ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2017


ლექსი ლექსისთვის ან ნაშუადღევის ლირიკა

ყველა ვიღაცას ეტრფის,
აღმერთებს, გუნდრუკს უკმევს,
მე კი მარტო ვარ, ჩემთვის,
დიდი ხანია უკვე.

ლექსებს რომ ვერ ვწერ (ახლა
არც დრო მაქვს, აღარც ნება),
სხვებთან ვაბრალებ დაღლას
და შეცვლილ გემოვნებას.

ეს არც არავის უკვირს,
ან ვის სცალია ჩემთვის?!
ერთმანეთს გუნდრუკს უკმევს
ყველა ვიღაცას ეტრფის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები