მძაფრი ემოციები დამიტოვა და როცა ეს შეუძლია ნაწერს, ე.ი. მაგარია. ეს უნდა გათავფურცლდეს, აუცილებლად. ძალიან კარგია, ძალიან. ლექსიკურად მდიდარი და ზუსტი შეგრძნებებით. არაფერი ზედმეტი. მძაფრი ემოციები დამიტოვა და როცა ეს შეუძლია ნაწერს, ე.ი. მაგარია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|