ნაწარმოებები



ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2017


ძიძას

გუშინ სოფელში ვიყავი,
მეზობლად ჩამოვიარე,
მერე მუხლებზე ვითვლიდი.
ჩემი ბავშვობის იარებს.
გზად ძიძა შემხვდა მოხუცი,
თბილად, თან დედის სურნელით,
წუხელ სიზმარში გნახეო,
თურმე დილიდან სულ მელის.
გულში ჩამიკრა, გამათბო,
დედის მაგივრად დამლოცა,
და ძველი ოდის კიბეზე,
ჩემი ბავშვობა აცოცდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები