ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2017


  ჩამოტვირთვა

მიტოვებული წვიმები

თენდება და გხედავ მშვიდსა და ნებიერს,
თენდება და ზეცა ცრემლებს ვერ იოკებს.
მიყვარხარ! მიყვარხარ! ჩემთვის უნებლიედ
და წვიმა ასკდება ლურჯ კარალიოკებს.

ვწუხვარ, რომ ძვირფასო გითხარი მეტი ვერ
და ვდგავარ სარკესთან მიმიკის მორგებით.
წვიმები შენს გულში ტოვებენ წყვეტილებს
და გარეთ იშლება წითელი ქოლგები.

წვიმებმაც ისწავლეს დღეს შენი მიმიკა,
ყვითელი ფოთლები მოხვეტეს ფიქრებმა.
წვიმაში შემოდი; იქნება მიგიკრან
ყვითელმა ფოთლებმა მიგიკრან იქნება.

ვწუხვარ, რომ ძვირფასო გითხარი მეტი ვერ
წვიმებიც ოდესღაც იცოდე გარბიან
და მერე შენს გულში ტოვებენ წყვეტილებს,
რომელიც გუშინდელ დღესავით კარგია.

                        2017 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები