ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2017


* * *


მახსოვხარ, თუ არ? გავურბი კითხვას,
პასუხი რადგან ერთი აქვს მხოლოდ,
არსებობს კარგი სიტყვა "ყოველთვის"
პასუხი - კითხვის
თავიც და ბოლოც...

მახსოვხარ თუ არ? დავფიქრდები და
არც გიპასუხო რამე იქნება,
თვითონაც იცი, ვინ ანდა რატომ
გახდება რთული დასავიწყებლად.

რად გამახსენდი? - შენს შეკითხვაზე,
"არც გამახსენდი "- გეტყვი პასუხად,
რაც არასოდეს დაგვიწყებია,
მას გახსენება ალბათ, არც უნდა.

27.10.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები