ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2017


რა გინდა რომ ქნა?!

რა გინდა,რომ ქნა?
ან აკეთო?
ანდა მითხარი,
რას ელი შენი ცხოვრებისგან კარგს და მშვენიერს?
ხმა ამოიღე,
გამაგონე,
ახლა ვინ არის
ვინც ახლა შენ ხარ და ვინც ადრე შენში შევნიშნე?

ხან ადგილს იცვლი,
ხან უბრალოდ არსად დადიხარ,
შენ ფიქრობ ცხოვრობ,
ან არსებობ,
მაგრამ არ გითხრეს,
რომ დედაშენმა გიხილა და ლამის ატირდა,
(ჰო შენი ცუდად ყოფნის გამო)
- ამას გაგიმხელ.

შენ კი იძახი რომ დაკარგე ყველა იმედი,
სხვა კარებიდან ცდილობ გასვლას და ვერ გადიხარ,
რომ სადაც გსურდა შენ იქ ბოლოც კი ვერ მიხვედი
და სადაც არა,
იმ გზის გავლას იწყებ ახლიდან.

გთხოვ იქნებ ჯობდეს,
რომ
დაფიქრდე,
მიხვდე რად გიღირს
ის რასაც მერე დაკარგავ და ვერც კი მიხვდები,
რომ შენში იყო,
მაგრამ შენი,
თურმე არასდროს...
და საკუთარ თავს შეაწუხებ ძველი კითხვებით:

რა გინდა,რომ ქნა?
ან აკეთო?
ანდა მითხარი,
რას ელი შენი ცხოვრებისგან კარგს და მშვენიერს?
ხმა ამოიღე,
გამაგონე,
ახლა ვინ არის
ვინც ახლა შენ ხარ და ვინც ადრე შენში შევნიშნე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს