ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
8 ნოემბერი, 2017


ამ მზისა და მთვარისა

ვერაფერი გავიგე,
ამ მზისა და მთვარისა,
ერთი დღით რომ ანათებს,
მეორე რომ ღამითა,
ორივემ რომ ანათოს
რა მოხდება ამითა?
ხანაც კიდევ ეს მთვარე,
ცაზე ნახევარი ცანს,
ნეტა როგორ იფარებს,
ის ასე ღრუბლის ჩადრს.
ანდა ეს ვარსკვლავები,
დღე სად იკარგებიან?
იქნებ მთვარემ აკრიფა,
ერთად იმალებიან.
ვერაფერი გავიგე,
ამ მზისა და მთვარისა,
ასტრონომი გავხდები,
გადაწყვიტა მთვარისამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები