ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2017


ზამთრისპირული


ფოთლეული ჩვეული
ქრება, ვრჩები ეული
ხე - ქარით დარხეული.
ადრე  - გადარეული გრძნობა რამ გააცია?

სველია სასთუმალი.
მიტოვება უმალი -
- არის გარდაუვალი,
როგორც განგრენიანი ფეხის ამპუტაცია.

არ დარჩეს ნატამალი!
დე, მოისპოს ნამალი
შხამიანი წამალი!
ამ შიშნარევ სიხარულს როგორ აუტაცია-

გული - გადასერილი,
მკერდში გადაცერილი...
შენი ყველა წერილი,
ჩემი ნაცოდვილარიც  -  ხელში შემომეხია.

ღმერთო რა სიმჩატეა!
მესიჯია, ჩატია,
წკაპ! და ბინში ჩატია
ხელმა. როგორ გავაქრე!... (მართლა დასაკვეხია)

მორჩა დარდი, აღრენა,
შემიძლია გაფრენა.
აღარა მაქვს  განგრენა.
თავი გადავირჩინე, ....მაგრამ აღარც ფეხია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები