ნაწარმოებები



ავტორი: ზურა ბანი
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2017


კაცი მომავლიდან

                                                    კაცი მომავლიდან   

                                                                  შესავალი
   
    დაუდს  წვიმიან ამინდში უყვარდა ოკეანეში ცურვა. ამ დროს პლიაჟზე როგორც წესი  ხალხიც აღარ რჩებოდა და დაუდიც შიშველი შერბოდა ხოლმე ოკეანეში.იმ დღესაც ძლიერი წვიმა წამოვიდა, რასაც ჭექა ქუხილიც დაერთო, ანუ დაუდისთვის საოცნებო პირობები იყო. მანაც როგორც ყოველთვის ტანსაცმელი ოკეანესთან ახლოს გაიხადა და უკანმოუხედავად გადაეშვა ოკეანის აბობოქრებულ ტალღებში. ათიოდე წუთის შემდეგ გამოვიდა წყლიდან და პირაღმა დაეგდო ქვიშაზე. წვიმის წვეთებს მის სხეულზე ტლაშა-ტლუში გაჰქონდათ. ცოტათი რომ დაისვენა, თვალები გაახილა და ტანსაცმელს დაუწყო ძებნა. ირგვლივ მიმოიხედა. მაგრამ თავისი ტანსაცმელი ვერსად დაინახა. უცბად წამოხტა ფეხზე და… და აქ მოხდა  ისეთი რამ , რამაც დაუდის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. დედიშობილა დაუდმა რატომღაც მაღლა აიხედა და დაინახა შავი ღრუბლებიდან მისი მიმართულებით წამოსული  თვალისმომჭრელად ნათელი ელვის ისარი. მან შიშისგან ხელები მაღლა აიშვირა, თითქოს ხელით აირიდებდა ელვას. ბოლოს რაც იგრძნო ის იყო, რომ მაღლა აშვერილი ხელიდან ფეხის ქუსლებამდე მილიონობით ვატის სიმძლავრის დენმა გაიარა მის სხეულში

.
            როდესაც დაუდმა იგრძნო რომ ნელ ნელა გონს მოდიოდა, თვალის გახელა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო. თავიდან მას არაფერი არ ახსოვდა, მაგრამ ცოტა ხანში გაახსენდა მისკენ ციდან წამოსული ელვის კაშკაშა ისარი. დაუდმა ძალ-ღონე მოიკრიფა და თვალების გახელა შეძლო. პირველი შთაბეჭდილება ის  იყო, რომ ის საავადმყოფოში იყო. იგი ძალიან მისავათებული იყო,  როდესაც ექიმი მიესალმა და სახელი ჰკითხა, მან ვერაფრით ვერ შეძლო ენის ამოძრავება. მაგრამ მთავარი იყო ის, რომ იგი მიუხედავად მის სხეულში გავლილი მილიონობით ვატისა, მაინც ცოცხალი იყო. ამ სასიხარულო აღმოჩენის შემდეგ მას ისევ ჩაეძინა. მეორე გამოღვიძებისას იგი შესამჩნევლად ჯანზე იყო მოსული. ალბად მის ვენაში შეყვანილმა მედიკამენტებმაც იქონიეს გავლენა ამაში. მან თვალი ენერგიულად გაახილა და პალატაში მიმოიხედა. მის თავთან რამოდენიმე თეთრხალათიანი იდგა. კედლები სხვადასხვანაირი  აპარატურებით იყო დაფარული.
თქვენი სახელი?- ერთერთი თეთრხალათიანი მის სახესთან დაიხარა და შეეკითხა.
დაუდი, დაუდ,დაუდ - დაუდს ენა ძლივს ემორჩილებოდა.
რა გვარი ხართ დაუდ? - აქ დაუდმა იმის მაგივრად რომ თავისი გვარი  ეთქვა,იქით შეუბრუნა შეკითხვა თეთრხალათიანს - რა დღეა ეხლა?
        თეთრახალათიანებმა ერთმანეთს გადახედეს და დაუდმა შეამჩნია, რომ უფრო მაღალმა ხუჭუჭათმებიან ხალათიანს რომ ჩასჩურჩულა “ხომ გითხარი”
-      2017 წლის 4 აგვისტოა.ზუსტად ორი კვირა იმ დღის შემდეგ. რაც თქვენ დამწვრობებით ჩვენ კლინიკაში მოგიყვანეს.- უპასუხა ხუჭუჭათმიანმა. - მე კარლ სმიტი ვარ, თქვენი ექიმი, ეს ბატონები ჯორჯ მეილსი და ნიკოლას ლანგი გახლავან, ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან. - გამარჯობა.
- გამარჯობა. - კვლავ ძლივს წარმოთქვა დაუდმა და ისევ მიეძინა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას ისევ გაეღვიძა და სანამ თვალს გაახელდა ექიმების საუბარი მოესმა -”არც საბუთები აქვს, არც არაფერი, თითის ანაბეჭდიც აუღეს, მაგრამ არსად არ ფიგურირებს, ინგლისურად კი ლაპარაკობს, მაგრამ უცნაური აქცენტი აქვს, გაურკვეველია საიდან გაჩნდა.”
      დაუდმა თვალი არ გააღო, არა იმიტომ რომ დაიღალა, არამედ იმიტომ რომ თვალი გაესწორებინა ახალი გარემოებებისთვის, რაც მის ცხოვრებაში იმ წუთას მოხდა .ცოტა ხნის შემდეგ თვალი  გაახილა და თავისი სახელი და და გვარი წარმოთქვა. - დაუდ ვიევერი, ლაივდრაივერი ლაუდერსიდან. სანამ რაიმეს შემეკითხებით, ჯერ ჩემს შეკითხვაზე უნდა მიპასუხოთ. როგორია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა? პირდაპირ მიპასუხეთ, ნუ დამიმალავთ, თუ შეიძლება.
- ამჟამად დამაკმაყოფილებელია. როდესაც პლაჟზე გიპოვეს, 95% იანი დამწვრობა გქონდათ და გადარჩენის შანსიც ძალიან ცოტა იყო, მაგრამ როგორც ხედავთ ბედი გქონიათ. - უპასუხა თეთრხალათიანმა. - ორიოდე შეკითხვა აქვთ თქვენთან ამ ჯენტლმენებს და…
  - შეკითხვები ხვალიდან, ბოდიში, თუმცა როგორც ვატყობ ჩვენ უამრავი დრო გვექნება სასაუბროდ. სანამ დავიძინებ ერთს გეტყვით, რომ ჩემი მშობლიური ქალაქი,ლაუდერსი, 2085 წელს დაარსდა ლონგ აილენდსა და კონეკტიკუტს შორის არსებულ სრუტეში. კვლავ ბოდიშს მოგიხდით. - დაამთავრა დაუდმა და თვალები დახუჭა.

                                                          6 თვის შემდეგ

      ანონსი CNN- ის საკვირაო გადაცემიდან, რომელსაც სავარაუდოდ სარეკორდო მაყურებელი ეყოლებოდა მსოფლიოში:
      “ პირველი ინტერვიუ სტუმართან, რომელიც მომავლიდან მოგვევლინა.... რატომ გვიმალავდა  მთავრობა სამი თვის განმავლობაში მომავლის სტუმრის არსებობას?.... დაუდ ვიევერი, 120 წლის ახალგაზრდა….რამდენი ცოლია ოპტიმალური ბედნიერებისთვის ლაუდერსის შტატში….მარსზე ჯობია დასვენება თუ ვენერაზე...ეს და სხვა უამრავი საინტერესო საკითხი, რომლებსაც თქვენი უსაყვარლესი ტელეწამყვანი, დიანა როჯერსი მომავლის სტუმარ დაუდ ვიევერთან ერთად სამ გადაცემაში განიხილავენ.


                                                              გადაცემა 1-ლი.
      დიანა როჯერსს არც ახსოვდა უკანასკნელად როდის აღელდა ინტერვიუს წინ, მაგრამ ეხლა რომ ნერვიულობდა, უკვე ატყობდა თავის თავს. მისი ნერვიულობის მიზეზი არამც და არამც არ იყო მრავალ მილიარდიანი აუდიტორია, მას სახედამწვარი დაუდი აღელვებდა. ძირითადათ ის, რომ მის წინაშე უნდა წარმდგარიყო ახალგაზრდული აღნაგობის ასოცი წლის მამაკაცი. მასთან ინტერვიუ ნიუ იორკის ცსს - ს შენობაში უნდა შემდგარიყო. ინტერვიუს პირობები უკვე შეთანხმებული იყო დაუდთან. და აი ნანატრი ინტერვიუც დაიწყო - “ გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ გადაცემის მუდმივი წამყვანი დიანა როჯერსი, ჩემს წინ მჯდომი “ახალგაზრდა” კი 120 წლის დაუდ ვიევერია. სტუმარი მომავლიდან, როგორც მას ყველა ეძახის.დასაწყისისთვის ჩვენ მხოლოდ სამი ინტერვიუს უფლება მოგვცეს. მოკლედ,დღეს, ხვალ და ზეგ საინტერესო საღამოები გველის. დღევანდელი და ორი მომდევნე ინტერვიუც,როგორც იცით, მარტო თქვენი შეკითხვებისგან იქნება შემდგარი. მე მხოლოდ კითხვებს განვავრცობ ხოლმე, რომ უკეთესად შევიგრძნოთ თუ როგორი მომავალი გველის ჩვენ და თქვენ, ანუ კაცობრიობას. კითხვებს ჩვენი მაყურებელი დასვამს ინტერნეტით. სანამ დავიწყებთ, უნდა შეგახსენოთ რომ, დაუდის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული ინტერვიუ ძალიან მოკლე იქნება.  დავიწყოთ დაუდ?
დავიწყოთ,მე მზად ვარ - ცოტათი უცნაური, მაგრამ სრულიად გასაგები  აქცენტით უპასუხა დაუდმა.
მაშ პირველი შეკითხვა, შეკითხვამს გისვამთ ჯეიმსი კოლორადოდან “თქვენი სახელი და გვარი?”
დაუდ ვიევერი.
ვიევერი რამეს ნიშნავს? ჩვენს ეპოქაში ესეთი გვარი არ გვხდება, როგორც ვიცი.
მეც არ ვიცი რას ნიშნავს,მართალი გითხრათ არც დავინტერესებულვარ.
თქვენს ეპოქაში არის ისეთი გვარები და სახელები, როგორიც აქ გვაქვს?
-კი როგორ არა, თითქმის ყველანაირი გვარ - სახელი არსებობს, რაც თქვენ გაქვთ, მაგრამ არის ისეთებიც უამრავი, რომელიც თქვენთან ჯერ არ არის, მაგალითად ჩემს ახლანდელ მეუღლეს ლენეკი ჰქვია, გვარი ჩვეულებრივი აქვს. მაკტორენსი.
-რაღაც მთლად ჩვენებურს არ გავს მაკტორენსი - ჩაეცინა დიანას.
-არა? მე თქვენებურს ვამსგავსებ.
-კარგით, არა უშავს. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ლორი ნიუ-ჯერსიდან.  “მომავალში სიყვარული არსებობს? და თუ არსებობს, როგორი ფორმით?”
-სიყვარული როგორ არ არსებობს - გაკვირვებული სახით უპასუხა დაუდმა - სიყვარული ალბათ მარადიულია და კაცობრიობის არსებობა წარმოუდგენელი იქნება სიყვარულის გარეშე.
-მეც ეგრე მგონია - გააგრძელა დაუდის აზრი დიანამ - მაგრამ აქ ალბათ შეკითხვაში იგულისხმება ალბათ, რომ თქვენს დროშიც თუა ეჭვიანობა, პირველი სიყვარული. ეგეთი და მსგავსი ფენომენები?
-ზუსტად ისე, როგორც ეხლა...ერთი ნახვით შეყვარება,...პირველი კოცნა, პირველი სექსი...ყველაფერი იგივეა.
-თქვენ ოჯახი გყავთ?
-როგორ არა, ცოლი სამი შვილი, შვილიშვილები, მაგათი შვილები…
-შვილიშვილის შვილიშვილებიც ალბათ?
-რა თქმა უნდა, მაგათი შვილებიც.
-მერე ამოდენა ნათესავებთან როგორ ახერხებთ ურთიერთობას?
-რაში იცით საქმე, შვილიშვილის იქით არცაა მიღებული ასეთი, დიდი ბაბუის პოზიციის დაკავება. ფაქტიურად არც მაქვს ურთიერთობა მაგენთან.
-შვილებთან?
-შვილებთან რა თქმა უნდა, როგორც თქვენ დროშია, საკმაოდ ხშირად ვურთიერთობთ.მაგათ შვილებთანაც. სხვათაშორის ერთი იურიდიული განსხვავებაა. როდესაც ცოლი მოგყავთ, ქორწინებისას კონტრაქტში იწერება რამდენი ხნით იქნებით ერთად. მაგალითად 10 წლით, ორმოცი წლით. ამ დროის გასვლის შემდეგ ოჯახი იშლება, ან კონტრაქტი გრძელდება.
-თქვენ რამდენ წლიანი კონტრაქტი გაქვთ? თუ გქონდათ, არ ვიცი რომელი უფრო სწორი იქნება - დაიბნა დიანა
-ჩვენ კონტრაქტში უვადო გვეწერა, - სევდიანი ხმით უპასუხა დაუდმა და თვალები აუცრემლიანდა.
-უკაცრავად,თქვენთვის მტკივნეულ თემას შევეხე - მოუბოდიშა დიანამ.
-არა უშავს, ნუ მიაქცევთ ყურადრებას, - მიუგო დაუდმა. -მე გავაგრძელებ და გეტყვით რომ ორი ბიჭი და ერთი გოგო მყავს. ხო , მართლა, ჩვენთან ბავშვების სქესის არჩევის საშუალება გვაქვს.
-რა კარგია. - მოეწონა დიანას, - ერთი კითხვაც მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. შერეული ქორწინებები არსებობს?
-შერეული რას ნიშნავს? - დაიბნა დაუდი.
-აი, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს შორის, გეი-ლესბიანებს ვგულისხმობ
-ხო, ეგ შეკითხვა უკვე დამისვეს - ჩაეცინა დაუდს. - ჩვენთან ბავშვი რომ იბადება, ექიმებმა უკვე იციან როგორი ორიენტაციის იქნება და თავიდანვე უცვლიან სექს. ამიტომ ჩვენთან ქორწილები მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ხდება.გეი და ლესბოსელები დიდი ხანია აღარ არსებობენ.
-რა საინტერესოა.-აღფრთოვანება ვერ დამალა დიანამ- შემდეგი შეკითხვა ჯოანს ეკუთვნის ტენესიდან “გთხოვთ დაასახელოთ ორი რამ რაც ჩვენს ეპოქაში შეგხვდათ და თქვენთან არ არის”
-ამ შეკითხვაზე ორი თვე ვპასუხობდი თქვენს მეცნიერებს და თქვენ გინდათ ორიოდე წუთში ჩავეტიო? - გაეცინა დაუდს.
-გასაგებია, მაგრამ ეგებ მოკლედ. ძირითადი ორი რამე, რაც თვალში მოგხვდათ ჩვენთან - მუდარის თვალებით გადახედა დიანამ დაუდს.
‘-კარგით, ვეცდები… პირველი რაც თვალში მომხვდა ეს იყო სადენები. ყველგან სადენებია,მავთულები. სახლში,ოფისებში, ქუჩაში. მოკლედ ყველგან. ჩვენთან სადენი საერთოდ არც არსებობს მე მგონი, ყოველ შემთხვევაში მე თვალით არ მინახია.
-მართლა, რა მაგარია! დენიც უმავთულოდ გადადის?
-დენიც კი არა, დენი გადაიცემა უმავთულოთ
-როგორ?- გულუბრყვილოდ შეეკითხა დიანა
-მე რა ვიცი როგორ - გაეცინა დაუდს. - თქვენ იცით როგორ გადაეცემა ინფორმაცია თქვენს მობილურ ტელეფონს?
-როგორ არ ვიცი, ტალღების საშუალებით.-არ დაიბნა დიანა.- რადიო ტალღებით
-ხოდა ჩვენთანაც ელექტროენერგია ელექტროტალღების საშუალებით გადაიცემა...ალბათ - გაეცინა დაუდს და მისი სიცილი დიანასაც გადაედო.
-ესე იგი ტელევიზორებს, სარეცხ მანქანებს და ყველაფერს სადენები არა აქვს და ისე მუშაობენ?
ჯერ ერთი მე არ მითქვია რომ ჩვენთან ტელევიზორები  და სარეცხი მანქანები არსებობენ თუ არა საერთოდ, ალბათ მკითხავთ შემდეგში ამაზე.. - უპასუხა დაუდმა.- ეხლა მეორე რამ, რაც ჩვენთან არ არის. ეს არის ბორბალი.
-ხუმრობთ, ბორბალი როგორ არ არსებობს? - გაუკვირდა დიანას.- მაშ ტრანსპორტი როგორ მოძრაობს?
-გეტყვით ეხლავე, - მოემზადა საპასუხოდ დაუდი,- მთავარი, ჩემი აზრით რაც ჩვენთან არის და თქვენთან არ არსებობს, ეს არის გრავიტონები, ანუ უწონადობის ფილები. ერთგვარი ფურცლებია,  რომლებზეც დედამიწის მიზიდულობის ძალა შეგვიძლია ვაკონტროლოდ. შეგვიძლია მიზიდულობის ძალა ნულს გავუტოლოთ და მაშინ გრავიტონები ჰაერში ტივტივებენ. ამიტომაც მანქანებს ბორბლების მაგივრად გრავიტონები აქვთ და ჰაერში მოძრაობენ. და არა მარტო მანქანებს, გრავიტონები ყველაფერში გამოიყენებიან. მაგალითად, სკამებს და მაგიდებს ფეხები არა აქვთ, როგორც თქვენ აქ ეძახით, მარტო ზედაპირებია. და ასეა ყველაფერში, ნუ ჩამომათვლევინებთ ეხლა.
-ვაა, ესე იგი მანქანები ჰაერში მოძრაობენ?
-დიახ, ჩვენთან გზები არ არის. ყველა მანქანა ჰაერში გადაადგილდება.
-და მანქანებს სად აპარკებთ?ჰაერში ტოვებთ?- თავისი ნიუ იორკელობა გამოამჟღავნა დიანამ.
-არა, იქ საკუთარი მანქანები არ გვყავს. ძირითადათ. არის ხალხი ვისაც ყავს საკუთარი მანქანები, მაგრამ ძალიან ცოტას, ძირითადათ ფანებს.
-აბა სადმე წასვლა რომ მოგინდეთ ტაქსის უძახებთ ყოველთვის? - გაუკვირდა დიანას.
-არა, ეგრე არ არის. ვთქვათ წასვლა მომინდა.გამოვიძახებ მანქანას და იმავე წუთში ჩემს აივანზე, სპეციალური ადგილია მანქანებისთვის და იქ მოფრინდება ავტომატური, ანუ უმძღოლო მანქანა. რომ ჩავჯდები ვეუბნები სადაც მინდა წასვლა და თვითონ აფრინდება მაღლა და სხვა მანქანებს შეუერთდება მაღლა.
-რა საინტერესოა!- ილუზიებში წავიდა დიანა. - მანქანას რა ქვია თქვენთან?
-მობილი.
-მობილი? - გაუკვირდა დიანას. - აბა ტელეფონს რას ეძახით?
-ტელეფონი, ტელევიზორი,ფოტოაპარატი და მსგავსი მოწყობიობები ჩვენს დროში არ არსებობს - მოწყენილი ხმით უპასუხა დაუდმა. მერამდენეჯერ უხდებოდა ამის ახსნა უკვე აღარც იცოდა.
-აბა ერთმანეთს როგორ უკავშირდებით?
- შევეცდები მოკლედ რომ აგიხსნათ, მომავალში კომუნიკაციები ისეა გამარტივებული, რომ არც ვიცი. მარტივად როგორ აგიხსნათ,მოკლედ, როდესაც ჩვენ ვაზროვნებთ, ჩვენს ტვინში გარკვეული ელექტრო-მაგნიტური ტალღები წარმოიქმნებიან. სხვათაშორის, ეს თქვენმა მეცნიერებმა ამიხსნეს აქ. მომავლის მეცნიერებმა შეძლეს ამ ტალღების დაფიქსირება და მათი გადაცემაც უმავთულოთ, როგორც თქვენი მობილური ტელეფონები ახერხებენ.  მე არ ვიცი ეგ როგორ ხდება , მაგრამ ვიცი რომ რაღაცნაირად ხდება ამ ტვინის სიგნალების დაფიქსირება. მაგალითად ვთქვათ გინდათ ვინმესთან დაკავშირება, რასაც თქვენ დარეკვას ეძახით. გაიფიქრებ დაკავშირებას,  და იმ წამში გინდათ თვალებს დახუჭავთ, თუ გინდათ ღია თვალების წინ წარმოგიდგებათ ცოცხალი გამოსახულება იმისა, ვისაც გინდათ დაუკავშირდეთ და ელაპარაკეთ რამდენიც გინდათ გინდათ ხმამაღლა, გინდათ ფიქრებში.
- რა საინტერესოა! - აღფრთოვანდა დიანა - კი მაგრამ, ეკრანი ხომ უნდა გჭირდებათ?
- ეკრანს წარმოსახვითად ვხედავთ. ვინმე რომ მიკავშირდება, ეკრანი თვალის წინ ამოძვრება ხოლმე. ოღონდ არ მკითხო ეხლა როგორ ხდება ეს? - ჩაეცინა დაუდს.
-- არა, არ გკითხავთ, ვიცი რომ ყველაფერზე პასუხი არ იცით. - ჩაეცინა დიანასაც. - და ეს ყველას შეუძლია?
- თქვენთან ტელეფონი ყველას ააქვს?- შეუბრუნა შეკითხვა დაუდმა.
- ჩვენთან თითქმის ყველას
- ხოდა ჩვენთანაც თითქმის ყველას შეუძლია ეს. - ეხლა ორივეს გაეცინათ.
- კი მაგრამ, ნუთუ არის ხალხი, ვისაც ასეთი კომუნიკაციის საშუალება არაა აქვს.
-საშუალება ყველას აქვს, უბროლოდ არის ხალხი, ვისაც არ უნდა ეს.
- კარგით, მოდით შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. - კომპიუტერის ეკრანს დააკვირდა დიანა. - აი , შემდეგი შეკითხვაც იგივე თემაზეა, გეკითხებათ ჯიმი დალასიდან. “ტელევიზორი თუ არსებობს მომავალში”?
- ტელევიზორი, როგორც ყუთი არ არსებობს. . როცა მომინდება, მოვძებნი საინტერესო პროგრამას და ეკრანიც, წარმოსახვითი რა თქმა უნდა, თვალწინ გაჩნდება.
- თუ ვინმესთან ერთად გინდათ რაიმეს ყურება მაშინ რას შვებით?
- მაშინ ორივე ერთდაიგივე პროგრამას ჩავრთავთ და ერთდროულად ვუყურებთ ჩვენ-ჩვენს პირად წარმოსახვით ეკრანებში. - მოკლედ მოუჭრა დაუდმა.
-კინოთეატრები თუ არსებობენ თქვენთან?
-არა. ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი სადმე თუ არის.
- კარგით. მოდით ეხლა დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა და ხვალ ისევ შევხვდებით იგიცე დროს - მიმართა ტელემაყურებელს დიანამ და დაუდს ხელი გაუწოდა. დაუდმა ხელი გაუწოდა და გაუღიმა - ყავას ხომ არ მიირთმევდით ჩემთან ერთად? - შეაპარა დაუდმა. დიანა ცოტა ხნით შეყოვნდა და ისე უპასუხა - ეხლა არ შემიძლია, სტუდიაში ჩაწერა მაქვს, სხვა დროს, კარგი?-მოუბოდიშმა დაუდს.-როგორც გენებოთ, სხვა დროს იყოს. - დაეთანხმა დაუდი.
- ისე, ყავა თუ არის თქვენს დროში?- ნახევრად შებრუნებულმა ჰკითხა დიანამ.
- ჰა ჰა, შეკითხვები გადაცემაში მხოლოდ. - ჩაეცინა დაუდს
- კარგით, ხვალამდე.

                                                      გადაცემა მე-2.
    მეორე გადაცემისთვის ყველაფერი მზად იყო. დიანა ადრიანად მოვიდა და კომპიუტერში შეკითხვებს ათვალიერებდა.მალე დაუდიც შემოვიდა ოთახში და დიანას წინ დაჯდა.
დავიწყოთ? - დიანას დაასწრო დაუდმა.
დავიწყოთ,ჩვენ მზად ვართ.
დიანამ მოკლე შესავლის შემდეგ პირველი შეკითხვა დაუსვა დაუდს.
-კითხვას გისვამთ ჯენიფერი აიოვადან. “მოსახლეობა თქვენს დროში მარტო დედამიწაზე ცხოვრობს თუ სხვა პლანეტებზეც არიან?
- არა, უკვე დიდი ხანია კაცობრიობა გასცდა დედამიწას. - დაიწყო დაუდმაც. - ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა მარსზეა, მერე მთვარეზე. არის ხელოვნური თანამგზავრებიც.
-და როგორ ცხოვრობენ იქ? შუშითაა გადახურული ალბათ ქალაქები. - დაინტერესდა დიანა.
- არა, ყველგან არა. მაგალითად მარსზე ჩვეულებრივად ცხოვრობენ, მთვარეზე მართლაც შუშითაა გადახურული ზონები.
-კი მაგრამ მარსზე ხომ ჟანგბადი არ არის, სკაფანდრებით ცხოვრობს ხალხი?- გაუკვირდა დიანას.
- როგორ არ არის ჟანგბადი, მარსზე არის ჟანგბადი. მე ნამყოფი ვარ, ჩვეულებრივი ჰაერია. სპეციალური ჟანგბადის გამომამუშავებელი ტურბინებია პლანეტის სხვა და სხვა ადგილას და ხელოვნური ჟანგბადია მთელს პლანეტაზე.
-მთვარეზე რატომ არა არის ეგ ტურბინები?
- მთვარეზე უფრო ძველი დასახლებებია და ადრეულ დროში ტურბინები არ ჰქონდათ და შუშით გადახურული ქალაქები იყო. რაც ისტორიულ იერს აძლევს ეხლაც.ამიტომაც არ მოშალეს შუშის გადახურვები.
- ამ პლანეტებზე როგორ არის, აი… სახელმწიფოები არსებობენ თუ როგორ არის წყობა?
- კი როგორ არა, ყველა პლანეტებზე განსხვავებული ქვეყნებია. მაგრამ მმართველობა ერთია. პლუტონის ხელოვნურ თანამგზავრზე მდებარეობს საერთო სენატი, ასე ჰქვია მმართველობის ორგანოს რომელიც მართავს კაცობრიობას.
- სენატში ვინ არიან? არჩევნები არის, თუ რა?
- კი, როგორ არა. ყველა ქვეყნის წარმომადგენელია წარმოდგენილი საერთო სენატში,
- მორიგი შეკითხვა. ლესლი ტეხასიდან. იგივე თემას ვეხებით - დიანა კომპიუტერს დააკვირდა - “ომი ან ომის საშიშროება თუ არის თქვენს დროში?”
-ომი არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია და მისი საშიშროებაც უკვე აღარ არსებობს - უპასუხა დაუდმა
- რატომ, ამდენი სახელმწიფოები თუ არის, ყველაფერში ერთი აზრი როგორ გააჩნიათ? - დაინტერესდა დიანა.
- რატომ და იმიტომ, რომ კაცობრიობას საერთო ჯარი ყავს და პოლიცია, არმია, უშიშროება საერთო სენატიდან იმართება და ყველგან უსაფრთხოებას საერთო ჯარები იცავენ.
- ესე იგი ამერიკაში, ანუ სადაც თქვენ ცხოვრობთ, უცხო ქვეყნის ჯარები და პოლიციაა?
- ესე არ დგას საკითხი ჩვენთან, იმიტომ რომ ჯერ ერთი უსაფრთხოებას სართხე უკვე აღარავისგან ემუქრება, უბრალოდ ფორმალურად არსებობენ ეს სტრუქტურები. ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი იმას გეუბნებით.
- როგორ, დანაშაულები არ ხდება თქვენს დროში?
- ფაქტიურად არა. ყოველ შემთხვევაში გაუხსნელი დანაშაულები არ არსებობენ.
- ეგ როგორ? - გაუკვირდა დიანას.
- როგორ და ,ჩვენ რასაც ვფიქრობთ, რასაც ვხედავთ, სადაც დავდივართ, ყველაფერი ფიქსირდება და ცენტრალურ კომპიუტერთანაა დაკავშირებული და ამიტომ სადაც დავდივარ თუ რასაც ვხედავ თუ ვისმენ, ყველაფერი “ცენტრშია” დაფიქსირებული. “ცენტრს” მთავარ კომპიუტერს ვეძახით. ამიტომ თუ რამე დანაშაული ხდება, რაც ხომ გითხარით, ძალიან იშვიათად ხდება, ის გაუხსნელი არ არსებობს რომ დარჩეს.
- კი მაგრამ, ესე იგი ადამიანი რასაც აკეთებს, რასაც ხედავს, სად ძინავს და სად ტუალეტში დადის, ყველაფერს უყურებენ? ეს ხომ ადამიანის უფლების დარღვევაა - გაბრაზდა დიანა
- არ არის ეგრე, ეს ყველაფერი ჩაწერილია, მაგრამ მოსამართლის გარეშე თქვენს პირად ცხოვრებაში ცხვირს ვერავინ ჩაყოფს., მაგრამ ვიმეორებ, არავითარი პრობლემა არ არის ამაში.ყოველ შემთხვევაში ჩვენს დროში.
- დამნაშავის წინდაწინ ამოცნობაც ხომ არ შეგიძლიათ?- დამცინავად ახედა დიანამ.
- რომ იცოდეთ, დიახაც. “ცენტრი” ხომ ადამიანის ტვინთან არის შეერთებული და ადამიანის ფიზიკური მდგომაეობა მისთვის ცნობილია. მე ვგულისხმობ წნევას , გულის ცემას, აღგზებადობას. როდესაც რაიმე ექსტრემალური სიტუაციაში ხდება ადამიანი, “ცენტრი” ავტომატურად თიშავს ადამიანს, უფრო სწორად მოძრაობის უნარს აკარგვინებს. მოკლედ ადამიანი თუ რაიმე არაადექვატური საქციელის ჩასადენადაა მზად, “ცენტრს” ამას ვერ გამოაპარებთ. - აუხსნა დაუდმა.
- ხომ შეიძლება ადამიანი არაფერ არაკანონიერს არ აპირებდეს და ისე აღელდეს, მაინც გათიშავს “ცენტრი”?
- არა, ფაქტიურად.  “ცენტრის” პროგრამა აბსოლუტურად სრულყოფილია. წლების წინ, როდესაც “ცენტრი” ახალი შექმნილი იყო, მაშინ მოსდიოდა შეცდომები, მაგრამ ეხლა ეს გამორიცხულია.
- მას პოლიციის მოვალეობა რაღაა თქვენს დროში?
- ფაქტიურად არაფერი. ისინი უბრალოდ მაშველების ფუნქციას ასრულებენ ძირითადათ,
- კარგით მოდით შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. ლიზი მიჩიგანიდან.- “ რა ფულის ერთეულებია მომავალში”?
- ფული, როგორც ესეთი, ანუ ქაღალდის, უკვე საუკუნეებია რაც არ არსებობს. მხოლოდ ვირტუალური, თუ ელექტრონულია, რაც გინდათ ის უწოდეთ.
- და რა ქვია ეგეთ ფულს?
- რა ქვია და გაგეცინებათ. ვირტუალურ ფულს “მწვანე” ქვია, ალბათ თქვენი დოლარებისგან მოდის ეს სახელი.
- ვა, რა მაგარია. და რა ღირს ვთქვათ… ვთქვათ - ირგვლივ მიმოიხედა დიანამ- რა ღირს ვთქვათ თქვენ რომ გაცვიათ ისეთი შარვალი?
- ასეთი შარვალი არაფერი არ ღირს, უფასოა - გაეცინა დაუდს.
- ზუსტად ესეთს არ ვგულისხმობ. აი… ყოველდღიურ სახმარ შარვალს ვგულისხმობ.
- ყოველდღიური სახმარი შარვალი ყველასთვის უფასოა… ეხლა აგიხსნათ რატომ, თუ მაგ თემატურ კითხვებს დაველოდოთ?
- კარგით, , ეხლა კი თემას დავუბრუნდეთ. შეკითხვას გისვამთ ტომასი ორეგონიდან -. “დღევანდელი სახელმწიფოები თუ არსებობენ მომავალში? “
- მოკლედ გეტყვით, დედამიწაზე დაახლოებით ნახევარი იგივე ქვეყნები გვხვდება რაც ეხლაა.. მეტი არ მკითხოთ ამ თემაზე, მაინც არ გიპასუხებთ, ცსს - სგან აკრძალული მაქვს მაგ თემაზე საუბარი.
- კარგით, შემდეგი შეკითხვა ფლორიდიდან, ტომი გეკითხებათ, ‘მომავალში შესაძლებელია თუ არა ადამიანის დნმ-თი მისი სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება”, ანუ მე როგორც გავიგე, მას აინტერესებს, გარდაცვლილი ადამიანის დნმ-თი შესაძლებელია თუ არა მისი ხელახალი გაცოცხლება? - დაამატა დიანამ.
- კი, ასეთი ექსპერიმენტები წინათ ტარდებოდა, როგორც მე მახსოვს. - უპასუხა დაუდმა. - მაგრამ იგივე ადამიანი არ კლონირდებოდა, ანუ ცნობილი ადამიანების შენახული დნმ-თი კლონს აცოცხლებდნენ, მაგრამ ეს კლონები არცერთხელ ისეთი ნიჭიერები არ გამოდიოდნენ, როგორც ორიგინალი ადამიანები და მერე შეეშვნენ ამ ცდებს, ის კი არა, შესახედავადაც ორეულები არ იყვნენ, მიმსგავსება კი შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ძმები გვანან, დაახლოებით ეგრე.
- კარგით, შემდეგი შეკითხვა ბრუკლინიდანაა - ჩახედა კომპიუტერ დიანამ. - ცოტა უცნაური შეკითხვაა, მაგრამ რადგან კომპიუტერმა ეს შეკითხვა ამოაგდო, მაინც შეგეკითხებით .  გეკითხებათ პიტერი. ბრუკლინიდან, როგორც გითხარით. “სექსის მიმართრა დამოკიდებულებაა მომავალში?”.  - ჩაიცინა დიანამ.
- სრულიადაც არაა უცნაური შეკითხვა. - უპასუხა დაუდმა. - ეხლავე გიპასუხებთ.  რაც შეეხება სექს, დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც თქვენთანაა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენს დროში უამრავი  ისეთი ხელოვნური სექსის სიამოვნების მიმნიჭებელი მედიკამენტებია გამოგონებული, რომ ბევრჯერ უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ, ვიდრე ბუნებრივი სექსი. ის კი არა, არის უნივერსალური მედიკამენტები, რომლებიც ყველა იმ სიამოვნებას ერთდროულად განიჭებთ, რომელიც ადამიანს საერთოდ შეუძლია მიიღოს. მაგალითად, თქვენთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ერთდროულად განიცადოთ ორგაზმი, შიმშილის და წყურვილის დაკმაყოფილების გრძნობა, ამას დამატებული ენით აღუწერელი სურნელი, ტემპერატული ცვლილება (მაგალითად როცა საშინელი სიცივიდან სითბოში შედიხართ) და სხვა უამრავი. მე მაგალითად ეს აქ ძალიან მაკლია. მამაკაცისა და ქალის ბუნებრივი სექსუალური გრძნობები ამასთან დამიჯერეთ, ძალიან უბადრუკ გრძნობებად გამოიყურება. - დაამთავრა დაუდმა.
- მეტად საინტერესოა. - აღიარა დიანამ. - მაგრამ მოდით დღევანდელი გადაცემა ამით დავამთავროთ. მადლობთ. - ფეხზე წამოდგა დიანა და დაუდს დაემშვიდობა.

                                    მე-3 გადაცემა

გამარჯობა, დღეს ჩვენს პროგრამაში როგორც იცით საბოლოო ინტერვიუა დაუდთან. პირველი კითხვა ალიასკიდანაა, გვეკითხება ტონი - “რელიგია თუ არსებობს მომავალში?’-  დაიწყო ინტერვიუ დიანამ.
გამარჯობა - მიესალმა ტელემაყურებლებს დაუდი. - რელიგია როგორ არ არსებობს, პირიქით ის წინ წავიდა კიდევაც.
წინ წავიდა რას ნიშნავს? - დაინტერესდა დიანა
რას ნიშნავს და, აი მაგალითად მე მაგალითად ბუდისტი ქრისტიანი ვარ - უპასუხა დაუდმა. დარბაზში გაკვირვების ხმები გაისმა.
ეგ როგორ?
ჩვენს დროში, ანუ მომავალში, არავის არ უკვირს ერთმანეთს შერწყმული რელიგიები, აი როგორც აქ  ხომ არსებობენ ქრისტიან-დემოკრატული პარტიები, ასევეა მომავალში რელიგიებიც. სხვადასხვა რელიგიებიდან აღებულია საუკეთესო ნაწილები და ისინი შერწყმულია ერთმანეთთან. მაგალითად, გაგიკვირდებათ და არსებობს ქრისტიან - მუსულმანური  რელიგია.
ბიბლია კიდევ არსებობს? - შეეკითხა დიანა.
ბიბლია, ანუ სახელმძღვანელო არსებობს, მაგრამ ჩემს რელიგიაში მას უბრალოდ “წიგნს” ვუწოდებთ. ქრისტიანებიც არსებობენ რა თქმა უნდა, თან საკმაოდ მრავალრიცხოვნად, მათ ბიბლია შენარჩუნებული აქვთ.
და რომელი რელიგიის მიმდევრები არიან უფრო მეტნი?
ყველაზე მეტი არა მორწმუნენი არიან…
ანუ ათეისტები - შეუსწორა დიანამ.
-ანუ როგორც თქვენ ეძახით, - დაუდასტურა დაუდმა - მაგრამ ეს ტერმინი, “ათეისტი”. ჩვენს დროში აღარ არსებობს. ხოლო რაც შეეხება ყველაზე მრავალრიცხოვან რელიგიას, ეს არის ეგრეთწოდებული “სტატისტიკის სამეფოს” მიმდევრები.
ეგ რა არის, რაიმე მეცნიერული რელიგიაა?
ესე ვერ იტყვით, რა თქმა უნდა მეცნიერულ დონეზე აყვანილი რელიგიაა, მაგრამ რელიგიული მომენტები უფრო მეტია მათ მოძღვრებაში. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით გეტყვით, რომ მათ ჯერათ რომ სამყაროში ყველაფერი კონკრეტულ სტატისტიკას ემყარება, რომელსაც მათი “კეივი” აწესებს. “კეივი” მათ , ასე ვთქვათ ღმერთს ჰქვია.
მე მაქვს ერთი შეკითვა - გააგრძელა დიანამ - რელიგიული რიტუალები თუ არსებობს, მაგალითად მარხვა, დღესასწაულები და ა.შ.
ალბათ არსებობს, მაგრამ ჩვენ რელიგიას ესეთი არაფერი არა აქვს. არც ეკლესია გვაქვს, ან მღვდლები. ყველაფერი თქვენებურად რომ ვთქვათ, ონლაინზე ხდება. გვაქვს ნათლობა, რომელსაც ჩვენ “შესვლას” ვუწოდებთ. სხვათაშორის წელთა აღრიცხვა ისევ ქრისტეს დაბადებას უკავშირდება.
კარგით, მოდით მორიგ შეკითხვას მოვუსმინოთ, გვეკითხება “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ფანი გრეგორი, რა თქმა უნდა ლოს ანჯელესიდან - კალათბურთს თუ თამაშობენ მომავალში, და საერთოდ რა სპორტებია პოპულარული მომავალში?”.
თქვენ წარმოიდგინეთ, კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია მომავალში - უპასუხა დაუდმა - მაგრამ არა ისეთი სახით, როგორც ეხლაა. ჯერ ერთი, თქვენთან სპროტულ თამაშებს ორ-ორი გუნდი თამაშობს, მომავალში კი მეტოქის რაოდენობა გაზრდილია, კერძოდ ყველაზე პოპულარული 4 გუნდიანი თამაშებია, ანუ ერთ დიდ მოედანზე, რომელიც ალბათ დღევანდელზე ორჯერ უფრო მეტია, 4 ფარია და ერთმანეთს 4 გუნდი გუნდი ეთამაშება, ანუ ოთხივე გუნდი ერთმანეთის მოწინაარმდეგეა. ბურთი ორია. უნდა გითხრათ, რომ მეტად საინტერესო საყურებელია, მაგალითად ერთი გუნდი რომ ერთ მეტოქეს უტევს და უცებ შემობრუნდება და სხვა მეტოქის კალათისკენ გასწევს. ასეთივე 4 გუნდიანია ფეხბურთიც, ჰოკეიც, რობობურთიც, ანუ რობოტებზე შემომჯდარი მოთამაშეების ასპარეზობა. არის გრავიტონებიანი ფეხსაცმელებით თამაშებიც, სადაც უწონადობაა და მოთამაშები 3 გამნზომილებაში თამაშობენ, დაფრინავენ.
კარგით, მადლობთ. შემდეგი შეკითხვა არკანზასიდან, გვეკითხება პიტერი. - “როგორი მუსიკაა მოდაში თქვენს დროში?”
მუსიკა, როგორც ასეთი იმდენად არაა პოპულარული მომავალში, რამდენადაც ხელოვნების სხვა ჟანრი, რომელსაც “პაკიჯი” ჰქვია. ეს გარკვეულად სინთეზია სხვადასხვა ხელოვნებების, ასე ვთქვათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კონცერტზე, სადაც თქვენი საყვარელი მომღერალი გამოდის. აქვე გეტყვით, რომ მომღერლები და სიმღერა კვლავ მოდაშია,  ხოდა, იმას ვამბობდი, რომ კონცერტზე,. სიმღერის დაწყებისთანავე, სიმღერის რიტმის ცვლილებასთან ერთად მთელ დარბაზში იცვლება სინქრონულად ტემპერატურა. სიცივე, სითბო, ისევ სიცივე. იცვლება სინქრონულად სუნი, სასიამოვნო, მერე უსიამოვნო და ა. შ.იცვლება ატმოსფეროც, თუ ღია ცის ქვეშაა ღრუბლები ეხვევა დარბაზს, ცა გაკაშკაშდება, გამუქდება, იწყება ჭექა-ქუხილი, წამოვა წვიმა, თოვლი , ქარი დაუბერავს სხვადასხვა მხრიდან. და ეს ყველაფერი ერთდროულად, სიმღერის რიტმებთან შეხამებულად ხდება. ნუ, ამას ვერ აგიხსნით, ეს უნდა შეიგრძნოთ,იმდენად შთმბეჭდავი სანახაობაა, უფრო სწორად, სანახაობასაც ვერ დავარქმევთ, ეს არის გრძნობების სინთეზი.
ვაიმე, რა ლამაზი იქნება ალბათ - თვალები გაუბრწყინდა დიანას - ერთი შეკითვა მეც მაქვს, ჩვენი ეპოქის რაიმე სიმღერა, ან შემსრულებელი თუ ახსოვს მომავალში ვინმეს?
კი, მაგრამ არ გეტყვით. - ღიმილით უპასუხა დაუდმა. - ჩემი საყვარელი მომღერალი თქვენი ეპოქიდანაა, და ისე ინტერესით ვუსმენ ხოლმე. არ ვიტყვი იმიტომ, რომ დღეს იგი საშუალეზე დაბალ მომღერლად ითვლება და მე რომ ვთქვა ვინ არის, არაჯანსაღი აჟიოტაჟის ატეხვის მეშინია, და რადგან თავის ყველაზე ძლიერი ჰიტები ჯერ არ დაუწერია, არ მინდა რომ თავში აუვარდეს და ის ჰიტები დაკარგოს კაცობრიობამ. ასე რომ ძვირფასო მომღერლებო, იცოდეთ, რომ ერთ-ერთი თქვენგანი კაცობრიობის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, ამიტომ ნუ დაიზარებთ და წერეთ მუსიკები
-შეკითხვა  ლუიზიანადან, სტეისი გეკითხებათ, “კონსტიტუცია თუ არსებობსო თქვენს დროში?”
- კი, როგორ არა, მთელ კაცობრიობას ერთი კონსტიტუცია აქვს, სახელიც ეგრე ჰქვია - კონსტიტუცია. ეს    კონსტიტუცია კაცობრიობის ყველაზე ნიჭიერი ადამიანების მიერ იქნა შედგენილია და ალბათ მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე სრულყოფილი დოკუმენტია.
თქვენ ამბობთ რომ ყველაზე სრულყოფილი დოკუმენტიაო - შეაწყვეტინა დიანამ - საინტერესოა, შესწორება თუ იყო მასში შეტანილი შემდგომ?
კი, რა თქმა უნდა, მაგიტომაც ვთქვი “ალბათ” მეთქი.
რა შესწორებები იყო?
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყველაზე მთავარი შესწორება იყო მესამე შესწორება, რომელსაც ყველა “მართალი ტყუილის” შესწორებას ეძახის
რა საინტერესოა, რას შეეხება ეს შესწორება?
ეს რომ აგიხსნათ, ცოტა ისტორიაში უნდა წავიდე, ანუ თქვენთვის მომავალში - დაამატა დაუდმა - მოკლედ რაც მეცნიერებმა ადამიანის აზროვნების სიგნალების კონტროლი ისწავლეს, როგორც წინათ მოგახსენეთ, დანაშაულებები შეწყდა და დღის წესრიგში დადგა ადამიანის იდეალური ვარიანტის დაყენება,, ანუ მისი აზროვნების აბსოლუტური გაკონტროლება, რამაც მაშინდელი მთავრობა მიიყვანა იმ აზრამდე, რომ  ტყულის თქმის დაბლოკვა იყო საჭირო. მართლაც მათ მოამზადეს კანონი, რომელიც შემდეგ ძალაშიც შევიდა, რომ ადამიანი ტყუილის თქმას ვერ ახერხებდა, ანუ ტყუილი იბლოკებოდა. მართლაც რამოდენიმე ათეული წელიწადი მუშაობდა ეს კანონი და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კაცობრიობის პროგრესის ტემპებმა საგრძნობლად დაიკლო. ყველა სფეროში შეინიშნობოდა წინსვლის ტემპების დაკლება. აქ უკვე სენატში შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა პროგრესის წინსვლის ტემპის დაგდების მიზეზები და ისინი სკანდალურ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტყუილი კაცობრიობის ერთერთი მამოძრავებელი ძალა ყოფილა.  მაგრამ ამ აზრს არ იზიარებდა მაშინდელი ხელმძღვანელობა. დაიწყო ტყუილის ნებადართვის მოძრაობა, და ამ მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ კონსტიტუციაში შეტანილ იქნა შესწორება “მართალი ტყუილი” და იმ დროიდან ტყუილი უკვე აღარ იბლოკებოდა, და მართლაც პროგრესის ტემპები ისევ გაიზარდა. ხომ უცნაურია, არა? -დაამთავრა დაუდმა.
შემდეგი შეკითხვა ნევადიდან, გეკითხებათ პატი - “ხელოვნების რა მიმართულებეია მოდაში მომავალში, კერძოდ მხატვრობა აინტერესებს”
მხატვრობა მაინცდამაინც არაა პოპულარული, კომპიუტერულმა რევოლუციამ ყველას მისცა შესაძლებლობა ხატვაში გამოეჩინა თავი. ეხლა თქვენ მეტყვით, ნუთუ რას დახატავთ არაა აქვს მნიშვნელობაო? . კი როგორ არაა აქვს, მაგრამ რატომღაც ეს ჟანრი დაიკარგა საუკუნეების განმავლობაში.- უპასუხა დაუდმა
ხო, მაგრამ, ხელოვნება ხომ არსებობს?
როგორ არ არსებობს, მაგრამ რაღაცნაირად მეცნიერული ხელოვნება უფროა მოდაში, მე ასე ვიტყოდი. მაგალითად, ეხლა, ანუ მომავალში რომ ეხლა დადგება - ჩაეცინა დაუდს - ყველაზე ძვირად ფასობს ეგრედწოდებული “პერპენტუმ არტი”.
ეგ რა არის? - დაინტერესდა დიანა.
ეგ არის, პერპენტუმმობილე. იცით ალბათ რაც არის. მოკლედ “პერპენტუმისტები”, ანუ ვინც ამას ამზადებს, სხვადასხვანაირი გრავიტონების დახმარებით ამზადებენ პერპენტუმმობილებს, ანუ მექნიკურ სტრუქტურებს, რომელიც ენერგიის მიღების გარეშე რაღაც მოძრაობებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის აბსოლუტური პერპენტუმ მობილე, ანუ უსასრულოდ არ მოძრაობს, მაგრამ სპეციალური მთვლელები არსებობენ, რომლებიც ითვლიან, თუ რამდენ ხანში შეწყვეტენ მოძრაობას ანერგიის მიწოდების გარეშე და რაც უფრო დიდხანს მუშობს პერპენტუმმობილე, მით უფრო ფასობს.
და რამდენი ხანი მუშაობენ ძვირფასები?
მე რაც მახსოვს, ყველაზე ძვირფასის მუშაობის დრო 4 მილიონი წელია.
ამდენი ხანი მუშაობენ ენერგიის მიწოდების გარეშე?- გაუკვირდა დიანას.
ხო, ეგრეა. მე მაგალითად სახლში რომ მიკიდია, 7 წელი უწერია მუშაობის დრო.
და როგორი ფორმების არიან ეგ “პერპენტუმები”?
ყველანაირი, შეიძლება ყვავილის ფორმის იყოს, შეიძლება ბურთები დაგორავდნენ, ყინულებით, ათასნაირი.
და თუ ენერგიის მიწოდება უმავთულოდ შეიძლება, ხომ არსებობს ვარიანტი რომ ვიღაცამ იეშმაკოს, ანუ ფარულად მიაწოდოს ენერგია?
როგორ არა, ყალბებიც არსებობენ, მაგრამ წესიერი “პერპენტუმისტისგან”  უნდა იყიდო. როგორც თქვენთან - ჩაიცინა დაუდმა. - არსებობენ რეპროდუქციები, რომლებიც ხმარობენ ენერგიას, შესაბამისად ისინი იაფები ღირნან.
კარგით, მადლობთ. ჩვენი დრო დასასრულს მიუახლოვდა. სამწუხაროთ ინტერვიუების ციკლს ამით ვამთავრებთ - ფეხზე წამოდგა დიანა. - იმედია კიდევ შევხვდებით. და ბოლოს, რაიმე, ყველაზე უცნაური რამ, რაც თვალში მოგხვდათ ჩვენ დროში?
ჰა-ჰა, გაგიკვირდებათ, და ეს არის ქუდი, აი თავზე რომ გახურავთ. ძლივს მივეჩვიე
აბა თქვენთან ქუდები აღარ არსებობს?
კი, როგორ არა, მაგრამ თავზე არ გვადევს, გრავიტონები აქვს და თავს ზემოთაა  და თან დაგვყვება.. ათასნაირებია, განსაკუთრებით ქალებს უყვართ
უი, როგორ მომინდა თქვენს დროში - შურიანი თვალებით გადახედა დაუდს დიანამ. - კარგით აბა, მომავალ შეხვედრამდე.


                                                  მოულოდნელი პრესკონფერენცია

    დიანას ყველაფერი მოწყობილი ჰქონდა პრესკონფერენციისთვის. ინტერესი უზომოდ დიდი იყო. ათასკაციანი დარბაზი ჟურნალისტებით იყო სავსე.. დაუდი აგვიანებდა, მაგრამ დიანა არ ნერვიულობდა, რადგან უკვე შეჩვეული იყო დაუდის არაპუნქტუალობას. და აი სცენაზე გამოჩნდა დაუდი. იგი პირველად იყო ამოდენა აუდიტორიის წინაშე, მაგრამ დაბნევა არ ეტყობოდა. მის გვერდით დაცვის წევრები და ცსს - ს თანამშრომლები იდგენენ. დაუდმა დიანას ანიშნა. დავიწყოთო და დიანაც მიკროფონთან მივდა. შესავალი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ  მან მიკროფონი დაუდს გადასცა. დაუდმა მიკროფონი სადგამში ჩაამაგრა და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ დაიწყო:
- მოგესალმებით ყველას, აქ მყოფ ჟურნალისტებსაც და მილიონობით ტელემაყურებელს. - დაიწყო დაუდმა - პირდაპირ გეტყვით რომ, დღეს ბევრი შეკითხვები არ იქნება
  დარბაზში უკმაოფილო გუგუნი გაისმა. ერთერთმა ჟურნალისტმა ხმამაღლაც კი წამოიძახა - “კი მაგრამ, ხომ შეგვპირდით რომ ყველა შეკითხვას უპასუხებდით?!”
მართალია დაგპირდით, და პირობას არც დავარღვევ, მაგრამ გპირდებით, რომ თქვენ არ გექნებათ ბევრი შეკითხვა - დაუდმა ხელი მაღლა ასწია, შეეცადა ჟურნალისტები დაეწყნარებინა. - დაწყნარდით და მომისმინეთ. პირველი  რაც უნდა გითხრათ არის ის, რომ ერთი კვირის წინ ექიმებმა კანის კიბოს დიაგნოზი დამისვეს. ვიცი რასაც მკითხავთ, დაგასწრებთ და გიპასუხებთ, მაქსიმუმ 6 თვის სიცოცხლე მაქვს დარჩენილი. ალბათ დამწვრობისგან გამიჩნდა.
        დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა. ყველა სევდიანი თვალებით შესქეროდა დაუდს. დიანაც თვალცრემლიანი შეჰყურებდა დაუდს.
- მაგრამ ეს არ არის მთავარი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბოლო ორი წელი კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე პროდუქტიული და ნაყოფიერი წელი იყო. და ეს ყველაფერი ჩემი გამოჩენის გამო მოხდა. - დაუდმა თავი დახარა და რამოდენიმე წამი ჩუმად იჯდა, - მე ნამდვილად ვამაყობ ამით. მოკლედ რომ შევაჯამო რაც მოხდა ამ ორ წელიწადში, ალბათ მთავარი მაინც გრავიტონების და გრავიტაციის დაძლევის დარგში მიღწეული წარმატებებია. ჩემი რჩევებით და მოწინავე მეცნიერების, უფრო ალბათ მეცნიერების გარჯით აგერ უკვე ძალიან ახლოსაა გრავიტაციის დაძლევის მომენტი. მე მხოლოდ ჩემ აზრებს ვაწვდიდი მეცნიერებს, და მათაც აგერ ხედავთ რა პროგრესული ნაბიჯები გადადგეს წინ. დიდი ნაბიჯები გადაიდგა წინ ადამიანის გონების მიერ წარმოქმნილი ტალღების დაფიქსირებაშიც. შორს არ არის ის დრო, როდესაც ყოველგვარი ტელეფონების და რადიოტალღების გარეშე დავამყარებთ ერთმანეთთან კავშირს. ადამიანის გრძნობების ცენტრებზე გამოკვლევებიც წინ წავიდა, რადგან ამ სფეროში შოუ ბიზნესის წარმომადგენლება დიდძალი ინვესტიციები ჩადეს - აქ დაუდი ისევ გაჩუმდა. დარბაზში ვიღაცამ ტაში დაუკრა და მალე მთელი დარბაზი ოვაციებში ჩაიძირა. დაუდმა ხელის აწევით სიჩუმე მოითხოვა. - ზუსტად არ ვიცი, ალბათ 40-მდე პატენტის და გამოგონების ავტორიც გავხდი ამ ორ წელიწადში და საკმაოდაც მდიდარიც გახლავართ, თუმცა ამ ფულებს იმ ქვეყნად ვერ წავიღებ როცა მოვკვდები. სოციალურ სფეროსაც შევეხები. კარგად იცით რა მზარდი პოპულარობით სარგებლობს 4 გუნდიანი ფეხბურთი, 2 ბურთიანი კალათბურთი...მუსიკაშიც და მხატვრობაშიც სხვა მიმართულებებიც დიდ წარმატეტებებს იხვეჭენ ჩემი მცირეოდენი ამაგის გამო. ადამიანურ ურთითბობებშიც გარკვეული სიკეთისკენ მიმართულებები იკვეთება. ორმაგი და მრავალმაგი რელიგიების მიმდევრებიც უკვე საკმაოდ მრავლად არიან, რაც რელიგიურ შემწყნარებლობას უდავოდ ხელს უწყობს.  ალბათ ჩემს მდგომარეობაში მყოფ კაცს გული უნდა დაწყდომოდა იმაზე რომ უკურნებელი სენი შემეყარა, მაგრამ თუ გაიხსენებთ, მე ორი წლის წინ უნდა მომკვდარიყავი, როდესაც მეხი დამეცა, მაგრამ გადავრჩი და ხედავთ ამ ორმა წელმა როგორ შეცვალა კაცობრიობა, რა თქმა უნდა უკეთესობისაკენ. - დაუდამა ღრმად ჩაისუნთქა და წყალი მოსვა - ეხლა რასაც გეტყვით ჯერ არავისთვის არ მითქვამს და ბოდიშს ვუხდი ყველას, პირველ რიგში კი ჩემს “მასპინძლებს” ცსს - დან. დაუდმა თავისი დაცვის წევრებისა და ცსს -ს წარმომადგენლებისკენ მობოდიშე თვალებით გაიხედა.- დიდი მადლობელი ყველასი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამრჩენია, გადავწყვიტე რომ დავბრუნდე  ჩემს სახლში. სახლში, რომელშიც დავიბადე და ბოლო 6 თვე იქ მინდა გავატარო. სიკვდილსაც იქ მინდა შევხვდე. - თქვა დაუდმა და გაჩუმდა.
      დარბაზში აუტანელი ხმაური ატყდა. ჟურნალისტები ერთმანეთს არ აცლიდნენ კითხვის დასმას. დაუდმა დიანასკენ გაიხედა და ანიშნა, შენ დამისვიო შეკითხვა.
      დიანამაც არ დააყოვნა და მიკროფონი აიღო ხელში
დაუდ, დიდათ ვწუხვარ თქვენი ავადმყოფობის გამო. ადამიანურად გითანაგრძნობთ, - აქ დიანამ მცირე პაუზა გააკეთა, რათა ცრემლები შეეკავებინა, მაგრა უმალვე მოთოკა თავი და შეკითხვა გააგრძელა - თქვენ სახლში როგორ უნდა დაბრუნდეთ, ნუთუ დროში მოგზაურობის აპარატი უკვე შექმენით? - დიანამ ცსს-ს წარმომადგენლებს გადახედა, რომლებმაც მხარი აიჩეჩეს დ თვალი აარიდეს.
დროში მოგზაურობის აპარატის რა მოგახსენოთ, არ ვიცი, როგორც ვიცი ჯერ არ შეუქმნიათ. სახლში კი ალბათ ნიუ- იორკ მელბურნის თვითმფრინავით წავალ, მელბურნიდან კი მანქანას ვიქირავებ და 2 საათში სახლში ვიქნები.
როგორ, თქვენი მომავლის სახლი  ავსტრალიაშია? თქვენ არასდროს გითქვიათ რომ დღევანდელი ავსტრალიის ტერიტორიაზე გაჩნდით, თუ გაჩნდებით. ცსს გიკრძალავდათ ამის თქმას?
არა, ცსს არაფერ შუაში არ არის. მათაც პირველად ესმით ამ სახლის შესახებ.
აბა როგორ მოახერხეთ მაგათგან უჩუმრად სახლის აშენება, სადაც მომავალში უნდა დაიბადოთ?
არავითარი სახლი არ ამიშენებია. ეგ სახლი აშენებული ვიყიდე ათიოდე წლის წინ. შეგიძლიათ რეესტრში გადაამოწმოთ, ჩემს ნამდვილ სახელითაა გაფორმებული, დაუდ პიტერსი. მისამართია 23 მეინის ქუჩა, ოლდ თაუნი,11324.
ვერ გავიგე, ამით რისი თქმა გინდათ?- გაკვირვებული შეეკითხა დიანა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ მთელი ეს ისტორია მომავალზე ჩემი შეთზულია და არის ტყუილი. გარდა იმისა, რომ მეხმა მართლა დამარტყა ლონგ აილენდის პლიაჟზე. არავითარი “მომავლის კაცი” არა ვარ, როგორც ყველა მიცნობს. ყველაფერი ეს ტყუილი იყო. ხოლო რაც შეეხება იმას, რატომ არავინ არ მიცნო ამდენი ხანი, პასუხი უბრალოა, ჯერ ერთი სახე მთლიანად დამწვარი მაქვს და მერე მეორე, მარტოხელა კაცი ვარ, არც ცოლი, შვილი, არც მეგობრები თუ ნათესავებიც არ მყავს. და მამაჩემის დატოვებული ქონება იმისთვის საკმარისი იყო, რომ წელიწადში 6 თვე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სამოგზაუროდ წავსულიყავი.. ხოდა ერთ ერთი ასეთი მოგზაურობის დროს ლონგ აილენდში ვიყავი  და მეხიც მაშინ დამეცა. გონზე საავადმყოფოში მოვედი, და სანამ თვალს გავახელდი, გვერდზე მწოლიარე ავადმყოფის  საუბარი მესმოდა, ერთმანეთს კინოს შინაარს უზიარებდნენ, რომელიც დროში მოგზაურობის შესახებ იყო და ეს იდეაც მაშინ დამებადა. - დაასრულა გამოსვლა დავიდმა. - არა მგონია ეხლა შეკითხვები გქონდეთ ჩემს მიმართ, ალბათ შეკითხვები ცსს-ს მიმართ გექნებათ, თან ბევრი.
      მართლაც სიტყვა დამთავრებული არც ჰქონდა დავიდს  რომ მასთან ცსს-ს წარმომადგენლები მივარდნენ და საყოველთაო ღრიანცელის ფონზე უკანა ოთახში გაიყვანეს.
   
                                      6 თვის შემდეგ

დაუდის გასვენებას მის მშობლიურ მელბურნში უამრავი ხალხი დაესწრო. აქ იყვნენ თითქმის ყველა დიდი ქვეყნის პრეზიდენტები. მეფეები, შეიხები,პრემიერ-მინისტრები.. ალბათ კაცობრიობოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესა მატყუარა ადამიანის დასაფლავებას ასეთი საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. უცნაური ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაუდი ისტორიაში მატყუარას სახელით შევიდა,მისი ფანტაზიის ნაყოფი იდეები  უამრავი გამოგონების წყარო გახდა, რომელმაც თანამედროვე მეცნიერების განვითარებას უკვე დაუდის ცხოვრებაშივე დაატყო კვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები