ნაწარმოებები



ავტორი: ბუცეფალი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2017


იდუმალი ხმა

ჩუმად მოისწრაფვიან დღენი მაკაბრალური,
ჩემ წინ ახლა საშიში,ნაცრისფერი ველია,
საგრძნობია სიცხადე და სიმართლე ფარული
მკრთალი თანდათანობით როგორ შემოგელია.
შორი სიმარტოვეა შენი ბოლო სტრიქონი,
ქარებს შეურყევიათ დაღლილ ხეთა ვარჯები,
იდუმალი ძახილით გიხმობს იერიქონი,
გამოჰყევი დინებას,ნუღარ დაიტანჯები.
ნელა აზვირთდებიან გარინდული ჭალები,
ღამეების სიგრძენი გაუტოლდნენ მოლოდინს.
ნუთუ,არ სჯობს, თუ ძლიერ არვის შეებრალები,
ნუთუ,უკეთესია,დაემონო მხოლოდ ჟინს,
ჟინს,რომელიც სავსეა უსასოო ვაებით,
რომლის ძალით ხელებში გიობლდება ენძელა,
მოიგონებ საღამოს,როს ფერხულში ჩაები,
და როს მთაგრეხილიდან გადმოშვება გეძნელა.
ირხევიან შენს თავთან ნაზი მარაოები,
ხეობებში სიმშრალის განუწყვეტი ქარია,
უკვდავია შეგრძნება შორი ამაოების,
უდაბნოებს გიფანტავს მშვიდი ამურდარია.

მძინარეა წადილი ახალ უმანკოების,შორი სიმარტოვეა შენი ბოლო სტრიქონი,
ნიავთაგან შრიალებს ზეთისხილის რტოები,იდუმალი ძახილით გიხმობს იერიქონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები