ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2017


ღირს

შემოდგომისპირს  მწვერვალებე მზე ხომ გინახავს?!
როგორ ადნება ცისფერს სივრცეს მწველი მნათობი?!
ჩუმი საღამო მივიწყებულ დარდს რომ გინახლებს,
და ჭრიჭინებიც ძველებურად რომ ვერ გართობენ,
ასე ხარ ახლაც,შეპყრობილი უიმედობით,
ღმერთდაკარგულმა,ჩაფერფლილმა მზერამ გაგყიდა,
ვერასდიდებით დაიჯერე კაცის ღმერთობა,
და მაინც ფიქრობ,რომ დაწყება კვლავ ღირს ახლიდან,
ღირს დაბადება,ღირს ბავშვობაც ულუკმაპურო,
ღირს გაცრუება არაერთგზის, ყველა იმედის,
ღირს სიყვარულიც,ღირს დაკარგვაც,ღირს რომ უყურო
დედა საკუთარ  ახალშობილს როგორ იმეტებს
არგასაზრდელად,ღირს ოცნებაც უკიდეგანო,
ღირს ეს სამყარო სანახავად ცოტა ხნით თუნდაც  ,
ღირს არსებობა ღიმილისთვის და იმის გამოც
რომ ეს პლანეტა შეიყვარო და მაინც გძულდეს,
აქ ყველაფერი,დაწყებული შენი თავიდან,
კონტრასტულია განწყობათა მთელი ნაზავი,
ღირს ერთ დილასაც ფეხშიშველი გარეთ გახვიდე,
და სიკვდილს თბილად ჩაეხუტო-ღვიძლი ძმასავით.
ღირს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები