ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2017


დამიმახსოვრე

მე მიმახსოვრებს ყველაფერი რასაც ვეხები:
კედელი - სასოწარკვეთილი როცა ვეყრდნობი.
ფინჯანი - როცა მავიწყდება ჩაის დალევა.
საწოლი, სადაც გადაბმულად ვითვლი ღამეებს.
ჭერი, რომელიც ყოველ დილას თავზე მექცევა.
არ ავიწყდებათ ფაიფურის ნივთებს დამსხვრევა,
როცა მიმტყუვნებს დასუსტებული ჩემი ნერვები.
არც სახელურნი ივიწყებენ მტკიცედ ჩარაზვას,
როცა მარტო ვარ და არავის არ ვენახვები.
ბევრი ვეცადე, გამოვიდა კი საბოლოოდ:
ყველაფერი და ყველა ირგვლივ, დავიახლოვე.
და მაშინ როცა აღარაფერს არ ვავიწყდები,
მოვითხოვ პასუხს: შენ რით ვეღარ დამიმახსოვრე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები