ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 ნოემბერი, 2017


უცხოენოვანი სიტყვების გამოყენების შესახებ, როცა ქართულ ენაში უკვე არსებობს მათი შესატყვისი ქართული სიტყვები

უცხოენოვანი სიტყვების გამოყენების შესახებ, როცა ქართულ ენაში უკვე არსებობს მათი შესატყვისი ქართული სიტყვები


ადამიანმა, როცა ხეირიანად არც ქართული ენა იცის, და მით უმეტესს, არც უცხო ენა, მაშინ წამოაყრანტალებს ხოლმე უცხოენოვან სიტყვას, იმისთვის, რომ იმაზე უფრო ჭკვიანი გამოჩნდეს, ვიდრე არის.

განსაკუთრებით ეს ე. წ. ”პოლიტიკოსებს” და ე. წ. ”ჟურნალისტებს” ეხება. რა ქნან საცოდავებმა, როცა სათქმელი, აზრიანი, არაფერი აქვთ, მაშინ  უცხოენოვან სიტყვებს წამოაყრანტალებენ ხოლმე, ხშირად, ისე, რომ ვერც კი ხვდებიან ამ უცხოენოვანი სიტყვების მნიშვნელობას.

გასაგებია, ამ საცოდავების, მიზანი.

მაგრამ მოდი დავსვათ კითხვა, რა შეიძლება მოჰყვეს ამ საცოდავების ყრანტალების შედეგად ქართულ ენაში უამრავი უცხოენოვანი სიტყვის დამკვიდრებას.

განვმარტავ,

მსოფლიოში, თურმე, არსებობს 6300 (ექვსი ათას სამასი) ენა, ანუ 1 (ერთი) ქართული ენა და კიდევ 6299 (ექვსი ათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი) სხვა, უცხო, ენა.

რა უნდათ ამ  საცოდავ ე. წ.  ”ჟურნალისტ-პოლიტიკოსებს”, რომ ყოველ ქართულ სიტყვაზე კიდევ 6299 (ექვსი ათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი) უცხოენოვანი შესატყვისი შემოიტანონ?

რა უნდათ ამ  საცოდავ ე. წ.  ”ჟურნალისტ-პოლიტიკოსებს”, რომ  თანამედროვე ქართულ ენაში სიტყვების რაოდენობა 6300-ჯერ გაიზარდონ?

ანუ, პრაქტიკულად, ამ საცოდავების აზრით, ადამიანმა უნდა იცოდეს არა 1 (ერთი)  ენა, არამედ 6300 (ექვსი ათასს სამასი) ენა, 6300 (ექვსი ათასს სამასი) ენაში არსებული სიტყვები?

მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც კი.

არც ერთ ადამიანს არ აქვს იმის უნარი, რომ 6300 (ექვსი ათასს სამასი) ენა,  6300 (ექვსი ათასს სამასი) ენაში არსებული სიტყვები, ისწავლოს.

ვაკეთებთ დასკვნას,

ვინაიდან არც ერთ ადამიანს არ აქვს იმის უნარი, რომ 6300 (ექვსი ათასს სამასი) ენა,  6300 (ექვსი ათასს სამასი) ენაში არსებული სიტყვები, ისწავლოს, ამიტომ თავაზიანად, ქართულ ენაზე, მამა-პაპურად, შევუკურთხოთ-დავლოცოთ ეს უკუღმართი არშემდგარი ე. წ.  ”ლინგვისტ-ჟურნალისტ-პოლიტიკოსები” და გავაგზავნოთ ”ჯ-ა-ნ-დ-ა-ბ-ა”-ში, მოუსავლეთში, სახელმწიფო ხარჯზე, სამუდამოდ.

ვინაიდან ამ საცოდავმა უკუღმართმა არშემდგარმა ე. წ. ”ლინგვისტ-ჟურნალისტ-პოლიტიკოსებმა” იმდენიც კი ვერ მოახერხეს, რომ ქართული ენა ესწავლათ ისე, რომ  ქართულ ენაზე გამართულად ემეტყველათ და უცხოენოვანი სიტყვების ყრანტალი არ დაეწყოთ, ამიტომ  ი-ს-წ-ა-ვ-ლ-ო-ნ  პ-ი-რ-დ-ა-პ-ი-რ  ს-პ-ა-რ-ს-უ-ლ-ი  ე-ნ-ა, 6299 (ექვსი ათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი) უცხო ენიდან  ერთ-ერთი, როზგიანი ირანელი აიატოლების ზედამხედველობის ქვეშ,. იმის მხედველობაში მიღებით, რომ ირანში აიატოლების ზედამხედველობის ქვეშ სხეულებრივი სასჯელები ფართოდ არის გავრცელებული, იმედია, სპარსულს მაინც ისწავლან გამართულად, ისე, რომ როზგიანი ირანელი აიატოლებისთვის საძულველ ინგლისურენოვან სიტყვებს არ გაურევენ შიგადაშიგ.

ცნობისთვის, ”ჯ-ა-ნ-დ-ა-ბ-ა” ქალაქია თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
3.11.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს