ნაწარმოებები



ავტორი: მარი_ბი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ნოემბერი, 2017


ასე სჩვევიათ ადამიანებს

არავის მოუყვე შენს ტკივილებზე,
სულიერებაზე..
იმაზე თუ როგორ გატკინეს ,
თუ როგორ გტკივა,
როგორ გაგინაცრისფერეს ამინდი, აგიმღვრიეს განწყობა.
რამდენჯერ დაგაგდეს ზურგზე და დაცემულს წიხლები დაგაყარეს..
თმაში ჩაწნულ გვირილაზე რამდენჯერ დაგაცალეს ფოთლები..
არ ღირს დამიჯერე..
ადრე თუ გვიან ადგებიან და ზუსტად ისე მოიქცევიან როგორც წინამორბედები ,
უფრო მეტიც..
შეიძლება ზურგზე ერთი-ორი წიხლიც დაგაჭირონ (ესეც ჩემგანო)
ასე სჩვევიათ ადამიანებს ,
ფეხით გასათელად ადვილად იმეტებენ შენს სისუსტეს,მითუმეტეს ეს სისუსტე შენ სულიერებაში თუა.
არასდროს ესაუბრო ადამიანებს ტკივილებზე..
იმაზე თუ როგორ გინდა ღამღამობით ღრიალი მთელ ხმაზე და პასუხად მხოლოდ ბაგე გეპობა ..ოდნავ..სულ ოდნავ რომ ეს ცვლილებაც ვერ შენიშნონ..
ასე ჯობია დამიჯერე,
მიწაზე ეგდო და ფრჩხილებით ხოკავდე მიწას,
ვიდრე ვიღაცას ზურგიდან ეხუტებოდე და ტკივილებზე ესაუბრებოდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები