ნაწარმოებები



ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2017


ეგ შენი პეპლები

ჩემს ბაღში - შემოდგომის ბაღში - ხშირად ვნახულობ გაზაფხულის ბაბუაწვერებს, ჯერ ყვითლებს, მერე - ფაფუკებს, თეთრებს, ლამაზებს. ისინი არა მზის სხივებს, არამედ შენს თვალებს ირეკლავენ. მე ვდგები სახით ქარისკენ, ვიჭერ ბაბუაწვერების მთელ თაიგულს და ბუსუსოები პირდაპირ სახეში მეყრებიან.
შენ კი სადღაც, გაზაფხულის ქუჩაზე ცხოვრობ და პეპლებს უვლი - ლამაზებს, ჭრელებს, მრავალჯერ სამდღიანებს. ეგ შენი პეპლები ვერასდროს იცხოვრებენ ჩემს ბაღში. ეგ შენი პეპლები ჩემს მუცელში ცოცხლობენ და ყველა ჯერზე, როცა ბაბუაწვერები მწვანე თვალებს აირეკლავენ, შენკენ მოდიან.
ეგ შენი პეპლები ძილს მიფრთხობენ, ანასტასია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები