ნაწარმოებები



ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2017


* * *

დააგვიანდა გაზაფხულს მოსვლა,
მთათა მწვერვალებს თოვლი ეხვევა
და ერთი ყლუპი მაინც რომ მოვსვა
მიმძიმს შარბათზე ბაგის შეხება.

ბებერ მეზურნეს ვაწოდებ ხურდას,
აფხიზლებს ქალაქს  ზურნის ზუზუნი,
დარდს რა ხელი აქვს გაყინულ გულთან?!-
დარდი მგელივით გარბის ძუნძულით.

ამ ქალაქივით აჭრელდა ფიქრი,
აღარ აყვავდა სულშიც ია და
არავინ თბება მზის გულზე მიკვრით,
-გაზაფხულს მოსვლა დააგვინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები