ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2017


* * *

ბრძოლაში გმირიც მომკვდარა და მხდალიც..
არადა ორივეს თავისებურად წყუროდა სიცოცხლე..
ჩავთვალოთ რომ ცხოვრება ბრძოლაა..
და ასეცაა..
შენ რომელი ხარ??
არსებობს რაიმე უაზრობა??
და თუ არსებობს მიეცი მიზეზი..
უპოვე დასაწყისი..
შემთხვევით ხდება??? არ მჯერა...
არაა.. არც დამთხვევების არ მჯერა.!
ვისთვის ცხოვრობ??? წამისთვის??
არადა წამია ეს ცხოვრება..
გაურკვეველი ხანგრძლივობის მაგრამ მაინც წამია..
იცხოვრე სხვისთვის!მათთვის ვინც გიყვარს...
და მათი ცხოვრება შექმნის შენსას...
წამიერმა დიდებამ გაგიტაცა??
ან ამიზე ზრუნავ??
თავს იტყუებ და არ იცი რატომ??
მეც!!!!
მაგრამ ყურში ჩამესმის სიტყვები:
,,ითხოვე და მოგეცემა.. აკაკუნე და გაგეღება"
იმედს არ ვკარგავ..
რას ვიმედობ?? თავისუფლებას...!
ვნებებისაგან და ამ წამისაგან თავისუფლებას...
ამუ საკუთარი თავისაგან საკუთარი თავისადმი...
რას მომიტანს?? სიყვარულს!
სიყვარული?? ბედნიერებას!!!
ბედნიერება?? ბედნიერება ხომ ცხოვრების მიზანია...
ის თუ გაქვს არაფერი აღარ გინდა...
და თუ არ გაგაჩნია ბედნიერება ყველაფერიც არაფერი ხდება შენთვის...
ჩემთვის უფალშია ბედნიერება...
ჩემი და საყვარელი ხალხის აღდგომა უფალში..
მაგრამ ვაი ეს წამი... რა ტკბილია და რა დამცლელი..
გამომფიტველი...
დამიმონა...
და ახლა???
ახლა დაცემული კიდევ ერთხელ ვწევ თეთრ დროშას..
მაგრამ დედაღვითისა დამყურებს თავზე და მასში შეუძლებელს ვხედავ შესაძლებელად...
სინდისის ხმა არ მაძინებს და მესმის...
მახსოვს..
ყველაფერი მახსოვს...
რაც გამიგონია..
რაც დამინახია...
რაც განმინცდია...
განსაკუთრებით ღამეს...
როცა ვფიქრობ...
როცა ვაზროვნებ...
როცა ვარსებობ..
როცა დროს ვპოულობ რომ წარმოვთქვა:
,,უფალო შემიწყალე"
,,ღვთისმშობელო დამიცავი"
როცა გულს მითბობს მამა ვიტალის ღიმილზე
და ბერი გაბრიელის ,,სიგიჟეზე" ფიქრი..
სიგიჟეზე რომელშიც ყველაზე დიდი სიბრძნეა:
უბრალოება და სიყვარული...
სოლომონ ბრძენი მანუგეშებს ,,ესეც გაივლის"
და ამ სიტყვებზე მარიამ მეეგვიპტელი მახსენდება..
ვთხოვ სინანულის დედას ამ გრძნობას...
მტკივა.. და მიხარია... რადგან ვცოცხლობ..
მადლობა უფალო რომ მომეცი შანსი შენთან მოსვლისა...
მადლობა რომ ამდენს მითმენ...
,,დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო"
25.10.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს