ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2017


მოვა ვიღაცა

მოვა ვიღაცა, გადაგარჩენს და წავა
და დაგიტოვებს ფრთებს ჩამოშვებულს თუმცა,
მაინც განაგრძობ მერე სვლას და წვას თავად,
ვერ ეგუები ამ განშორებას უცბად.
მაგრამ თენდება. ისევ იბმება ჯაჭვი,
ძველებურ დღეებს ცდილობ, გაექცე, ილტვი...
ნელა ენთება მზეც. ძველებურად არ წვიმს
და ფერადდება ფიქრის შავ-თეთრი ტიტრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები