ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პროზა
30 ოქტომბერი, 2017


სამოცი წლის ჯერ არ შობილი

სამოცი წლის ჯერ არ შობილი
მახსოვს ერთხელ ვთქვი,დედამიწაზე ყოფნის სამოცი წელი რომ შემისრულდება,ერთი მოთხრობა უნდა დავწერო მეთქი..და აი,ახლა, როცა მართლაც გავიდა სამოცი წელი მას შემდეგ, რაც დავაბიჯებ სისხლით და ცოდვებით გაჟღენთილი მიწა, სისხლით და ცოდვებით გაჟღენთილ მიწაზე,და ორი დღეა ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი ეს დავიწყებული,თითქმის სულელური აზრი კვლავ ჩამიჭდა გონებაში.. თქვენც ხედავთ წერა მართლაც დამაწყებინა...
როგორც ზემოთ ვთქვი, სამოცი წელია ვარსებობ.. თუმცა ,ახლა დაბადებულიც არ ვარ.. მოყოლით კი მსურს მოგიყვეთ ის თუ რა დაგვემართა მე და ჩემს ქალაქს როდესაც თექვსმეტი წლის ვიყავი.
მე დავიბადე ერთი პატარა წყაროს პირას,რომელიც ასაზრდოებდა მთელ სოფელს...დრო გადიოდა, მე წლები მემატებოდა,სოფელს კი მაცხოვრებლები,მაგრამ წყარო ისევ ისე უღალატოდ გვემსახურებოდა.. არც არავის მოსდიოდა თავში აზრად, რომ ის როდესმე დაშრობას დაიწყებდა.. სოფელი კი უკვე ქალაქი გახდა.. ადრე თუ ყველა-ყველას იცნობდა, ახლა ხალხი ისე გაუცხოვდა ერთმანეთს გამარჯობასაც აღარავინ ეუბნებოდა.. მოსახლეობა რომ აღარ ეტეოდა,ქალაქის გარშემო ტყეს დაუწყეს გაჩეხვა.. წყარო პარატავდებოდა ,ამას კი ვერავინ ამჩნევდა.თვალი და გონება ჰქონდათ შეჩვეული იმ აზრს , რომ ის არასდროს გაილეოდა.. ხმარობდნენ მას იმ მეწველი ძროხასავით , რომელსაც თივასაც კი არავინ აჭმევს...
ერთ დღეს ქალაქის გარეუბანში მცხოვრებმა მოხუცმა თქვა წყარო შრებაო,ხალხმა დაცინვა დაუწყო არავინ უჯერებდა.დადიოდნენ და მის ხმას იმიტირებდნენ და ირონიულად ამბობდნენ : ,,წყარო შრება,წყარო შრება"-ო . ეს ამბავი თითქოს წყარომაც გაიგო,თითქოს ხალხს გაუბრაზდა და დაშრობის ტემპს უმატა. მოსახლეობამ მალე შეამჩნია ეს. გულში კი ეშინოდათ მაგრამ ხმამაღლა არავინ აღიარებდა.. ზოგი მაინც თავისაზე იყო და ამ თვალსაჩინო ფაქტს ჯიუტად უარყოფდა.. სულ ცოტა ხანში , როგორც შემდეგ გავიგე, ქალაქის გუშაგთან ჩიტი მიფრენილა და უთქვამს : ,, სამხრეთ მთების გადაღმა დიდი მდინარეა, ხალხს მხოლოდ ის თუ გადაარჩენსო." მდინარის ამბავი დაშინებულ ხალხში ელვის სისწრაფით გავრცელდა. პირველწყარო კი არავინ იცოდა. სამ დღეში ყველა მოემზადა,მათ შორის მეც. არავის ანაღვლებდა წყაროს დაშრობის მიზეზი , მთავარია მალე წასულიყვნენ აქედან. ეს მალე კი მომდევნო დღე იყო.. ხალხი ქალაქის დაცლას ხვალ გეგმავდა.
გათენდა. ქალაქის გასასვლელში ჭყლეტა იყო. ყველას სურდა პირველი გასულიყო და თავისი ნაბიჯით ეტარებინა დანარჩენებიც.. მე ბოლოსკენ ვიდექი,მთლად ბოლო არა.აი ბრბო რომ ათ ნაწილად დაყო ,კარების მხრიდან მეცხრეში ვიდგმებოდი დაახლოებით...ქალაქი მალე დაიცალა,ჭყლეტის მიუხედავათ. იქ მხოლოდ ის მოხუცი დარჩა წყაროს დაშრობა რომ შეამჩნია.ის ქალაქის პირველი მოსახლეა და ალბათ ეძნელებოდა მისი დატოვება.სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც იითა და უეკლო ვარდით მოფენილი გზით მივდივართ მდინარისკენ.ამ სამი დღის განმავლობაში თავზე ყვავების გუნდი დაგვჩხაოდა და გვამხნევებდა, ფეხის აჩქარებისკენ მოგვიწოდებდა, თან ლანძღავდა ძველ ქალაქს ახალს კი ხოტბას ასხამდა. (ახალ ადგილს თორემ ქალაქი ჩვენ უნდა აგვეშენებინა). როდესაც ჩვენს ქალაქზე რაიმე ცუდს იტყოდნენ ხალხი ახარხარდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით კი წინ მიმავალნი.ამაზე ვბრაზდებოდი, მიკვირდა თუ როგორ უცებ დაივიწყეს იმ ადგილის ამაგი. ამ სამი დღის განმავლობაში გულში მეწვეთებოდა ქალაქში დაბრუნების აზრი. ისე გაისმოდა ის ჩემში როგორც უკუნ,ცარიელ სარდაფში ისმის წყლის წვეთის დაცემის ხმა. მე მას ყურადღებას არ ვაქცევდი,თითქოს მეშინოდა მისი. უეცრად კენჭს ფეხი წამოვარტყი და წავიქეცი. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა , ზოგი იცინოდა , ზოგი გამარჯვებული მზერით მიყურებდა, უმეტესობას არც შევუმჩნევივარ,მხოლოდ ერთი მოვიდა და წამომაყენა, მადლობა გადავუხადე,კოჭლობით, მაგრამ გზა მაინც განვაგრძე. დაახლოებით ნახევარი საათი იყო გასული,ნატკენი ფეხი ქვიშის მარცვალს წამოვკარი და უფრო ძლიერად დავეცი. გულში სევდა ჩამეღვარა, გამახსენდა, როგორ დავხტოდი წყაროს პირას დაყრილ ლოდებზე. რაც ქალაქს მოვშორდი, თითქოს ძალა სულ გამომეცალა. მეორედ წამოდგომაში არავინ დამხმარებია, ერთმა ვითომ შემთხვევით ფეხიც კი დამადგა. მე ბრბოს კოჭლობით მივდევდი,ერთი საათი ვდიე ამასობაში კი დაახლოებით ორ კილომეტრზე ჩამოვრჩი.. დავფიქრდი და გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი,რადგან ჯერ გზის ერთი მესამედიც კი არ გვქონდა გავლილი.წინ წასვლას კი დაზიანებული ფეხით აზრი არ ჰქონდა.
ასი ნაბიჯიც კი არ მქონდა უკან ქალაქისკენ გავლილი,რომ მოულოდნელად ჩამობნელდა .ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ გზის გაგრძელებას გათენებამდე მოცდა ვამჯობინე.როცა გავიღვიძე, მზე უკვე პიკში იყო.თვალები მოვიფშვნიტე და გავოცდი.უწინ ის გზა თუ ია-ვარდით იყო მოფენილი ახლა ეკალ-ბარდს დაეფარა. ყვავი მოფრინდა და შემომთავაზა,თუ ჩამორჩი წამოდი,მე მიგასწავლი ბრბოს როგორ უნდა დაეწიოო. მე ეს ყვავები მეზიზღებოდა,ჩემს თავს მახსენებდნენ და იმიტომ.ადამიანებს კი რატომღაც გვძულს ყველა ვისაც ჩვენნაირი ნაკლი აქვს.ეხლაღა ვხვდები რომ მათ ჯიბრზე არ გავყევი.რაც არ უნდა ყოფილიყო ქალაქში მაქსიმუმ ხუთ დღეში დავბრუნდებოდი,ვფიქრობდი მაშინ.გადავწყვიტე ეკალასთვის გვერდი ამევლო და უფრო კარგი გზა მომეძებნა.გზის ძებნაში ისე შემომაღამდა წინ ალბათ ერთი ნაბიკითაც ვერ წავიწიე,პირიქით დავშორდი ქალაქს.ძილისპირული შემოპარული მქონდა,როცა გამახსენდა,რომ დღეს ჩემი დაბადებისდღე იყო.ჩვიდმეტი წელი გავიდა მას შემდეგ რაც დედამიწაზე ვარსებობ,გუშინ თექვსმეტი წლისა ვიყავი,დღეს კი თხუთმეტის გავხდი.
მეორე დღეს კიდევ განვაგრძე ადვილი გზის ძებნა.ყვავები მთელი დღე თავზე დამჩხაოდნენ,ერთი და იგივე ფრაზებით: ,, დაეწიე ხალხს" ,,რად ჩამორჩი?"...საღამო ხანს მივხვდი,რომ ადვილი გზა არ არსებობდა.ხვალ პირდაპირ ეკალ ბარდში უნდა მევლო..
სამი წელი გავიდა მას შემდეგ,რაც მე ქალაქისკენ უკან დასაბრუნებელ გზას დავადექი.მე უკვე თოთხმეტი წლის ვარ.მივდივარ და მგონი უკვე ოთხი კილომეტრი გავიარე.რაც უფრო ვუახლოვდები ქალაქს მით უფრო მეტი ყვავი დამჩხზავის თავზე. ბარდის ყლორტები გემრიელი ყოფილა თურმე. მის მეტი არაფერი მიჭამია მთელი გზაა.,მაგრამ ერთი ცალი ისე მანაყრებს თითქოს ტახი შემეჭამოს.. წყურვილს კი ის წვეთი მიკლავს ჩემს გულში,რომ ეცემა ახლა უკვე მთლად უკუნეთში არა ,მაგრამ მაინც ბნელ სარდაფში, ეცემა ხოლმე ნაპრალიდან გამოჟონილი წყლლიხ წვეთები. კანიც დამსკდარი მაქვს, ფეხები მთლად გადაყვლეფილი,მაგრამ იცით მაინც რა ბედნიერი ვარ,ვგრძნობ რომ თავისუფალი ვარ, ვგრძნობ რომ დავფრინავ.აბა,რომ არ დავფრინავდე აქამდე რა მომიყვანდა გზა ხომ დღითიდღე რთულდება.
ოცი წელი გავიდა რაც უკან დაბრუნება გადავწყიტე. ქალაქს ცხრამეტი კილომეტრით მივუახლოვდი.იმდენი ყვავია ცაში სუნთქვა მიჭირს.ისე ეხლა გაცილებით წინ ვიქნებოდი,ერთხელ,რომ არ მივბრუნებულიყავი.ნაკადული დავინახე სულ რაღაც ას ნაბიჯში იქნებოდა დაახლოებით.. არ მწყუროდა,მაგრამ მაინც დამძლია ცდუნებამ და წავედი მისკენ. ვაი ის ასი ნაბიჭი.თითქმის ერთი წელი მოვუნდი მის უკან გამოვლას.წამით აღარ მინდოდა გზის გაგრძელება,მაგრამ გამახსენდა ბავშვობის წლები,როდესაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ ბედნიერებას თითქმის ვგრძნობდი,რადგან ძალიან ახლოს ვიყავი მასთან..ახლა ხომ უკვე ცხრა წლის ვარ.
ორმორდაერთი წელია რაც გზაში ვარ.ქალაქს დავინახავდი,რომ არა ყვავები,რომლებიც უკვე ლაპარაკს აღარ ჯერდებოდნენ და სულში მიძვრებოდნენ.მატირებდნენ,რადგან სიმართლეს მეუბნებოდნენ,მე მართლაც არარაობა ვარ.არაფერი გავაკეთე ქალაქის დასაცავად.ცრემლებს აზრი თუ ჰქონდა მხოლოდ წამით,ყვავები კი აგრძელებნემ ძრომას.ისე გასჩხავიან ჩემს სულში,ლამისაა წვეთების ხმაც ვეღარ გავიგო.. მაგრამ ეს წვეთები აწ უკვე ღრიალებდნენ ჩემში.. მე მათ მივდევდი. და არა მარტო წვეთები აწ უკვე წყაროს ხმაც მესმის ქალაქიდან მის ძაასაც ცოცხლად ვგრძნობ.. მისი ნაპირიდან მომავალ სიოს.ისე ყლორტები აღარ მანაყრებს.. თუმცა არც მინდება.მაგრამ ახლა განსაკუთრებით...ახლა როცა ქალაქამდე ორასამდე მეტრიღა დამრჩა გასავლელი.იცთ როგორ მეცოდებიან ისინი ვინც არ წამოვიდნენ უკან.. ძალიან მეცოდებიან.განა იმიტომ,რომ ვერ მიხვდნენ,რაოდენ ძვირფასია ქალაქი ჩვენთვის,განა იმიტომ რომ ვერ მიხვდნენ წყარო ჩვენივე მიზეზით რომ დაშრა,არამედ იმიტომ რომ მათ სხვა გზა არ აქვთ,მაინც მოუწევთ უკან დაბრუნება,და ჩემზე მეტი გზის გავლა მოუხდებათ ახლა კი მარტო აღარ ვარ პირველად მივხვდი რომ არც არადროს ვყოფილვარ მარტო მთელი ორმოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში.. რას ვიფიქრებდი რომ ამი წლისას გამინათდებოდა გონება... მე ხომ სამი წლის ვარ ახლა.. სამი წლის ბავშვი.
ორმოცდაოთხ წელს ორი დღე აკლია რაც გზაში ვარ და როგოც იქნა მივადექი ქალაქის კარებს.მივადექი და დავეცი.დავეცი ფიზიკურად.. ჩემმა სუსტმა სხეუმა ვერ გაუძლო ამხელა სიხარულს.. ამხელა სისავსეს რაც აქ ვიგრძენი.რას ვხედავ თვალცრემლიანი მოხუცი ჩემკენ გამოიქცა,ის მოხუცი,რომელიც ქალაქში დავტოვეთ.სახე გაბრწყინებული მომესალმა,წამომაყენა,მხარში შემიდგა დალაქისკენ გამიძღვა.მხოლოდ ახლა მივხვდი რომ მისი ხმა მესმოდა მთელი ამ ხლის მანძილზე წვეთების სახით. ისევ ვიგრძენი უწინდელი ძალა უწინდელი სიცოცხლე, უწინდელად ვიგრძენიროგორ ამოძრავდა აწ უკვე დამშრალი სისხლი ძარღვებში.მივხვდი თუ რატომ არ ვიყავი მარტო.. მოხუცი ყოფილა ყოველთვის ჩემ გვერდით.ვკითხე თუ რატომ ვერ ვხვდებოდი ამდენი ხანი რომ ის ჩემში იყო,რომ ის ყველგან იყო და ყველაფერში.. მითხრა ხვდებოდი შვილო მაგრამ ვერ წარმოგედგინაო.. მართლაც ასეა...ვხვდებით მაგრამ ვეერ წარმოგვიდგენია.. ვერ ვიჯერებთ.. არადა ყველაზე დიადი ხომ ამავდროულად ყველაზე უბრალოცაა.. ჩვენი შემქმნელი.. ჩვენნაირი.. მისი გზა ორი სიტყვით შეიძლება დავახასიათოდ...: უბრალოებიდან თავგანწირვამდე. ხოლო ცხოვრება ერთი სიტყვით.. სიყვარული..
ქალაქში შევედით. ის ადამიანის ხელს მოკლებული არაამქვეყნიური სილამაზის გამხდარიყო..ასეთი არაფერი მენახა უწინ. და მეც აეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ.დიახ! უზომოდ ბედნიერი ვარ კაცი,რომელსაც ორ დღეში დედამიწაზე ცხოვრების სამოცი წელი შეუსრულდება,დიახ ბედნიერი ვარ,რადგან მივხვდი რომ ჯერ არ დავბადებულვარ.
02.04.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს