ნაწარმოებები



ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2017


ნუ ელოდები

ნუ ელოდები, ყველაფერი ერთად მოხდება
რომ ვიღაც მოვა, ხელს ჩაგავლებს, გაგადედოფლებს,
რომ ჩირგვებიდან ჯადოსნური ზღვა გამოხტება,
ეტლით ჩაუვლი, ქალაქებსა და დაბა-სოფლებს,
ნუ ელოდები ჯადოსნურ პრინცს, ის კი არსებობს,
მაგრამ თან არის ბიბლიური ალეგორია,
სანამ სარკეში ჩახედვისას თავს ეთარსები,
ყველა ტყუილი, შენი ბედის თანასწორია,
ნუ ელოდები ქება-ხოტბას, სანამ გჩაგრავენ
შენი რწმენები, რომ არავის მოეწონები
თორმეტი წლისა გზაზე იდგა, ნინო ბოდბელი
და დაანგრია ყველა კერპი და სულ ოდნავაც,
არ შეხრია ერთი წამწამიც,
ეჰ ახლანდელი გოგოებიც მას რომ ბაძავდნენ...
ნუ დაიჯერებ ნურავისას, ვინც კი გაჯერებს
თავისი სიტყვით, რომ ყოველთვის ასე გჯეროდეს,
რომ გაუფინო შენი სული როგორც ნაჭერი,
და საამებლად წაუცეკვო ვინმე ჰეროდეს,
ნუ გაექცევი ნურასოდეს, კეთილმოწყალე,
სულს რომელიც მისით არის დაკავებული,
ირგვლივ, ყოველი შეიძლება იყოს მოძღვარი,
თუ, რა თქმა უნდა, თავად არ ხარ გაქვავებული,
ნუ ელოდები, ვინმე შენთან ვალდებულია,
ანდაც უფლება მოგენიჭა პარაზიტობის,
ნუ გაოცდები თუკი შენი გულისგულია,
შიში, სიცივე, მორალიზმი და ამიტომაც,
ისე გაგრიყეს საკუთარმა ემოციებმა,
რომ ვეღარ ხვდები რა, როგორ და ანდაც საიდან,
შიში ისაა, რაც არასდროს გეპატიება,
სწორედ მის გამო, სისულელეს იმდენს ჩაიდენ..
თავად ვერ დათვლი, პრობლემები როგორ მიება,
ყოველდღიური ცხოვრებების წრიულ კარმაზე,
"კვლავ შეიყვარედ" ითარგმნება "მონანიება",
სისხლის გაღებით დაინგრევა გულის ალმასი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები