ნაწარმოებები



ავტორი: ემილი1999
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2017


ვინ იცის

ჩემო ძვირფასო, ისევ შენზე ვწერ,
წითელი ღვინო, არც ისე ცუდია,
ჩემზე ძლიერი, ღვინო აღმოჩნდა,
საკუთარ თავთან, ისევ დავმარცხდი.
სისულელეა, მე რომ ასე ვარ,
შენ უკეთ იცი, რას წარმოვადგენ,
ოჰ, ძვირფასო ქალაქის ჰაერს ვიხსენებ
რომლითაც სუნთქავ,
ნათურებს, რომლებიც ჩემ იმედს ჰგავდნენ, 
ადგილებს, სადაც შენ კვალს ვხედავდი,
და გამუდმებით შენ ხმას ვუსმენ(დი) 
ჩემ სახელს, რომ იმეორებდა,
მაშინ, როდესაც ვერ მხედავდი,
მე იქ ვიყავი, შენ კი ვინ იცის,
ვინ იცის, იმ დღეს,
რომელ ქალაქში მშვიდად გეძინა,
შენი არ ყოფნა მაშინ ვიგრძენი,
როცა, პირველად ერთი ცის ქვეშ
ასე შორს ავღმოჩნდით... 
ახლა, მანდ ისევ ღამეა, აქ კი თენდება.
ვწერ და ვერ გხედავ,
მე ხომ ასე შორს ვარ
და ვინ იცის რომელ ქალაქში როგორ გძინავს.
ისე მეშინია, ჯერ რომ არასდროს...
მოსჩანს ნათურა, რომელიც
ცოტაც და ალბათ ჩაქრება. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები