ნაწარმოებები



ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2017


აკუპუნქტურა

თვალთაფლიანო,
ენამტკნარო და ტუჩმარილავ,
ეს პლედი უნდა მოიხურო ოვალურ მხრებზე,
თუ თავქვე ვნება უნდა გეფინოს,
მე გამოვწურავ შენს მანდარინებს,
და ამ სიმჟავით გულს ამოვიწვავ...

შუბლღრუბლიანო,
წარბნისლებავ, წამწამწიწვებავ,
ქარზე დაგაწვენ,
ვარსკვლავსაკინძით მორთულ საღამურს
ქარიშხლით შეგხსნი,
ტანზე ჩამოყრილ მოწყვეტილ სურვილს,
ლანდებს დავუთვლით...

მზე აიწვერავს,
წვიმა დასცხებს,
თუ ჩამობარდნის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები