ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
28 ოქტომბერი, 2017


Борис Пастернак – Быть знаменитым некрасиво...

ბორის პასტერნაკი -  სახელის განთქმა სახამუშოა

სახელის განთქმა სახამუშოა,
ვერ აღგამაღლებს ცად მისი კიბე,
უსარგებლოა არქივზე შრომა -
დაჰკანკალებდე ზედ მანუსკრიპტებს.

შემოქმედების ითხოვს ბაგინი
მსხვერპლადშეწირვას  - არ ელტვის გვირგვინს,
საძრახისია, თუ უმაქნისის
სახელს წარმოთქვამს  ყოველი პირი.

დუხჭირ ცხოვრების ორომტრიალში
არ მოინებო თვითმარქვიობა,
დაიმსახურე სივრცის ტრფიალი -
მიაყურადო მერმისის ხმობას.

კვალი დაემჩნეს გამოტოვების -
შენს ბედისწერას, განა კაბადონს,
ადგილიც, თავიც განვლილ ცხოვრების,
რანტის ალაგზე უნდა დაატყო.

უცნობლობაში გადაიკარგე,
ხამს დამალავდე ნატერფალებსაც,
ვით იმალება  არმურში არე,
თითს ვერ მიიტან ოდეს თვალებთან.

შემდგომში შენს კვალს ბევრი გაჰყვება,
აედევნება თვითეულ მტკაველს,
შენს დამარცხებას და გამარჯვებას,
ოღონდაც თავად ნუ განასხვავებ.

არ მოგიხელთოს სიკვდილმა მფრთხალი,
არ უღალატო მას, რაც იწამე,
არამედ იყავ მხოლოდ ცოცხალი,
მხოლოდ ცოცხალი უკუნისამდე!


28 ოქტომბერი, 2017 წ.



Борис Пастернак – Быть знаменитым некрасиво...

Быть знаменитым некрасиво.
Не это подымает ввысь.
Не надо заводить архива,
Над рукописями трястись.

Цель творчества — самоотдача,
А не шумиха, не успех.
Позорно, ничего не знача,
Быть притчей на устах у всех.

Но надо жить без самозванства,
Так жить, чтобы в конце концов
Привлечь к себе любовь пространства,
Услышать будущего зов.

И надо оставлять пробелы
В судьбе, а не среди бумаг,
Места и главы жизни целой
Отчеркивая на полях.

И окунаться в неизвестность,
И прятать в ней свои шаги,
Как прячется в тумане местность,
Когда в ней не видать ни зги.

Другие по живому следу
Пройдут твой путь за пядью пядь,
Но пораженья от победы
Ты сам не должен отличать.

И должен ни единой долькой
Не отступаться от лица,
Но быть живым, живым и только,
Живым и только до конца.

1956

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები