რა გზაა... ხრეშიანი,აქა-იქ ბოგირებით, ამ გზაზე ბავშვობაა: ხტუნვაა... ბოგინები. ანწლია...იელია... და მყრალი ამბროზია. გამქარალა წყაროები, შეხედე,რა მოსვლიათ? ძუსაზე ალებია. წაბლებში მშობიარობს ალების დედოფალი, კივილით აუკლია მიდამო. გაერიდე,გაქცევა ჯობია რომ, გადარჩე... დაისვენო,ბაბუს რომ დაურგია, ალვებთან. აუყრიათ ტანები ალვისხეებს, პატარა ნერგებიდან გამხდარა ქარსაფარი. რამდენჯერ წინ აღუდგნენ ხევის ქარს, განრისხებულს, რამდენჯერ მოაგლიჯეს თავიდან თავსაფარი. შევდექი თხილნარებთან ... ვიყავი ნეკის ტოლი, თუ გახსოვს, შავლეგია,პირველი ნაფაზები. მე რომ ქალაქიდან მომქონდა ,,ვინსთონი,,, მერე მახველებდა და შენ მაბრაზებდი. ცხენი რომ ავაწაპნეთ ვიღაცა საკვირაველს, ყვითელი სიმინდის კვიჭი ტაროებით. მთვარის ქვეშ ვხარხარებდით (რა გვქონდა სატირალი) მთელ ზემო იმერეთში პირველი კაროლები. შეხედე რა გზებია,რა ნარი,რა ეკალი, არ არის იმედი,რომ სახნისებს მოპირავენ. მუხასთან დავჯექი და მის დიდ ტანს ავეკარი, მე- ისევ ფუქსავატი ლექსებით მოტირალი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. უმაგრესი ლექსი... რომ ამატირა და ბავშვობაში რომ მამოგზაურა უმაგრესი ლექსი... რომ ამატირა და ბავშვობაში რომ მამოგზაურა
8. ძალიან მიყვარხართ,ვის სულსაც ვეხები . მიხარია თქვენი თანადგომა.არც ვაპირებ გაქცევას ამ საიტიდან,რატო უნდა გავიქცე ,ერთ-ერთი პირველი საიტი იყო,სადაც ჩემი ლექსები გამოვაქვეყნე და ათასი აპლოდისმენტის და ლანძღვის შემდეგ დავჩი :) წარმატებები ყველას, მეც მიხარია ,რომ თქვენ აქ ხართ. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება,როცა ვიღაცას წამიერი სიამოვნება მიანიჭე. დიდი მადლობა ყველას ძალიან მიყვარხართ,ვის სულსაც ვეხები . მიხარია თქვენი თანადგომა.არც ვაპირებ გაქცევას ამ საიტიდან,რატო უნდა გავიქცე ,ერთ-ერთი პირველი საიტი იყო,სადაც ჩემი ლექსები გამოვაქვეყნე და ათასი აპლოდისმენტის და ლანძღვის შემდეგ დავჩი :) წარმატებები ყველას, მეც მიხარია ,რომ თქვენ აქ ხართ. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება,როცა ვიღაცას წამიერი სიამოვნება მიანიჭე. დიდი მადლობა ყველას
7. ეს თემატიკა და შენი შესრულება ჩემს სოფელში რომ დამატარებს ეგ ახალი არაა, მაგრამ მაკეთილშობილებს ფრიად. ეს თემატიკა და შენი შესრულება ჩემს სოფელში რომ დამატარებს ეგ ახალი არაა, მაგრამ მაკეთილშობილებს ფრიად.
6. პასტორალურ სიუჟეტს სულ სხვა გემო აქვს. პასტორალურ სიუჟეტს სულ სხვა გემო აქვს.
5. კარგია, ამ სათაურით ეს კარგი ლექსი თუ დამხვდებოდა არ მეგონა) კარგია, ამ სათაურით ეს კარგი ლექსი თუ დამხვდებოდა არ მეგონა)
4. ყვითელი სიმინდის კვიჭი ტაროებივით ციმციმებენ სიტყვები. რა ბედნიერებაა ეს კაცი აქედან რომ არ გარბის. :*
მადლობა ზედვაკელო. 5
ყვითელი სიმინდის კვიჭი ტაროებივით ციმციმებენ სიტყვები. რა ბედნიერებაა ეს კაცი აქედან რომ არ გარბის. :*
მადლობა ზედვაკელო. 5
3. ეტყობა, რომ ავტორმა სიტყვებზე არ იძალადა, ამიტომ არის ასეთი სუფთა და წკრიალა. კარგი ხარ. ეტყობა, რომ ავტორმა სიტყვებზე არ იძალადა, ამიტომ არის ასეთი სუფთა და წკრიალა. კარგი ხარ.
2. ძალიან კარგია ძალიან კარგია
1. მშვენიერია. მშვენიერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|