ნაწარმოებები



ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2017


მზითვად სიღარიბე

  მზითვად მომყვა სიღარიბე,
და კვლავ ისევ თავს მახსენებს,
სიზმრად ბინის ქირას ვიხდი,
და ფულს ვაძლევ კვლავ ნასესხებს.
ხანაც კიდევ ზამთარია,
არ მაცვია თბილი ქურქი,
ციდან ფანტელები ცვივა,
თავს მახურავს თოვლის ქუდი.
ხანაც კიდევ ავდარია,
წვიმაა და თავსხმა თქეში,
სველი ფეხი ისე ცურავს,
როგორც საპნიანი თეფში.
დღეს მახურავს და მაცვია,
ვეღარც ვთბები, ვერც ვხალისობ,
და წარსულთან მიბმულ ძაფით,
ფიქრში ისევ ხელითა ვქსოვ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები