ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2017


ტყუილები

ტყუილები გარედან,
ტყუილები შიგნიდან,
ტყუილები ღამით და
ტყუილები დილიდან,
ტყუილები უკნიდან,
ტყუილები წინიდან
ტელევიზორიდან და
ჟურნალ-გაზეთ-წიგნიდან,
ტრიბუნიდან,
ლოჟიდან,
კათედრიდან,
სცენიდან,
სამხრეთ-აღმოსავლეთით,
ჩრდილო-დასავლეთიდან.
სიმღერიდან,
ლექსიდან,
ნახატიდან,
ფილმიდან,
ტყუილები მომბეზრდა,
ყელში ამომივიდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები