ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ნოემბერი, 2017


დიქტატორის მეუღლე

ჭეშმარიტება
გონიერება
სიმშვიდე
მოთმინება
***
როცა ავიხედე მის ფანჯარას მოვკარი თვალი. იმ ღამეში, რომელიც ზამთარს ეკუთვნოდა, მასთან მივდიოდი, მცირეოდენი ძღვენითა და სრულიად ცარიელი. გული თითქოს ერთი ოთახის ერთ კუთხეში, იატაკზე მდგარ, მომცრო ზარდახშაში დამეტოვებინოს. მცირეოდენი ძღვენი დანაპირები იყო. კაცი სიტყვისა უნდა იყს და არა სიძვისა! ასე მიმაჩნია მე და ასე მეტყოდა მამაც.
როცა ფიქრს მოვრჩი, ავიხედე, მის ფანჯარას მოვკარი თალი. იმ ღამით მელოდა, მისი საყვარელი სასმელით. ლუდი უყვარს. ლუდის ფერით შევსებულია ფანჯარაც. ანგელოზებით გაწყობილი ფარდა მასრჯვნივ გადაეწია. ფანჯრის ცალი ფრთა ოდნავ ღია იყო. ლუდის ფერზე ხაზებად დალაგებული ბოლი ლიცლიცებდა. ქურთუკის საყელო ავწიე, მოშიშვლებული კეფა შევფუთე და ქუდის ყურებიც ჩამოვწიე. ნიავი ქარში გადაიზარდა. არ თოვდა, მაგრამ ღამე მაინც თეთრი იყო, თეთრი როგორც ჩემი სუდარა, ცოდვების შესამოსად. მუდამ შემეძლო ფიქრების კონტროლი, მაგრამ იმ ღამეში რომელიც ზამთარს ეკუთვნოდა, მოულოდნელად ძალიან დამცხა. ქურთუკის საყელო ჩამოვწიე, გაოფლილი კეფა ერთჯერადი ხელსახოცით შევიმშრალე და ქუდი მოვიხადე. ფიქრები იწვოდა! თვალებზე ხელი მოვისვი და ცივი ცრემლები მოვიწმინდე.
საოცარი კერძი მომზადდა იმ ღამეში ცივი ცრემლითა და ცხელი ფიქრებით...
ფიქრთა ამქარში, ფოთოლთა შრიალში, ღამის ციალში, არაფერი ისე არ გაწუხებს, როგორც თმენის ვალდებულება.
ითმენდე და წყურვილს კლავდე მახვილით, რომელიც არცა გშველის და ვერს შედეგმადე მიჰყავდე ამაოებას ემსგავსება. შეშმარიტად გონის მოხმობა გმართებს ადამიანს და სიმშვიდე.
ამ სიმშვიდით...
ამ გონიერებით...
ამ თმენით...
ამ ჭეშმარიტებით მის კართან ავიტუზე, პოლიეთილენის პარკით ხელში, რომელშიც თორმეტი ბოთლი ლუდი და მარილიანი შეჭამანდი ელაგა. ვიდრე ზარის ღილაკს თითს დავაჭერდი რამდენიმე წუთმა განლო. გადალაგდა სათქმელ-სალაპარაკო. გონება მოემზადა და უკვე მშვიდმა, თმენის ვალდებულებით ღრუბელივით გაჟღენთილმა, ჭეშმარიტად მეოცნებემ ღილაკს თითი დავადე.
ზარის ხმა არაფრით შეესაბამებოდა მის სილამაზეს. კართან, მოკლემკლავიან მაისურსა და შორტებში გამოწყობილი, მშვენიერი გოგონა შემომეგება. მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე დაბნეულმა:
- ოთახში ცხელა?
- რა თქმა უნდა! ძალიან, შემოდი! კეთილი იყოს შენი ხილვა ჩემთვის და ფეხი ჩემ სამფლობელოში. - თქვა და გამიღიმა. მისაღებ ოთახში შემიძღვა. ოთახში სადაც ჯერ კიდევ კომუნიზმის სუნი ტრიალებდა „ლენინგრადის“ ავეჯით გაწყობილი მისაღებ ოთახში ყრუდ, უმისამართოდ დავდექი.
- დაჯექი ადამიანო, აი ამ დივანზე! თავი იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ეს პარკი კი მომეცი. ეს ამდენი რამ რად გინდოდა?! თან ზღვის პროდუქტებს არ ვეტანები, იშვიათად. არაუსავს! მეც დაგახვედრე რაღაცეები.
- როგორც საკუთარ სახლში? - განვმეორდი.
- რა თქმა უნდა! - თვალები აუციმციმდა. ტუჩების მარცხენა კუთხე აათამაშა და შემდეგ კვლავ გამიღიმა.
- მაშინ გავიხდი. - უადგილო იყო ჩემი სიტყვები. უფრო მონიჭებულმა თავისუფლებამ გამათამამა და თითქოს ვიხუმრე. არადა ფენებად ასხმულმა ტანსაცმელმა ნერვები ამიშალა, ისე როგორც ლამაზმანის თმის აშლა ქარს შეუძლია.
- ქურთუკის, ქუდისა და ხელთათმანის გახდა შეგიძლია ძვირფასო. - იუმორნარევი ირონია და მისი გულის ნაფიქრი ამოვიკითხე. ჭეშმარიტად გონიერი გოგოა.
- მართალი ხარ!
- ლუდი ლუდის ჭიქებში თუ... ყავა მაღალყელიანში თუ?!...
- რა თქმა უნდა კათხა და ყავაც მაღალყელიანში. ოღონდ ხსნადი არა.
- თურქული არ მაქვს.
- მაშინ ხსნადი ოღონდ მსუბუქი და ნაღებით.
- ნაღები არ მაქვს.
- რძით იყოს. - ზედმეტად მომთხოვნი ვარ. არ მესიამოვნა. - არა, უბრალოდ წყლით გააკეთე, მხოლოდ მსუბუქი.
- კარგი. - გამომძახა ერთ ოთაციანის სამზარეულოდან.
გვირილის, ზღვიდან მონაბერი ნიავისა და უჭკნობი ვარდის სურნელი იდგა ოთახში. ძველი რადიოლა იდგა ტუმბოზე, რომელიც ოთახის ერთ კუთხეს ამშვენებდა. დივნის გვერდით, რომელშიც მე ვიჯექი, ტორშერი იდგა, მაღალი კისრით და მეცხრამეტე საუკუნის ჯენლტმენის ქუდით. თითები ღილაკისკენ ქწავიღე და ავანთე. ოთახმა ლუდისფერი დაკარგა. თითქოს ოთახი გაცივდა. ამიტომ გადავწყვიტე ადგომა და ჭერისგანათების გათიშვა. კვლავ დათბა. „ასე უფრო სჯობს“, ვთქვი და კვლავ დივანზე დავჯექი.
- მითხარი რამე? - თურმე მეტად ხმამაღლა მომსვლია თქმა.
- არაფერი. - ვუპასუხე და ვიდრე ცხელი ყავა მომზადდებოდა ოთახის თვალიერება განვაგრძე.
- რა კომუნიზმია ამ ოთახში? ნოსტალგიურია. სტალინის სურათს ვეძებ, მაგრამ ვერ იპოვნა თვალებმა.
- იყო. მე ავიღე. - ხმამაღლა გაიცინა. მეც ავყევი. შევატყე, რომ გაამართლა ჩემმა საუბარმა.
- იცი, აქ საქართველოს ძველი კომუნისტური კონსტიტუციაც არის. აი იქ წიგნების თაროზეა.
- შედარებისთვის საინტერესო იქნება.
- გეთანხმები. ერთი კია, რომ ზოგადად მსგავზსება არის.
- ჰოო?!
- ჰო. ყავაც მზადაა. ჯერ ყავა და შემდეგ ლუდი.
- კარგი ეგრე იყოს. - სავარძელში მოკალათდა. ფეხი-ფეხზე შამოაწყო, იდაყვები მუხლებზე დაალაგა, ხელისგულებზე ნიკაპი ჩადო და ერთმნიშვნელოვნად თვალიერება დამიწყო. ოდნავ მეუხერხულა, მაგრამ მსიამოვნებდა მისი მზერა ამ კომუნისტურ ეპოქაში.
- ამ ოთახებს თავისუფლება თითქოს დაუკარგავთ, მაგრამ ჯიუტად და ამაყად ჯაზობენ.
- შესაძლოა... ევორას ე.წ. „პლასტინკაც“ ვიპოვნე. შენც შამჩნევდი. აი, იმ როიალის გვერდით ძევს. - ჭერზე შუქი კვლავ ავანთე. ტორშერი მან გამორთო.
- უკვე ვნახე. სხვებიც შევნიშნე.
- რატომ ვაიგივებთ ხოლმე თავისუფლებას ჯაზთან. არა, პასუხი ვიცი, მაგრამ მაინც სულ სხვა რამ მგონია მე თავისუფლება.
- მაინც? - ერთი ყლუპი ყავა მოსვა და განაგრძო.
- თავისუფლება სტალინშიც იყო. ცუდი შედარებაოო იტყბი, მაგრამ ეგრე არ არის. მთელი საბჭოთა სივრცეში, და არა მარტო, ის იყო თავისუფალი.
- ვხვდები რასაც გულისხმობ.
- ევორა კი თავისი სიმღერით აუწყებდა „სტალინიზმს“ თუ როგორ გახდე თავისუფალი და არავინ ბატონობდეს შენზე. არამედ შენ იყო ბატონი თავისა. და თუ საკუთარ თავზე შეძლებ ბატონობას ყალიბდები როგორც წარმატებული მენეჯერი.
- შესაძლოა, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებას სამენეჯერო თვისებები ერთობ სხვა ჭრილში განიხილავს სახეცვლილებით. რეგალიები კომუნიზმსა და დემოკრატიაში სრულებით არ არს სახეცვლილი. ერთი დიდი კანონთა თანმიმდევრული კრებულია, რომელიც ხალხის კონტროლს გულისხმობს. ასე რომ, ევორაც და დალიც ამ კანონის მსხვრეპლია. „მსხვერპლი“ რბილი გაგებით. ხოლო როცა თავად კანონი ხდები, ხდები თავისუფალიც. მაშინ ღმერთიც უმნიშვნელო საგნად გეჩვენება და ერთადერთ არსებად რჩება, ვისთან გაჯიბრებაც სიამოვნებას განიჭებს! ეს არის ყველაზე დიდი კაიფი, რომელსაც ყველა დიქტატორი განიცდის! - მისმენდა და თვალსა და ყურს არ უჯერებდა. ალბათ არარაობად თვლიდა თავს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ალბათ ისურვა დიქტატორი ყოფილიყო ან სულაც დიქტატორის მეუღლე, მაგრამ საბოლოოდ ოთახები შეგვრჩეს-ხოლმე ნაშთად. „ვთქვი და ყავა მაღალყელიანი ჭიქიდან სრულად დავლიე.“
- მგონი ლუდის ჯერია. მანამდე შეგიძლია იბანაო. - ვერ მივხვდი თუ რატომ?
- ვიბანაო?! - გაკვირვებულმა ვკითხე. - ნამდვილად სუფთა ვარ და წამოსვლისას არც თუ ისე ცუდი სუნამოც ვიბკურე.
- კომუნიზმისგან გათავისუფლდი! - ეღიმებოდა. - მხოლოდ ეგ ვიგულისხმე.
- შენ კი ხალხის ნებისგან... და გახდი დიქტატორის მეუღლე. - მეც შევეცადე ხალისის გახანგრძლივებას ამ ერთობ არც თუ ისე სახალისო საუბრის შემდეგ.
- შენც, წამოდი მომეხმარე სამზარეულოში. მხოლოდ ლუდი ჩამოასხი კათხებში. დანარჩენს მე მივხედავ.
- სიამოვნები!.
***
სუფრაც გაიშალა. ლუდთან ერთად მაგიდაზე „ნიკორას“ სოსისი იწვა, იქვე მასთან ახლოს ხრაშუნა, მარილიანი ორცხობილა ღილებად დალაგებულა თეფშზე, თუნუქის ქილაში მიწის თხილი გაშიშვლებულა, გვერდით შებოლილი სულგუნი ისწორებდა ნაწნავებს, ხოლო ნაწნავების ბოლოში ფორთოხალი და ვაშლი გორავდა სწორედ ისე როგორც მზე და მთვარე.
ჭაბუკისგან ხელმარცხნივ მასპინძელმა სავარძლის სახელურზე იპოვნა სასურველი ადგიილ. სტუმარმა ლუდის ბოთლს ხელი ყელში წაუჭირა და პირველი კათხა დამრეცად შეავსო. შეავსო გოგოსიც, მზისადარისა...
ერთმანეთს თვალებშიჩახედეს და გუშინდელი დღისა თქვეს ხვალინდელის მოლოდინში.
ახალგაზრდა ქალმა, მკერდსავსემ და ტუჩმარწყვამ, თვალსხივონმა და თმაგაშლილმა, თბილგულიანმა და გასათხოვარმა თვალი არც კი დაუხამხამებია ისე გამოსცალა სავსე კათხა. თაფლისფერთვალებამ ტუჩები თითებიშ შეიმშრალა და საშუალო ტანი ზრდასრულ ახალგაზრდა მამაკაცს ნამიანი თუჩებით გაუღიმა.
- გავაგრძელოთ მონო სპექტაკლის თამაში?
- ჩვენ ვთამაშობთ? - ვკითხე მე.
- რა თქმა უნდა! მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში განსხვავებით ფარაში მყოფ მილიარდობით ადამიანისგან.
- კერძოდ?!
- პირველი - გონებას ვუფრთხილდებით, სხვებმა დათმეს. მეორე - სიმშვიდე დავკარგეთ, ხოლო მათ გონების დათმობის სანაცვლოდ სიმშვიდე „შეინარჩუნეს“. მესამე - სიმშვიდე შენარჩუნებულ უგუნურებში გიწევს თმენის ვალდებულებით სარგებლობა, რაც აუცილებლად უფალს გახსენებს და საკუთარი მრწამსის წინაშე მოხლმოყრით მადლობას იხდი.
- საოცრად სახასიათო როლი მოირგე კოლგოტივით და ნაქსოვი ხელთათმანივით მეც მომარგე. მიხდება? - თითები ავათამაშე და ზედ დავხედე. თითებში თითები შეაცურა და მითხრა:
- ნუ სულელობ!
- არა, გავმხიარულდი. - ასეც იყო.
- ერთი წუთით დაგტოვებ. იმედი მაქვს არ მოიწყენ.
თვალი შევავლე მიმავალს სამზარეულოსკენ. დედოფალს ჰგავდა, ანნას. მკვრივ ბარძაყებს სუსტი წვივები ერწყმოდა. ოდნავ განიერ თეძოებს შორტები ძლიერ უხდებოდა, მაისურს მკერდთან სამი ღილი ჰქონდა. ერთი შეეხსნა.
მალე დაბრუნდა. მაისურზე შუა ღილიც შეეხსნა. ძუძუებშორისი ღარის დასაწყისი გამოეჩინა. მათ შორის ყელსაბამზე დაკიდული ყვარცმა ჩამალულიყო.
- ერთხელ უკვე აცვეს ჯვარს, იქნებ დაინდო! ნუ ხარ იუდა! - უკბილო ხუმრობა გამოდგა. უკბილოდვე მომახალა:
- თ შენ დაგინდო, თავად იუდას თვალების პატრონო? - დიდხანს ვიცინეთ.
შეზარხოშებულმა, სენტიმენტებს ვუხმეთ. იატაკზე აღმოვჩნდით, კათხებით გვერდი-გვერდ. ოთახში საკმაოდ ცხელოდა.
- მითხარი რატომ არ თხოვდები?
- ერთხელ უკვე ვიყავი დიქტატორის ცოლი.
- დიქტატორის?
- ჰო!
- ვინ იყო?
- შენი ორეული.
- ჩემი ორეული?!
- არაა. იცი მწერალი ჯორჯ ორეული?
- კი, რა თქმა ნდა. არ მითხრა რომ...
- არა... შენი ორეული. ორეული ჩემი დიქტატორი ქმარი იყო, ჯორჯი კი...
- მწერალი, შენი ქმარი და შენ!
- დღემდე ჩემ აჩრდილადააა. არა ერთხელ ვუხმე უფალს დახმარებისთვის, მაგრამ მეშინია.
- რისი?
- ისიც ხომ დიქტატორია?
სიკეთის თესვისას, ქადაგებისას. ვიცი შემწეობისა და პატიებას ვითხოვ. მაპატიებს ვიცი, ისეე როგორც ჩემ ორეულს. - ვუსმენდი მას და მახსენდება მაქს ფრიშის „ერთი უბედურების სტენოგრამა“ - თხრობისას პერიოდულად მისი სატნო სახე იჭმუხნებოდა. ფილებს შორის გაჩენილ ნაპრალებს ემსგავსებოდა მუხვნისას სახე. მთვარე მთვარემ ამოსვლის ციკლი დაასრულა და ჩასვლისთვის დაიწყო მზადება. მივერცხლილ ზედაპირს სახე გაბადროდა. უხეშად წამოზრდილი კორპუსთა სახურავებზე დაელაგებინა ღამის თათები. წამოდგა, პიანინოსთან მდგარ სკამზე ჩამოჩდა, პიანინოს მძიმე ხუფი ახსნა და ზედ გრძელი და მწვრილი თითები დაალაგა. მისი მეამიტი საილუსტრაციო სახე კამილო ხესე სელას „კატალინას“ ჰგავდა. ნამდვილად ორეული!
- დიახ, ის მოკვდა! რა თქმა უნდა მოკვდა, ჩემი კაპიტანი, ჩემი ორეული მოკვდა და ის პირქუშმა, ცივმა, მღვრიე, მრისხანე, აქაფებული პირის მქონე ზღვამ, შტანთქა!
- მის წყვდიადში, მზა საფლავში ჩააწვინა და ქვიშაზე, მეტად მძიმე ბორკილებით, სამუდამო გასასვენებელი მიუსაჯა.
უსამართლოდ!
განუსჯელად!
სიმშვიდე შენარჩუნებული უგუნურება!
ჭეშმარიტად გონივრული ქმედება!
უმოქმედო მხოლოდ მე ვარ!
ძღვამ იმოქმედა!~
კლავიშებიდან თითები აალაგა...
სიტყვა და ბგერაც გაქვრა.
გაქრა ტკივილიც და კვლავ გაიხსნა - ღმერთი, შიში და მისი ორეული!
შემომხედა, შავი პიანინო „საქართველო“ დუმდა!
დუმდა მამული!
***
ისევ იატაკზე და ჩვენ წინ შინდისფერი ხალიჩა. ხალიჩაზე ორი კათხა ლუდი და თეფშზე მიმოფანტული ყვითელი მარცვლები მიწის თხილისა.
- ბედის გამოცნობისა არაფერი იცი?.. - მკითხა ხუთი წუთის წინ აცრემლებულმა, მთვარით განათებულ ა სახემ. აივნის კარი ნახევრად გავაღეთ. რიკულებს იქით ქუჩა ბზინავდა ვერცხლისფრად. ლამპიონები ციმციმებდნენ... ბარდნა დაეწყო ამინდს. თბილი და ცივი ჰაერი შეერწყა ერთურთს.
- რა შემატყვე, რომ შენი ბედის განჭვრეტა შემიძლია?
- არც არაფერი.... შენი ვიგულისხმე. ასე თუ ისე ვიცი.~
- მაშ, ჩემი გაინტერესებს. მოკლედ ჩემ ბედს ბორბალი არ აქვს და ძაღლიც არ დაჰყეფს...
- განა?!
- ჰო... ვფიქრობ ციბრუტივით წინ და უკან ტრიალს გულისრევა ჩვევია. ამიტომ სიარულს ვამჯობინებ.
- უაზრობააა... ბედს, ამბობენ თავად ქმნიო! მაშ რა საჭიროა ვარსკვლავები და განლაგებები?
- ბედი ისეთი რამ არის, რომ ისე ვერ დავითვლით ვარსკვლავებს...
- იფიქრობდი, რომ ქალაქს დატოვებდი?
- არც არა... მხოლოდ იძულება და შემდეგ კარნახმაც, იძულება, ფუნდამენტური სიმტკიცით გაამყარა.
- ე.ი. ბედს დამორჩილდი!...
- ალბა!.. ის კი მახარებს, რომ კვლავ სამშობლოშ ვარ. იმედია არ მომიწევს საზღვრებს გარეთ გასვლა.
- ალბათ თმენის ვალდებულება და სმიშვიდით მოვლენებისადმი დამოკიდებულება. გონიერი ხარ, ჭეშმარიტად ვამბობ ამას!
- შენც ა და ძალიან ლამაზი. ფრთიხლიც, რაც ყველა წინადადებაში ასე მკაფიოდ ჩანს.
ირგვლივ მიმოიხედა, გადაწეული ფარდა გაშალა. ჭერზე განათებას მიაშტერდა და მთხოვა:
- ჩააქრე და ტორშერი ჩართე! - უხმოდ ავემორჩილე. ავკრიფე იატაკიან ნეკნები ერთის გამოკლებით და ნეკა თითი კედელზე მიმგრებულ სანათს ჩამოვკარი. ოთახმა აისი იგემა და ის სამზარეულოდან გამოსტყორცნილმა სხივმა შექმნა. ტორშერთან მივედი. ღილაკი მოვძებნე და დავაჭირე. მზეც ამოვიდა! კვლავ ლუდისფერი დატრიალდა სივრცეში.
- ახლა სამზარეულოში ჩააქრე. ჯერ არ წახვიდე ხო?
- არ წავალ, მაგრამ მინდა ტრანსპორტს მივუსწრო.
- მიუსწრებ! შიშზე მინდა გესაუბრო.
- შიშზე?
- ჰო0, მეშინია!
- რისი?
- მეშინია, რომ გაკოცებ და შემდეგ მეშიანია ცრემლების. მე ხომ მარტო ვარ. არა მარტოობის არ მეშინია.... პირიქით, შევეჩვიე!
- გისმენ! გითხრა სიმართლე კოცნას არ ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.
- ჯერ მოდი დავლიოთ!
- რას გაუმარჯოს? - მკითხა ფლეიტის ქვედა რეგისტრის ხმით.
- შენ შიშს! - თემას არ გავექეცეი.
- გიერთდები! ძალიან სევდიანია ჩემი შიში...
- იქნებ მითხრა, რამ ან ვინ შვა შენში შიში?
- ჭეშმარიტად გეუბნები შნ, საღი გონებით და პედანტური სიმშვიდით ვითმენ ჩემ ირგვივ ყველას და ყველაფერს... ქაოსია ქალაქში - იმ ქალაქში სადაც მეხუთე წელია ჩამოვედი! ტკივილია თავში ფიქრთა გამო, რადგან ყოფიერებამ ყოფითობა წარმოშვა სვეტად, რომელიც უკუნეთში აღმოცენებულა და მის წინაშე ცელის გარეშე დგეხარ! არ ვიცი ვინ ან რა შობს შიშის. იქნებ შენ მითხრა? - თავი ჩემ მხრებზე დადვა, თვალები კედელს მიასრისა , შემდეგ ღრმად ჩააბრუნა სიშავეში. დარაბები მიხურა და კდემამოსებით აღვისლი დაელოდა ჩემ განმარტებას. ამ დროს მე, მოპირდაპირე კედელს მივჩერებივარ, ორივე დიდ თითს ვატრიალებ, როგორც სათამაშო ავტომატის ბარაბნებს და ველოდები ჯეკს პოტივით... იქნებ გამიმართლოს და ვიპოვნო ახსნა შიშისა!...
- ალბათ დროა დავიწყო, არა?! - ამაო იყო ჩემი მცდელობა.
- კი, დროა. გისმენ!
- ალბათ შენ საუბრობ შიშზე, რომელსაც არ იწვევს უწყინარი თაგუნა, რომლის გამოჩენა ხმების სხვადასხვა რეგისტრში აამღებეს-ხოლმე ადამიანებს, არამედ იმ ტონალობის ხმებზე აკეთებ არჩევანს, რომლის ჟღერადობა სული ტკივილის მომასწავებელია და მღრნელიც მასშია.
- ვთქვათ ასეა... შემდეგ?
- შემდეგ ის, რომ შიში ისევე სულიერია როგორცახალშობილის ტირილი. თუ ექიმს დავუჯერებთ ტირილი მუშაობის შედეგია, მე კი ვფიქრობ, რომ ის ტირის შიშის გამო. და ეს შიში მომავლისააა... მომაავლის რადგან თვალის ახელის შემდეგ მუდმივ გაოცებასა და შეცნობაშია, სიკვდილამდე! აქვე ვიტყოდი, შიში მემკვიდრეობითია. მას ვინც შეიყვარა სიცოცხლე, შიშიც თან დასდევს მისი დაკარგვის. როცა დედა შობს შვილს, შობამდე სიხარულმა მიიყვანა. სიხარულით შობის შემდწგ შიში ცვლის. შიში შვუილის დაკარგვისა, რაც ქვეცნობიერში გულისხმობს სულის კარგვას. სულისა, რომელიც შენიდან იშვა.
- გასაგებია! მამებში, მამაკაცებში? მათში შიში რას გულისხმობს?
- ქალი, მამაკაცი.... სულ ერთია! კაცს ქალი შობს, ქალს კი კაცი ქმნის! ვთქვი უკვე, შიში მემკვიდრეობითია! შიშებიდან ყველაზე სასურველს ვთვი, რომ მიწის დაკარგვის შიშია! და არა სულის! იცი რატომ? სული რაშივითაა, რომელიც იალაღზე დაჰქრის და საკუთარ საზღვრებს შემოავლებს-ხოლმე წრეს... და თუ თავისუფლებას დაკარგავს საზღვერბი კარგავს სულსაც! ასეა ადამიანიც, რომელსაც თავისი ნაფოფინარი საზღვრები უყვარს! ვინც ამ შიშს უარყოფს, არ იფიქროს, რომ გმირია! გმირია ის ვინც, მიუხედავად მემკვიდრეობითი შიშისა, არ უშინდება გამოწვევას და იცავს სიყვარულით მის ნა(მ)შიერს! ყველა სხვა შიში დაუკმაყოფილებელი შიმშილია!
- იცი ეს ყველაფერ ჩემთვის....
მაისურზე, შეხსნილი ღილი შეიკრა, შემდეგ სავარძლიდან აბაზანის ხალათი აიღო და ფაფუკი ნაჭრის მკლავებში ხელები შეაცურა. მოხრილ მუხლებზე ხალათის კალთები შემოიხურა, ხელისგულები ზედ ერთმანეთზე დააწყო, შემდეგ ნიკაპი. თვალები ტორშერის სუსტ ნათებას გაუსწორა....
- შენ დიქტატორი ხარ!
- რატომ?
- არ ვიცი... უბრალოდ, ისე... მაგრამ არა, ვიცი რატომაც! - მერყევი აზრი განამტკიცა.~
- რატომ? - დაჟინებული მზერა ცერებზე შევაყენე და ისე ვკითხე.
- თავისუფალი ხარ, როგორც ქარი და მე!
- როგორც შენ!
- ე.ი....
- არა, სულელო!... - ოთახებიც აჰყვნენ მის საოცრად მომხიბვლელ სიცილს!
- მეც არ გამიკვირდა?! - ავყევი სიცილში, თუმც გაურკვევლობისა იყო.
ხუთი წუთი შეუსვენებლივ ვიცინოდით. მან იცოდა თუ რატომ იცინოდა, მე არა... სიცილში, თეთრი ფუმფულა ხალათი მხრებიდან ჩამოცურდა, გულ-მკერდი გადაეღერა. მაისურზე ღილი ამწყდარა... მარჯვენა ბარძაყიც გამოფენილიყო... ღაწვებიც მოვარდისფრო გაუხდა, მაგრამ ამ ყველაფერში სიცილი იყო დამნაშავე. მისი აზრები სუფთაა, როგორც იარაღი ვაზნების გარეშე!~
- ქარზე და დიქტატორზე გიამბობდი, არა?! - სიცილისგან თავს იკავებდა და ცდილობდა საუბარი განეგრძო.
- ქარზე და იმაზე თუ რატომ არის ქალის ფიქრები ქარივით თავისუფალი. რატომ?
- რადგან ჩვენი ფიქრები საიდუმლოებების სკივრია და მრავალფეროვანი.
- იქნებ ერთი გამანდო?
- არა! ეს იგივეა აზრებმა საზღვერბს მიღმა გაინავარდონ.
- ერთიც დავლიოთ. თორმეტი ხდება და ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა.
ლუდის თორმეტი ბოთლი გამოვაცალეთ.
თორმეტი მოციქულიდან არც ერთის სადღეგრძელო არ გვითქვამს.
არც სიყვარულზე,
არც ჭეშმარიტებაზე,
არც გონიერებაზე,
არც სიმშვიდეზე,
არც, მოთმინებზე...
მხოლოდ საზღვრებზე, რადგან ლუდისფერ ოთახს საზღვრები გააჩნდა და იქ დიქტტორის მეუღლე ცხოვრობდა.
ცხოვრობდა მარტო,
ცხოვრობდა ჩუმად...
ცხოვრობდა ტკივილთან...
ცხოვრობდა სიმშვიდით, მოთმინებით და გონება ჭეშმარიტად დიქტატორის ჰქონდა.
ცხოვრობდა იქ სადაც მე ვცხოვრობდი!
ჩემში და ჩემთან...
იქ სადაც ხეებიც არიან...
ჩვენ გიჟები არ ვართ!
ის ჩემი მეუღლეა და მე...
მე,
მე,
მე,
მე,
დიქტატორი ვარ!
ლუდისფერი წყვდიადმა შეცვალა.
შუქები ჩააქრე!
დაღამდა.
ხვალ გათენდება?
***
მისი პალატა ჩემ გვერდითაა!
ამ ორ პალატაში თერთმეტი მოციქულია.
იუდა არსად ჩანს...
მან ადრე ჩამოიხრჩო თავი ვიდრე აწამებდნენ.
ჩვენ კი ვეწამეთ იქამდე, ვიდრე ჩამოგვახრჩობენ!
***
გუშინ გამოგვწერეს.
მე სახლში წავედი.
ისიც...
კვლავ მარტოა, მაგრამ გამარჯვებული!
მეც მარტო ვარ, მაგრამ დამარცხებული.
ის იმედით, მე უიმედოდ...
ის ლუდით სავსე კათხით ხელში, მე მხოლოდ ლუდის ფერს ვხედავ და ევას, ერთადერთ ქალს, რომელიც ვაშლს მაწოდებდა...
მშვენიერი ხილია ვაშლი!
ღირს სიკვდილამდე ცოდვა გაიმეორო...


გიგო რიონელი
30 ოქტომბერი 2017 წელი
(თბილისი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები