ნაწარმოებები



ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2017


აუტოტრენინგი ანუ თვითშთაგონება

დაეჭვდი, როცა გეუბნებიან -
„მართალი მხოლოდ ერთი მხარეა“.
არ ენდო იმას, ვინც მოინდომებს
შენი ცხოვრების არევ-დარევას.
რიდით ან ხათრით  ნუ დათანხმდები
სხვისი გვირგვინის თავით ტარებას.
რა ბედენაა სიყვარული,
ურთიერთობის ბედნიერება თუ  მას
არ ახლავს, შენთვის რა არის?
საუკეთესოდ, გამორჩეულად
შენსავით, რასაც სხვა ვერ აკეთებს,
იმის კეთება არის მთავარი.
ის შეიშვენე, რაც მართლა გშვენის.
ლაზათით ფლანგე ცხოვრება შენი.
ამ დროში, რაკი გარდაუვალ 
კატაკლიზმებს გადარჩენიხარ,
დატკბი  სიცოცხლის
სიხარულით - ის ხომ შენია..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები